დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/01/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 310111, 31/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340140000.10.003.016208 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №48
2011 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
„სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის №111 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №78, მუხლი 838) შეტანილ იქნეს დამატება და დადგენილებით დამტკიცებული სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესის (№1 დანართი) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. თუ საქართველოში არ არის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორია და განმცხადებლის მიერ ერთხელ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სხვა ქვეყნის საგამოცდო ლაბორატორიის მიერ გაცემული სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გამოცდის ოქმი და უცვლელია ტარის საწარმოებლად გამოყენებული ნედლეული და საწარმო პროცესი, განმცხადებელი ოქმის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში თავისუფლდება სურსათთან დაკავშირებული ტარის სხვა პარტიაზე გამოცდის ოქმის წარმოდგენისაგან.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები