დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.154.016512 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 28/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 21-ე პუნქტი. |
2.
23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. |
3.
231 -ე მუხლიდან: |
ა)
ამოღებული იქნეს მე-2 პუნქტი; |
ბ)
შევიდეს ცვლილება მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე. „ცნობა სასწავლებლიდან, რომ სწავლობს უფასო სახელმწიფო პროგრამაზე და აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი“. |
4.
შევიდეს ცვლილება 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-12 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. განყოფილება ამოწმებს შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სრულყოფილ დოკუმენტაციას ამზადებს მერიაში შემოსული განცხადებების განმხილველ კომისიაზე განსახილველად. კომისიას არ ეგზავნება მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 22-ე პუნქტებში მითითებული კატეგორიის განცხადებები.“ „2. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარებების მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით, იქმნება მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის შესახებ, გარდა მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 22-ე პუნქტების შესაბამისი განცხადებებისა.“ „12. დახმარების გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-18, 22-ე პუნქტების შესაბამისი კატეგორიის განცხადებებზე, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, განცხადებების შესწავლის შემდეგ ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად. მერი გამოსცემს ბრძანებას მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.“ |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები