„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 340140000.10.003.022127
412
06/07/2020
ვებგვერდი, 07/07/2020
340140000.10.003.022127
„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №412

2020 წლის 6 ივლისი

   ქ. თბილისი

„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის  №111 დადგენილებაში (სსმ, 2007 წელი, №78, მუხლი 838) შეტანილ იქნეს   ცვლილება და: 

1.  დადგენილების პირველ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სურსათის კატეგორიების ნუსხა (დანართი №3).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. დადგენილებას დაემატოს დანართი №3 (სურსათის კატეგორიების ნუსხა) თანდართული შინაარსით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

დანართი №1  

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი (შემდგომშიწესი) განსაზღვრავს სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის (შემდგომში  – ტარა) ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის პროცედურებსა და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2.  ეს  წესი მიზნად ისახავს  სურსათის/ტარის სერტიფიცირების რეგულირების პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

მუხლი 2. ტერმინთა   განმარტებები

ამ   წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ჰიგიენური  სერტიფიკატი (ჰიგიენური დასკვნა) – სურსათის/ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) ჰიგიენური შეფასება – სურსათის/ტარის უვნებლობის  მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სურსათის/ტარის იდენტიფიცირება, ლაბორატორიული გამოცდის შედეგებისა და ჰიგიენური სერტიფიცირებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, შესწავლა და შეფასება;

გ) ტარა  –  დაფასოებისათვის გამოყენებული შესაფუთი, დამხმარე მასალები და მათგან დამზადებული ნაკეთობები, რომლებიც უშუალო კონტაქტშია სურსათთან წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისას,   სურსათის გარეშე ზემოქმედებისაგან  დასაცავად, მისი ხარისხისა და სასაქონლო სახის შესანარჩუნებლად;

დ) განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათი – სურსათი, რომლის შენახვის მაქსიმალური ვადაა  6 – 72 სთ (სურსათის სახეობების მიხედვით), არაუმეტეს 6​0 C ტემპერატურული რეჟიმის პირობებში.

მუხლი 3. ჰიგიენური სერტიფიკატის გამოყენების სფერო

1. ჰიგიენური სერტიფიკაცია ნებაყოფლობითია და ხორციელდება განმცხადებლის ინიციატივით.

2. ჰიგიენური  სერტიფიკატი გაიცემა როგორც დაფასოებულ, ისე დაუფასოებელ სურსათზე. განსაკუთრებით მალფუჭებად სურსათზე ჰიგიენური სერტიფიკატი არ გაიცემა.

მუხლი 4. ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა

1. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა განმცხადებლის მიერ წარდგენილი, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული დოკუ­მენ­­ტაციის განხილვის საფუძველზე საჯარო სამართლის იური­დიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ კონტროლის ზონებში – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ.

2. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა გან­მცხადებლის განცხადებაში მითითებულ სურსათზე/ტარაზე.

3. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე.

4. „სურსათის კატეგორიების ნუსხაში“ (დანართი №3) მითითებულ ცალკეული კატეგორიის სურსათზე გაიცემა ერთი ჰიგიენური სერტიფიკატი, ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 5. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება, რომელშიც მითითებულ უნდა იქნეს:

ა.ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ა.ბ) სურსათის/ტარის  დასახელება, რაოდენობა;

ა.გ) დამზადების თარიღი/პარტიის ნომერი;

ა.დ) შეფუთვის  სახეობა;

ა.ე) მიმღები  ქვეყანა;

ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია;

ბ) სურსათის/ტარის აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ თითოეულ პარტიაზე გაცემული გამოცდის ოქმის დედანი;

გ) საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ:

გ.ა) ბიზნესოპერატორის მიერ  წარდგენილ უნდა იქნეს ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან;

გ.ბ) იურიდიული პირის მიერ სურსათის/ტარის არაკომერციული მიზნით ექსპორტის შემთხვევაში, წარდგენილ უნდა იქნეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ.გ) ოჯახური წარმოების სუბიექტის შემთხვევაში, წარდგენილ უნდა იქნეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2. თუ საქართველოში არ არის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორია და განმცხადებლის მიერ ერთხელ უკვე წარდგენილ იქნა სხვა ქვეყნის აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორიის მიერ გაცემული ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოცდის ოქმი და უცვლელია ტარის საწარმოებლად გამოყენებული ნედლეული და საწარმოო პროცესი, განმცხადებელი ოქმის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში თავისუფლდება ტარის სხვა პარტიაზე გამოცდის ოქმის წარდგენისაგან.

3. თუ სურსათის უვნებლობის კონკრეტული მაჩვენებლის გამოკვლევაზე საქართველოში არ არის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორია, ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა სურსათის უვნებლობის მაჩვენებლის გამოკვლევის საფუძველზე წარდგენილი ლაბორატორიული გამოცდის ოქმის შესაბამისად, იმ დრომდე, ვიდრე საქართველოში არსებული რომელიმე ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროთი არ იქნება განსაზღვრული  შესაბამისი გამოკვლევის მეთოდი.

4. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე.  თუ განმცხადებელი ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემას ითხოვს ინგლისურ ენაზე, განცხადებაში განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და სურსათის/ტარის დასახელება უნდა წარადგინოს ინგლისურ ენაზე.

5. ჰიგიენური  სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაცია, თარგმანის შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ჰიგიენური  სერტიფიკატის მისაღებად სურსათის ცალკეული კატეგორიის თითოეულ პარტიაზე აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ  ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ამ დადგენილების  დანართ №3-ის შესაბამისად.     

7. ჰიგიენური  სერტიფიკატის მისაღებად ტარაზე აკრედიტებული  ლაბორატორიის მიერ  ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებულ უნდა იქნეს „ტექნიკური რეგლამენტის – სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72 დადგენილების შესაბამისად.

8. ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

მუხლი 6. სურსათის/ტარის ჰიგიენური შეფასება და ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა

1. ჰიგიენური სერტიფიკატის გასაცემად წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის განხილვა ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან ხორციელდება განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

2. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენისას, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, სააგენტო ან სამსახური განსაზღვრავს გონივრულ ვადას და წერილობით აცნობებს განმცხადებელს. გონივრულ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხ­ვევაში, სააგენტო ან სამსახური წარდგენილ განცხადებას ტოვებს განუხილველად. დოკუმენტაციის ხელახალი გან­ხილ­ვა განხორციელდება ახალი განცხადებისა და დოკუ­მენ­ტაციის წარდგენის საფუძველზე.

3. სურსათის/ტარის ჰიგიენური შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. გადაწყვეტილებას ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი. სერტიფიკატი გაიცემა გადაწყვეტილების მიღების დღესვე. სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეცნობება განმცხადებელს წერილობითი ფორმით, უარის საფუძვლის მითითებით.

4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მხრიდან ჰიგიენური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში დაშვებულია უზუსტობა, რომელმაც გამოიწვია გაცემულ ჰიგიენურ სერტიფიკატში არასწორი ინფორმაციის შეტანა, ახალი სერტიფიკატის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ახალი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია. წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაცემული ჰიგიენური სერტიფიკატი ექვემდებარება გაუქმებას და გაიცემა ახალი სერტიფიკატი.

5. დაუშვებელია სააგენტოს ან სამსახურის მიერ ჰიგიე­ნური სერტიფიცირების განხორციელების შედეგად მოპოვე­ბუ­ლი კომერციული საიდუმლოს გაცემა.

6. ჰიგიენური სერტიფიკატი ივსება 2 ეგზემპლარად.

7. ჰიგიენური სერტიფიკატის რეგისტრაცია ხორციელდება  ელექტრონულ ჟურნალში.

8. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი სერტიფიკატის შეცვლა სხვა სერტიფიკატით (დუბლიკატით). ამ შემთხვევაში ახალ სერტიფიკატში მიეთითება იმ სერტიფიკატის გაცემის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის შემცვლელიცაა აღნიშნული სერტიფიკატი. დუბლიკატი გაიცემა შესაბამისი  განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი დღისა.

9. ჰიგიენური სერტიფიკატის დუბლიკატს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

10. იმპორტიორი ქვეყნის ან განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლებელია ჰიგიენური სერტიფიკატის ელექტრონული ფორ­მით გაცემა.

მუხლი 7. ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

ჰიგიენური სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ:

ა) სურსათი/ტარა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს;

ბ) განმცხადებელს, სურსათთან დაკავშირებულ საქმია­ნო­ბაში, კრიტიკული შეუსაბამობის გამო, შეჩერებული აქვს საწარმოო  პროცესი.

მუხლი 8. გადაწყვეტილების გასაჩივრება

სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

დანართი №3

სურსათის კატეგორიების ნუსხა

სურსათის კატეგორია

ნორმატიული აქტები

1

ხორცი (.., ფრინველი) და ხორცის პროდუქტები

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“; 

3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №639 დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი“; 

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

2

კონსერვები ხორცის (. ., ფრინველის) და ხორც-მცენარეული

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

3

კვერცხი და მისი გადამუშავების პროდუქტები

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №639 დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი“; 

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

4

რძე და რძის პროდუქტები

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00;

4. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №639 დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი“.

5

რძის კონსერვები

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

6

ნაყინი

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

7

თევზი და თევზის პროდუქტები

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

4. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №639 დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი“.

8

თევზის კონსერვები და პრესერვები

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

9

მარცვალი, ფქვილი, ბურღული, პარკოსნებიმაკარონის ნაწარმი

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

10

პური, ფუნთუშეული და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

11

შაქარი, შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმი

12

თაფლი

2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №639 დადგენილებით დამტკიცებული „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი“;

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

13

კაკაო, ჩაი, ყავა

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

14

ხილ-ბოსტნეულის (.., კენკრა, სოკო) პროდუქცია

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

 2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

15

კონსერვები ბოსტნეულის, ხილის, კენკრის, სოკოს (გარდა ხილის წვენებისა და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტებისა)

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

16

სუნელები და სანელებლები, მარილი, საფუარი და სხვა მშრალი სურსათი (.., კონცენტრატები, სახამებელი, ჟელატინი და სხვა)

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

17

ზეთოვანი კულტურების თესლები და კაკლოვანები (.., თხილი, ნუში)

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

18

ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ტკბილეული (ჩურჩხელა, გოზინაყი და სხვა)

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ (გამოყენებული ნედლეულის მიხედვით); 

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

19

ცხიმები, ზეთები და მათი გადამუშავების პროდუქტები (.., მაიონეზი, რძის ცხიმი)

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

20

წყლის სასაქონლო პროდუქცია (დაფასოებული წყალი)

1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №719 დადგენილებით დამტკიცებული „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტი“.

21

უალკოჰოლო სასმელები (.., ხილის წვენები და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტები)

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“; 

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“.

22

დაბალალკოჰოლიანი სასმელები (.., ლუდი, ბურახი)

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

23

ღვინო

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

24

სპირტიანი სასმელი (ყურძნისეული, არაყურძნისეული)

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00 (გარდა მეთანოლისა);

2. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №137 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ (მხოლოდ მეთანოლი);

3. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – სპირტიანი სასმელების შესახებ“ (მხოლოდ მეთანოლი).

25

მზა კერძები და კულინარული ნაწარმი (სწრაფად გაყინული,  ვაკუუმშეფუთვის და ..)

1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“;

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“ სანიტარიული წესები და ნორმები სანწდან 2.3.2.00-00.

26

საკვებდანამატები

წარმოდგენილი დეკლარირებული სტანდარტის შესაბამისად.

27

სასურსათო (სურსათის) დანამატი

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“. 

28

ჩვილ ბავშვთა და ბავშვთა კვების პროდუქტები

.“.