„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/09/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016503
22
14/09/2023
ვებგვერდი, 18/09/2023
280010000.35.154.016503
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2023 წლის 14 სექტემბერი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.    
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში  (www.matsne.gov.ge გამოქვეყნების თარიღი 28/04/2023 სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016492 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დანართის მე-2 მუხლიდან  ამოღებულ იქნეს მე-12 პუნქტი.
2. დანართის  მე-14 მუხლი ამოღებული იქნეს.
3. დანართის 24-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. განყოფილება ამოწმებს შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სრულყოფილ დოკუმენტაციას ამზადებს მერიაში შემოსული განცხადებების განმხილველ კომისიაზე განსახილველად. კომისიას არ ეგზავნება მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 21-ე, 22-ე პუნქტებში მითითებული კატეგორიის განცხადებები.“;

ბ)  „2. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარებების მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით, იქმნება მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის შესახებ, გარდა მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 21-ე, 22-ე პუნქტების შესაბამისი განცხადებებისა.“;

გ)  „12. დახმარების გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 21-ე, 22-ე პუნქტების შესაბამისი კატეგორიის განცხადებებზე, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, განცხადებების შესწავლის შემდეგ ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად. მერი გამოსცემს ბრძანებას მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.“.

მუხლი 2.   
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი