„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 24/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016526
6
29/02/2024
ვებგვერდი, 04/03/2024
280010000.35.154.016526
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 29 თებერვალი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge გამოქვეყნების თარიღი: 28/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფინანსური დახმარება გაიცემა საცხოვრებლად უვარგისი პირობების მქონე სახლების/საცხოვრებლად გამოყენებული ადგილის შეფასებისა და ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე. ერთ საცხოვრებელ სახლზე ფინანსური დახმარება გაიცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი