დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 144 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 12/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.012.879 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.879
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №144
2009 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
�ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში (სსმ III, 20.08.07წ., №117, მუხ. 1279) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენა განახორციელონ ელექტრონული ფორმით � საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პორტალის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში.�;
ბ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
�11. წარმომადგენლის მეშვეობით ელექტრონული ფორმით დეკლარირების წარმოების შემთხვევაში, წარმომადგენელზე ვრცელდება ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლებიც ამ ბრძანებით გააჩნია გადასახადის გადამხდელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ბრძანებით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ვებპორტალზე.�;
გ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე გადასვლა განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) წერილობითი მიმართვის (განაცხადის) საფუძველზე, ხოლო ის გადასახადის გადამხდელები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ვებპორტალზე, მიმართვას (განაცხადს) ავსებენ ელექტრონულ ფორმატში. ამასთან, ის გადასახადის გადამხდელები, რომლებთანაც გაფორმებულია ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ ხელშეკრულებები, ავტომატურად ჩაითვლებიან ელექტრონული ფორმით დეკლარირების უფლებამოსილ გადასახადის გადამხდელებად.�;
დ) ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესის� (დანართი №1) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის �გ� ქვეპუნქტი:
�გ) საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენა ელექტრონული ფორმით განახორციელოს უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით.�;
� ე) ბრძანების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�,,დანართი №2
�������������������������������������������������������������
საგადასახადო ორგანოს დასახელება
�������������������������������������������������������������
გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) დასახელება და ს/ნ
�������������������������������������������������������������
გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) მისამართი
განაცხადი
ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ
გთხოვთ გადამიყვანოთ ელექტრონული ფორმით დეკლარირებაზე
20�� წლის ���� ����������� -დან.
ელექტრონული დეკლარაციის მიღება დამიდასტუროთ ��������� მობილური ტელეფონის ნომერზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესის� პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,��� ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმის მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნით.
�������������������������������
გადასახადის გადამხდელის
(მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა�
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პ. პეტრიაშვილი�
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები