დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1000 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 20/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.010.754 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/08/2007 - 31/10/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.754
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №1000
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის და 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. მიეცეთ შესაძლებლობა გადამხდელებს საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენა განახორციელონ ელექტრონული ფორმით – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პაკეტის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში.
2. ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლა განხორციელდეს გადამხდელის წერილობითი მიმართვის და, მის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ელექტრონული ფორმით დეკლარაციების წარდგენის პროცესის დანერგვა განხორციელდეს ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე – დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ მსხვილ გადამხდელებთან მიმართებით.
4. ელექტრონული დეკლარირებისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დეკლარაციისათვის დადეგნილი ფორმა, მისი შევსების წესის, წარმოდგენის ვადების და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები.
5. გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ, პირადი ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებულ დეკლარაციას.
6. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განახორციელოს ელექტრონული ფორმით დეკლარირების დანერგვის პროცესების პროგრამული უზრუნველყოფა.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (მ. გადაევი).
8. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები