დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1192 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 154, 01/11/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.011.053 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.011.053
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №1192
2007 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში (სსმ III, 20.08.07წ., №117, მუხ. 1279) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ელექტრონული ფორმით დეკლარაციების წარდგენის პროცესის დანერგვა განხორციელდეს ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე – დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ მსხვილ გადამხდელებთან მიმართებაში. ამასთან, დეკლარირების ელექტრონულ ფორმაზე გადასული გადამხდელების მიერ საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) მე-3 და მე-4 ეგზემპლარების წარდგენა განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
მინისტრის პირველი მოადგილე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები