დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/04/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.154.016492 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/05/2023 - 27/06/2023)
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2.
|
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 აპრილის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge. გამოქვეყნების თარიღი: 14.04.2022წ., სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016469). |
მუხლი 3.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესსა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენ დოკუმენტაციას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. 2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება 1. მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურება. 2. მედიკამენტების დაფინანსება. 3.აუტისტური სპექტრისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დახმარება. 4. ჰემო-დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები. 5. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვების ოჯახები. 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 7. ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება. 8. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირები. 9. ობოლი ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება. 10. 100 და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება. 11. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება. 12. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროსა და ვერცხლის მედალზე. 13. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება. 14. ახალშობილთა ოჯახების დახმარება. 15. ბიოლოგიური ოჯახებში რეინტიგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება. 16. უპატრონო მიცვალებულის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი. 17. ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტთა ფინანსური დახმარება. 18. ახალდაქორწინებული ოჯახების ფინანსური დახმარება. 19. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (გარდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისა). 20. საცხოვრებლად უვარგის პირობებში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარება. 21. წარჩინებულ სტუდენტთა ფინანსური დახმარება. მუხლი 3. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) 1. სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება. (გარდა ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა; ქვეყნის გარეთ მკურნალობა, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა). 2. სამედიცინო მომსახურება თიანეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება: ა) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 500 ლარის ჩათვლით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდეს 100 %-ის ჩათვლით; ბ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 501-1000 ლარის ჩათვლით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება – არანაკლებ 500 ლარისა; გ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 1001-3000 ლარის ჩათვლით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 50 %-მდე; დ) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 3001-5000 ლარის ჩათვლით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 40 %-მდე; ე) სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 5001 ლარის ზევით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება –არაუმეტეს 2000 ლარისა; 3. მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების განმეორებით დაფინანსება შესაძლებელია არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება შესაძლებელია წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. 5. თიანეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობიდან (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, კერძო დაზღვევით დაფინანსების გათვალისწინებით). 6. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100); დ) ანგარიშ-ფაქტურა (ან ინვოისი); ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის (ან კერძო დაზღვევის) მიერ გაცემული მიმართვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე (დაფინანსების შემთხვევაში); ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა-დახასიათება სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ. 7. ანგარიშსწორება მოხდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 4. მედიკამენტების დაფინანსება 1. განმცხადებელი, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლითაა, მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა წელიწადში ერთხელ. 2. განმცხადებელი, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 65 001-დან 150 000-ის ჩათვლითაა, მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა წელიწადში ერთხელ. 3. ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეები მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა წელიწადში ერთხელ. 4. მედიკამენტების დაფინანსება განმეორებით შესაძლებელია არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. 5. მედიკამენტების დაფინანსება შესაძლებელია წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. 6. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია. ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა); დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი); ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა-დახასიათება სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ. 7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლის 5. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დახმარება 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 18 წლამდე ასაკის პირები საჭირო თერაპიისათვის მიიღებენ დაფინანსებას არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა ჯამურად წლის განმავლობაში. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100); ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი). 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 6. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჰემო-დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების დახმარება 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჰემო-დიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას წელიწადში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ჯანმრთელობის ცნობა; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 7. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვთა დახმარება 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ბავშვები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) მშობლის ან მეურვის/მზრუნველის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) საბანკო ანგარიში; 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 8. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შშმ პირთა ფინანსური დახმარება 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას წელიწადში ერთხელ: ა) მკვეთრად გამოხატული შშმ პირი – 200 (ორასი) ლარი; ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი –150 (ას ორმოცდაათი) ლარი; გ) ზომიერად გამოხატული შშმ პირი – 100 (ასი) ლარი. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 9. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით მიიღებენ თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა შეფასების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 65 001 -დან 150 000-ის ჩათვლითაა. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიში. 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 10. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირთა ფინანსური დახმარება 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 11. ობოლი ბავშვების დახმარება 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი ბავშვები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) მეურვის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის შესახებ; დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიში. 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 12. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეების დახმარება 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეები მიიღებენ წელიწადში ერთხელ ერთჯერად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიში. 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 13. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება 1.თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილის ოჯახის წევრი მიიღებს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღების განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) საბანკო ანგარიში. 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 14. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილების ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროს ან ვერცხლის მედალზე 1. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებზე, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროს მედალზე და ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლითაა, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებზე, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ვერცხლის მედალზე და ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლითაა, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სკოლის წარჩინებით დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიში. 4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 15. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ფულადი დახმარება 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი წელიწადში ერთხელ მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, თუ მშობლებიდან ერთ-ერთს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) მშობლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 16. ახალშობილთა ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ახალშობილის შეძენის შემთხვევაში (ბავშვის შეძენიდან 3 თვის განმავლობაში) მიიღებენ ოჯახები, თუ ბავშვის მშობლებიდან ერთ-ერთს აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი. 2. პირველი შვილის შეძენისას ოჯახი მიიღებს ერთჯერად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 3. მეორე შვილის შეძენისას ოჯახი მიიღებს ერთჯერად დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 4. მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას ოჯახი მიიღებს ერთჯერად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 5. ტყუპების შეძენის შემთხვევაში ოჯახი მიიღებს ერთჯერად დახმარებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 6. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე: ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილი(შვილების) დაბადების მოწმობის ასლები; დ) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; 7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 17. ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტიგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტიგრირებულ ბავშვთა ოჯახები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ხელშეკრულების ვადის მოქმედების პერიოდში, წელიწადში ერთხელ (მშობლებიდან ერთ-ერთი რეგისტრირებული უნდა იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში). 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) რეინტეგრაციაზე საოქმო გადაწყვეტილება; დ) რეინტეგრაციის ხელშეკრულება; ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ვ) საბანკო ანგარიში. 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 18. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის ან დაკრძალვის ხარჯის გამღების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლითაა, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდაცვალებიდან ორი კვირის განმავლობაში). 2. თუ გარდაცვლილის იდენტიფიცირებისათვის საჭიროა გარკვეული სამუშაოების ჩატარება, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა გარდაცვლილის იდენტიფიცირებიდან ორი კვირის განმავლობაში. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) დაკრძალვის ხარჯის გამღების განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; 4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 19. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტთა ფინანსური დახმარება 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ობოლი (დედ-მამით ობოლი) სტუდენტი (რომელიც ბოლო ორი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარისა სასწავლო წლის განმავლობაში საბაკალავრო პროგრამის დამთავრებამდე. 2.თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტი (ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლით და რომელიც ბოლო ორი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებით ისარგებლებს არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა სასწავლო წლის განმავლობაში საბაკალავრო პროგრამის დამთავრებამდე. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა (ანგარიშფაქტურა) აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან გადასახდელი თანხისა და შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ; ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობა; ვ) ცნობა სკოლიდან, რომ ბოლო ორი წელი სწავლობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა-დახასიათება სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით შესაბამის უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 20. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალდაქორწინებული ოჯახების დახმარება. 1. ახალდაქორწინებული ოჯახები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თუ ახალდაქორწინებულები (ორივე) ქორწინებამდე რეგისტრირებულნი არიან თიანეთის მუნიციპალიტეტში. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ქორწინების მოწმობა; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 21. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (გარდა სტიქიით დაზარალებული ოჯახისა). 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაზიანების შემთხვევაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა. 2. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარისა ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე. 3.განსაკუთრებულ შემთხვევაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი (სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახი და სხვა), ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე და საკრებულოს თანხმობით, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა. 4. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ხანძრის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული შესაბამისი უწყების მიერ; დ) ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ფოტოსურათები; ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა; ვ) საბანკო ანგარიში. 5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 22. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ საცხოვრებლად უვარგის პირობებში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარება. 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები საცხოვრებლად უვარგის პირობებში ცხოვრების შემთხვევაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 1500 ლარისა, თუ ოჯახის შეფასების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000-ის ჩათვლითაა. 2. ფინანსური დახმარება გაიცემა საცხოვრებლად უვარგისი პირობების მქონე სახლების შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საკუთრების მოწმობა. დ) ფოტოსურათები; ე) საბანკო ანგარიში. 4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 23. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებულ სტუდენტთა ფინანსური დახმარება. 1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამების წარჩინებული სტუდენტები, რომელთაც მიღებული აქვთ უმაღლესი შეფასება (91-100 ქულა), მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 800 ლარის ოდენობით (შეფასებიდან არაუგვიანეს 3 თვისა). 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 24. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება. 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება. განყოფილება ამოწმებს შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სრულყოფილ დოკუმენტაციას ამზადებს მერიაში შემოსული განცხადებების განმხილველ კომისიაზე განსახილველად. კომისიას არ ეგზავნება მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 21-ე პუნქტებში მითითებული კატეგორიის განცხადებები. 2. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარებების მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით, იქმნება მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის შესახებ, გარდა მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 21-ე პუნქტების შესაბამისი განცხადებებისა. 3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებლის (მაძიებლის) გარდაცვალების შემთხვევაში, განცხადებაზე გადაწყვეტილება აღარ მიიღება. 4. კომისიის სხდომა ტარდება სულ მცირე თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომის ჩატარება შეიძლება ნებისმიერ დროს. 5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას მოქალაქისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. 6. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 7. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს. 8. კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისგან, სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. ხანძრისა და საცხოვრებლად უვარგის პირობებში მყოფი ოჯახის განცხადების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დასკვნის მისაღებად მიმართოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საცხოვრებლა უვარგისი პირობების მქონე სახლების შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად შექმნილ კომისიას. 9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. კომისიის წევრი უფლებამოსილია მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, ოქმს თან დაურთოს წერილობითი მოსაზრება. 10. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა. 11. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სოციალური დახმარების გაწევის თაობაზე. 12. დახმარების გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 21-ე პუნქტების შესაბამისი კატეგორიის განცხადებებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება განცხადებების შესწავლის შემდეგ ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად. მერი გამოსცემს ბრძანებას მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. 13. მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ანგარიშსწორებას ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. 14. საჭიროების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი შესაბამის სამედიცინო დაწესებულების მიმართ გასცემს საგარანტიო წერილს, საჭირო სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ. საგარანტიო წერილი გაიცემა იმ მოქალაქეზეც, რომელიც განცხადების დაწერის დროისთვის იმყოფება სტაციონარში. 15. შესრულებული სამუშოს შესახებ სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე გამოიცემა ბრძანება. 16. მოქალაქეს, რომელსაც ჩაუტარდა სამედიცინო მომსახურება საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია მომსახურების ღირებულების გადახდა, ჩატარებული სამედიცინო მომსახურებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაირიცხოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. დახმარების თანხა განისაზღვრება მე-3 მუხლის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები