„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 326
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 340140000.10.003.018711
326
07/07/2015
ვებგვერდი, 08/07/2015
340140000.10.003.018711
„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №326

2015 წლის 7 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის  №111 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, №78, მუხლი 838) შეტანილ იქნეს   შემდეგი ცვლილება:

1.  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის  საფუძველზე დამტკიცდეს:

ა) სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი (დანართი №1);

ბ) სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის ფორმა (დანართი №2).“.

2. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  „სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის“:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს სურსათისა და ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის პროცედურებსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. ეს წესი მიზნად ისახავს  სურსათის, სურსათთან დაკავშირებული ტარის სერტიფიცირების რეგულირების პრინციპების განსაზღვრასა და  მომხმარებელთა    ინტერესების დაცვას.“;

ბ)  მე-5 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება, რომელშიც მიეთითება ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი, პარტიის ნომე­რი, შეფუთვის სახეობა, მიმღები ქვეყანა, სურსათის ჰიგიენური მოთხოვნების დაც­ვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია;

ბ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატა­რებული გამოცდის შედეგების საფუძველზე გაცემული სურსა­თის/ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოც­დის ოქმი.“;

გ)  მე-5 მუხლის მე-4  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„4. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორესა და  ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.”;

დ)  მე-6  მუხლის მე-3  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. სურსათის/ტარის ჰიგიენური შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს განცხადების შეტანიდან ან შეუსაბამობის აღმოფხვრიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. გადაწყვეტილებას ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი. სერტიფიკატი გაიცემა გადაწყვეტილების მიღების დღესვე. სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეცნობება განმცხადებელს წერილობითი ფორმით, უარის საფუძვლის მითითებით .“;

ე)   მე-6  მუხლის მე-9  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„9. ჰიგიენური სერტიფიკატის რეგისტრაცია ხორციელდება  ელექტრონულ ჟურნალში.“;

ვ)   მე-6  მუხლის მე-10  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

10. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი სერტიფიკატის შეცვლა სხვა სერტიფიკატით (დუბლიკატით). ამ შემთხვევაში ახალ სერტიფიკატში მიეთითება იმ სერტიფიკატის გაცემის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შემცვლელიცაა აღნიშნული სერტიფიკატი. დუბლიკატი გაიცემა დაუყოვნებლივ, მაგრამ შესაბამისი  განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი დღისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი