„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 425
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110111, 11/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340140000.10.003.016166
  • Word
425
31/12/2010
ვებგვერდი, 110111, 11/01/2011
340140000.10.003.016166
„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 425

2010 წლის 31 დეკემბერი

. თბილისი

სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის111 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის 111 დადგენილებაში (სსმ III, 2007 ., №78, მუხ. 838) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფი­კა­ტის გაცემის წე­სის (დანართი 1):

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა

1. ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა განმცხადებლის მიერ წარდგენილი, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული დოკუ­მენ­­ტაციის განხილვის საფუძველზე საჯარო სამართლის იური­დიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შე­მო­სავლების სამსახურის (შემდგომში სამსახური) მიერ.

2. სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატი გაიცემა გან­მცხადებლის განცხადებაში მითითებულ სურსათზე/ტარაზე.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) განცხადება, რომელშიც მიეთითება სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი, პარტიის ნომე­რი, შეფუთვის სახეობა; სურსათის ჰიგიენური მოთხოვნების დაც­ვასთან დაკავშირებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვე­ვაში, შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი);

) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატა­რებული გამოცდის შედეგების საფუძველზე გაცემული სურსა­თის/ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოც­დის ოქმი.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ამო­ღე­ბულ იქნეს.

4. მე-6 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენისას, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით, სააგენტო ან სამსახური განსაზღვრავს გონივრულ ვადას და წერილობით აცნობებს განმცხადებელს. გონივრულ ვადაში შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხ­ვევაში, სააგენტო ან სამსახური წარმოდგენილ განცხადებას ტოვებს განუხილველად. დოკუმენტაციის განმეორებითი გან­ხილ­ვა განხორციელდება ახალი განცხადებისა და დოკუ­მენ­ტაციის წარდგენის საფუძველზე.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სურსათის/ტარის ჰიგიენური შეფასება და გადაწყვე­ტილების მიღება ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს განცხა­დების შეტანიდან ან შეუსაბამობის აღმოფხვრიდან არა უგვი­ანეს 5 კალენდარული დღისა. გადაწყვეტილებას ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი. სერტიფიკატი გაიცემა გადაწყვეტილების მიღების დღესვე. სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეცნობება განმცხადებელს წერილობითი ფორმით, უარის საფუძვლის მითითებით.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ერთგვაროვან სურსათზე/ტარაზე გაიცემა ერთი ჰიგიე­ნური სერტიფიკატი.;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ჰიგიენურ სერტიფიკატთან სურსათის/ტარის შესაბამი­სობისათვის პასუხისმგებელია განმცხადებელი.“;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. დაუშვებელია სააგენტოს ან სამსახურის მიერ ჰიგიე­ნური სერტიფიცირების განხორციელების შედეგად მოპოვე­ბუ­ლი კომერციული საიდუმლოს გაცემა.“;

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ჰიგიენური სერტიფიკატი ივსება 2 ეგზემპლარად.“;

) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

9. ჰიგიენური სერტიფიკატის რეგისტრაცია ხორციელდება ჟურნალში ან ელექტრონულ ჟურნალში.

10. ჰიგიენური სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში, სურსათის ექსპორტირებამდე სააგენტო ან სამსახური გასცემს ჰიგიენური სერტიფიკატის დუბლიკატს შესაბამისი განცხა­დების საფუძველზე 2 დღის ვადაში.“;

) მე-12 მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

12. იმპორტიორი ქვეყნის ან განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლებელია ჰიგიენური სერტიფიკატის ელექტრონული ფორ­მით გაცემა.

13. ჰიგიენური სერტიფიკატი გაუქმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე დად­გინდება სურსათის/ტარის შეუსაბამობა უვნებლობის მოთხოვ­ნებთან.

14. ჰიგიენური სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადა­წყვე­ტილებას იღებს სააგენტოს ან სამსახურის უფროსი და ეცნობება ჰიგიენური სერტიფიკატის მფლობელს.

15. გადაწყვეტილების მიღებიდან ჰიგიენური სერტიფიკატი დაუყოვნებლივ უბრუნდება სააგენტოს ან სამსახურს.“.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნ­ქტი:

 ) განმცხადებლის სურსათთან დაკავშირებულ საქმია­ნო­ბაში კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესის შეჩერება.“.

    მუხლი 2

 სურსათის/ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის ფორ­­მა (დანართი 2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქ­ცი­ით.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბის­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი  . გილაური

 

 

 

 

 

 

 

დანართი N2

 

საქართველო

GEORGIA

 

ჰიგიენური სერტიფიკატი #_______________

               HYGIENIC CERTIFICATE

                                `    ~    20    წელი/Year

 

სერტიფიკატის გამცემი ორგანო:  Certifying Authority:

 

 

დანიშნულების ქვეყანა: Country of Destination

 

 

განმცხადებელი , რეკვიზიტები: Applicant: properties

 

სურსათის/ტარის დასახელება, რაოდენობა, დამზადების თარიღი/პარტიის ნომერი, შეფუთვის სახეობა:

Name of product, Number/weight, data, Lot/batch identification number, type of packaging

 

სერტიფიკატის გაცემის საფუძველი (დოკუმენტების ჩამონათვალი) Basis for issuance of Hygienic Certificate (list of documents)

 

 

დამატებითი ინფორმაცია:  Additional information:

 

 

 

ჰიგიენური დახასიათება:   The higienic description

 

უფლებამოსილი პირი

authorized person                                 -----------------------------                            ხელმოწერა

                                                                                                                          Signature               

                                                                                                

        ..  Stamp