„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 609
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 91, 27/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.014902
  • Word
609
26/07/2010
სსმ, 91, 27/07/2010
200250000.22.033.014902
„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.902

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №609

2010 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში (სსმ III, 20.08.2007, №117, მუხ. 1279) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოებთან მიმოწერა/დეკლარირება განახორციელონ ელექტრონული ფორმით – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ინტერნეტ-მომსახურების პორტალის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში.“.

2. ბრძანების 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერა/დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) საგადასახადო დეკლარაციის წარდგენისას;

ბ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გაცემის შესახებ განცხადების წარდგენისას;

გ) აქციზური მარკების გაცემის შესახებ განაცხადების წარდგენისას;

დ) საჩივრის წარდგენისას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

3. ბრძანების 61 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

დ) საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი” (დანართი №4);“.

ე) საჩივართან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ“ განცხადების ფორმა (დანართი №5).“.

4. ბრძანებას დაემატოს დანართი №4 და დანართი №5 თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი

 

 

 

დანართი №4

საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი არეგულირებს მომჩივნის მიერ ონლაინ რეჟიმში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ინტერნეტ-მომსახურების პორტალის საშუალებით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის პროცესს.

    მუხლი 2. ელექტრონული ფორმით წარდგენილი საჩივრის დანერგვის მიზანი

ელექტრონული ფორმით წარდგენილი საჩივრის (შემდგომში – ელექტრონული საჩივარი) დანერგვის მიზანია:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო დავის განხილვის ხანგრძლივობის შემცირება;

ბ) მომჩივანისათვის საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციის მეტი ხელმისაწვდომობისა და სამართალწარმოების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივართან დაკავშირებულ საქმისწარმოებაზე მეთვალყურეობა და მისი ეტაპობრივი დახვეწა;

დ) საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადება და შესაბამისი წინადადებების მომზადება საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

    მუხლი 3. ელექტრონული საჩივარი

1. პირის მიერ ელექტრონული საჩივრის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ინტერნეტ-მომსახურების პორტალის საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართვა არ ჩაითვლება საჩივრად და მასზე არ დაიწყება წარმოება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ ელექტრონულ საჩივარსა და თანდართულ დოკუმენტებს გააჩნიათ ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობითი ფორმით წარდგენილ საჩივარსა და დოკუმენტებს. საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია ელექტრონული საჩივარი განიხილოს იგივე წესით, როგორც მატერიალური ფორმით წარდგენილი საჩივარი.

3.  საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს ელექტრონული ფორმით წარდგენილ საჩივარში ხარვეზის არსებობა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საფუძვლებით.

4.  ელექტრონული საჩივარი და თანდართული დოკუმენტები ითვლება მომჩივნის მიერ ხელმოწერილად და დანომრილად.

5.  მომჩივანი პასუხისმგებელია ელექტრონული საჩივრით სარგებლობის მიზნით მისთვის გადაცემულ ავტორიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცულობაზე.

6. ელექტრონული საჩივარი ინახება საჩივრების აღრიცხვისა და მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა). საინფორმაციო სისტემა არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით მიღებულ საჩივრებთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების ამსახველი მონაცემების ერთობლიობა.

7.  საინფორმაციო სისტემაში დაცული ინფორმაცია/დოკუმენტაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების მასალების სახით.

8.  ელექტრონული საჩივრით სარგებლობა არ ართმევს მომჩივანს უფლებას საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოსთან მიმოწერა აწარმოოს წერილობითი ფორმით.

    მუხლი 4. საინფორმაციო სისტემაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1.  მომჩივანს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს საინფორმაციო სისტემაში დაცული, მის მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საგადასახადო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის/დოკუმენტაციის გარდა.

2.  შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მისაღებად მომჩივანმა წერილობითი განცხადებით, ამ ბრძანების დანართი №5-ით გათვალისწინებული ფორმით, უნდა მიმართოს საგადასახადო დავის განმხილველ შესაბამის ორგანოს. წერილობითი განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღეში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მომჩივნის სურვილისამებრ, მისთვის პირადად გადაცემა, ელექტრონულად ან ფოსტით გაგზავნა.

    მუხლი 5. უკუკავშირი მომჩივანთან

1. მომჩივანს ინფორმაცია მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპებისა და განხილვის შედეგების შესახებ მიეწოდება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით. ინფორმაციის მიწოდება დასაშვებია განხორციელდეს მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით საინფორმაციო სისტემის მიერ ავტომატურ ან/და ნახევრადავტომატურ რეჟიმში მომჩივნის მიერ მითითებული ტელეფონის ნომერზე.

2. ამ მუხლის დებულებები არ ათავისუფლებს დავის განმხილველ ორგანოს ვალდებულებისგან, მომჩივანს წერილობით შეატყობინოს საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

 

დანართი №5

მომჩივანი –––––––––––––––––––––––

/ –––––––––––––––––––––––

საჩივართან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის

გამოთხოვის შესახებ

გთხოვთ, გადმომცეთ №– – – / – / – – საჩივრის შესახებ შემდეგი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადმოცემის ფორმა (მონიშნეთ სასურველი ფორმა):

□ პირადად

□ ფოსტით შემდეგ მისამართზე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

□ ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თარიღი: ––/––/––– (დღე, თვე, წელი)   ხელმოწერა: –––––––––––––––

                                                                                                                                     “.