„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 129, 28/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 340.140.000.10.003.000.770
  • Word
129
27/06/2007
სსმ, 129, 28/06/2007
340.140.000.10.003.000.770
„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №129

2007 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

,,სურსათისა და სურსათთან  დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სურსათისა და სურსათთან დაკავში­რებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №78, მუხლი 838) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა ხორციელდება ჰიგიე­ნური სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციისა და აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის ან საწარმოს ლაბორატორიაში სამსახურის უფლებამოსილი მოხელის თან­დას­წრებით ჩატარებული გამოცდის შედეგების განხილვისა და შეფასების საფუძველზე.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის ან საწარ­მოს ლაბორატორიაში სამსახურის უფლებამოსილი მოხელის თანდასწრებით ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე გაცემული სურსათის/ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესა­ბამისობის ოქმი;“;

გ) მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. ჰიგიენური სერტიფიკატი გაუქმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის ან საწარმოს ლაბორატორიაში სამსახურის უფლებამოსილი მოხე­ლის თანდასწრებით ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძ­ველზე დადგინდება სურსათის/ტარის შეუსაბამობა უვნებ­ლობის მოთხოვნებთან.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი