„ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 04/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.014693
  • Word
439
01/06/2010
სსმ, 63, 04/06/2010
200250000.22.033.014693
„ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.693

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №439

2010 წლის 1 ივნისი

 ქ. თბილისი

„ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1.

„ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებაში (სსმ III, 20.08.07, №117, მუხ. 1279) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ელექტრონული ფორმით მიმოწერის/საგადასახადო დეკლარირების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით საგადასახადო ორგანოებთან მიმოწერა/დეკლარირება განახორციელონ ელექტრონული ფორმით – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ინტერნეტმომსახურების პორტალის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში.“;

გ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. წარმომადგენლის მეშვეობით ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შემთხვევაში, წარმომადგენელზე ვრცელდება ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლებიც ამ ბრძანებით გააჩნია გადასახადის გადამხდელს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი ვალდებულია ამ ბრძანებით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ინტერნეტ-მომსახურების პორტალზე.“;

დ) 11  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერა/დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) საგადასახადო დეკლარაციის წარდგენისას;

ბ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გაცემის შესახებ განცხადების წარდგენისას;

გ) აქციზური მარკების გაცემის შესახებ განაცხადების წარდგენისას;

დ) საჩივრის წარდგენისას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“;

ე) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე/დეკლარირებაზე გადასვლა შესაძლებელია განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის (განაცხადის) საფუძველზე, ხოლო ის გადასახადის გადამხდელები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელების ინტერნეტ-მომსახურების პორტალზე, მიმართვას (განაცხადს) ავსებენ ელექტრო-ნულ ფორმატში. ამასთან, ის გადასახადის გადამხდელები, რომლებთანაც გაფორმებულია ელექტრონული ფორმით დეკლარირების შესახებ ხელშეკრულებები, ავტომატურად ჩაითვლებიან ელექტრონული ფორმით დეკლარირების უფლებამოსილ გადასახადის გადამხდელებად.“;

ვ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ვიდეოზარით მიმართვა უთანაბრდება ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მიმართვას (განაცხადს) ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე/დეკლარირებაზე გადასვლის თაობაზე და წერილობით განაცხადს ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შეწყვეტის თაობაზე.“;

ზ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ, პირადი ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებულ დოკუმენტს.“;

ი) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა განახორციელოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების დანერგვის პროგრამული უზრუნველყოფა.“;

კ) 61  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. დამტკიცდეს:

ა) „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესი“ (დანართი №1);

ბ) „საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის წესი“ (დანართი №2);

გ) „ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შესახებ განაცხადის ფორმა“ (დანართი №3).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ფორმით საგადასახადო დეკლარირების განხორციელების წესის“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოსავლების სამსახურის ინტერნეტმომსახურების პორტალის მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარდგენილ დეკლარაციას გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დეკლარაციას.“;

ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით დეკლარირებისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დეკლარაციისათვის დადგენილი ფორმა, მისი შევსების წესის, წარმოდგენის ვადების და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. ბრძანებას დაემატოს დანართი №3 თანდართული რედაქციით.

 მუხლი 2.

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  კ. ბაინდურაშვილი

დანართი №2

საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი არეგულირებს გადამხდელის მიერ ონლაინ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოში ელექტრონულად წარდგენის პროცესს.

2. შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პორტალის (შემდგომში – პორტალი) მეშვეობით ელექტრონული ფორმით წარდგენილ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დოკუმენტს.

3. ელექტრონული ფორმით დოკუმენტების წარდგენისა და განხილვისას გამოიყენება საგადასახადო კანონმდებლობით წერილობითი დოკუმენტების წარდგენისა და განხილვისათვის დადგენილი წესები, ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისების გათვალისწინებით.

4. ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების დადასტურების მიზნით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პორტალზე უგზავნის დოკუმენტის სარეგისტრაციო ნომერს, ასევე უგზავნის შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას:

 „__________________ მიღებულია,  №_____________________, __________.“

  (დოკუმენტის სახელი)            (რეგისტრაციის ნომერი)    (თარიღი)    

5. მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება მობილური კავშირის განმახორციელებელი ოპერატორის მეშვეობით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით ელექტრონული ფორმით დოკუმენტის წარდგენის დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში (მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა) დოკუმენტი არ ითვლება საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულად.

7. ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე გადასვლა შესაძლებელია გადამხდელის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) გადასახადის გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოხდება ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების დადასტურების (მოკლე ტექსტური შეტყობინების) გაგზავნა;

გ) ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე გადასვლის თარიღი, მაგრამ არა უადრეს განაცხადის წარდგენის თარიღისა;

დ) გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა.

8. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა გადამხდელის ვებბრაუზერი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: IE ვერსია 4.0 ან ზევით, Opera ვერსია 7.11 ან ზევით, Firefox ვერსია 1.5.0.6 ან ზევით.

    მუხლი 2. გადამხდელის უფლებები და ვალდებულებები

1. გადამხდელს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს საგადასახადო ორგანოსგან ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღების ფაქტის წერილობით დადასტურება;

ბ) ელექტრონული ფორმით მიმოწერისათვის გამოსაყენებელი მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს საგადასახადო ორგანოს და მოითხოვოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმის შეჩერება;

გ) დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარმოდგენა განახორციელოს უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;

დ) განახორციელოს დოკუმენტების წერილობითი ფორმით (საერთო წესების დაცვით) წარდგენა, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს მისი ელექტრონული ფორმით წარდგენას.

2. გადამხდელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს დოკუმენტი წარუდგინოს წერილობითი ფორმით.

    მუხლი 3. საგადასახადო ორგანოს უფლებები და ვალდებულებები

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში გადამხდელს მოსთხოვოს დოკუმენტის წერილობითი ფორმით წარდგენა.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია:

ა) ელექტრონული ფორმით მიმოწერაზე გადასვლის შესახებ გადამხდელის წერილობითი განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადამხდელი გადაიყვანოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი არ შეესაბამება ამ წესს ან მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს, გადასახადის გადამხდელს გაუგზავნოს დასაბუთებული წერილობითი უარი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის მიუღებლობის შემთხვევაში გადამხდელის განაცხადი ითვლება დაკმაყოფილებულად და მას შეუძლია გადავიდეს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმზე;

ბ) განსაზღვროს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამხდელის განაცხადის და ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებასა და შესაბამის რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირები;

გ) დაუყოვნებლივ დაადასტუროს ელექტრონული დოკუმენტის მიღება ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით;

დ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გადამხდელს წერილობით დაუდასტუროს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტის მიღების ფაქტი;

ე) ელექტრონული ფორმით მიმოწერის სარგებლობისათვის მომხმარებლის სახელწოდებისა და კოდის დაკარგვის ან მათი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეაჩეროს გადამხდელთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმი ვითარების გამოსწორებამდე;

ვ) უზრუნველყოს ელექტრონული დოკუმენტების უსაფრთხოება და საგადასახადო საიდუმლოების დაცვა, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შენახვა, წერილობითი დოკუმენტის შენახვისათვის დადგენილი ვადით.

    მუხლი 4. ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმის შეწყვეტა

გადამხდელს უფლება აქვს წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეწყვიტოს ელექტრონული ფორმით მიმოწერის რეჟიმი და გადავიდეს მიმოწერის წერილობით ფორმაზე.

დანართი №3

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

     საგადასახადო ორგანოს დასახელება  

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

     გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) დასახელება და ს/ნ

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

     გადასახადის გადამხდელის (მისი წარმომადგენლის) მისამართი

განაცხადი

ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების შესახებ

გთხოვთ გადამიყვანოთ საგადასახადო ორგანოებთან ელექტრონული ფორმით მიმოწერის/დეკლარირების რეჟიმზე 20–– წლის ––––  ––––––––––––დან.

ელექტრონული ფორმით წარდგენილი დოკუმენტის მიღება დამიდასტუროთ ––––––––– მობილური ტელეფონის ნომერზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს №1000 ბრძანებით გათვალისწინებული ფორმის მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნით.

 

                         –––––––––––––––––––––––––––––––

                             გადასახადის გადამხდელის

                                          (მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა