დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 31/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.154.016532 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
მე-2 მუხლს დაემატოს 23-ე პუნქტი: „ 23. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება.“. |
2.
მე-4 მუხლს
ა) დაემატოს 31 პუნქტი: „31. დანარჩენ სხვა შემთხვევაში მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ; ბ) შევიდეს ცვლილება მე-4 პუნქტში: „4. მედიკამენტების დაფინანსება განმეორებით შესაძლებელია არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.“. |
3.
შევიდეს ცვლილება მე-18 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უპატრონო მიცვალებულის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-65 000-ის ჩათვლითაა, გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდაცვალებიდან ორი კვირის განმავლობაში).“; ბ) დაემატოს 21 პუნქტი: „ 21. დაკრძალვის ხარჯის გამღები (ოჯახის წევრი, მშობელი, შვილი, შვილიშვილი, ნათესავი) შესაძლებელია არ იყოს რეგისტრირებული თიანეთის მუნიციპალიტეტში.“. |
4.
მე-20 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ახალდაქორწინებული ოჯახები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თუ ახალდაქორწინებულები (ორივე) ქორწინებამდე რეგისტრირებულნი არიან თიანეთის მუნიციპალიტეტში (ქორწინების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 6 თვისა).“. |
5.
დაემატოს მუხლი 232. „ მუხლი 232. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე, რომლისთვისაც შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს მიერ გაცემული ცნობა-რეკომენდაციის საფუძველზე რეკომენდებულია საზღვარგარეთ მომსახურება, მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ. 2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. ბ) განმცხადებლისა ან/და ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს მიერ გაცემული ცნობა-რეკომენდაცია საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა IV-100/ა; ე) შესაბამისი საბანკო ანგარიში, რომელზეც მოხდება თანხის ჩარიცხვა; ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები