დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 16/10/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.11.103.005.525 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/10/2002 - 21/02/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.11.103.005.525
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №97
2002 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები.
1.1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ცხოველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, მტრედზე, ქედანზე, გვრიტზე, ჩიბუხაზე (ბეკასი), ღალღაზე, ჭაობის ქათამზე, ჭყიმპოზე (გარშნეპი) – აგვისტოს მესამე შაბათს – 15 თებერვლამდე, ხოლო გოჭაზე (დუპელი) _ პირველ მარტამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (ბატი, იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
დ) ხოხობზე და კაკაბზე – 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე (მხოლოდ სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიაზე);
ე) დმანისში, წალკაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ამ ბრძანების 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნტში მოყვანილ სახეობებზე ნადირობა დაიშვება დადგენილი ვადიდან ორი კვირით გვიან – 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ვ) მაღალმთიან რაიონებში – ახალქალაქი, ახალციხე, წალკა, ნინოწმინდა წყალმცურავ ფრინველებზე (ბატი, იხვი, მელოტა) ნადირობა ნებადართულია – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე.
1.2. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში:
ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
ბ) ალაზანი და იორი –1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე (ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე);
გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე;
დ) ყველა დანარჩენ შენაკად მდინარეებში თევზჭერის ლიცენზირება მოხდეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით და ვადებით.
1.3. ლიზენცირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ ტბებში:
ა) თავფარავანი (ფარავანი) – 1 თებერვლიდან 15 მარტამდე და 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე;
ბ) ტაბიწყური (ტაბაწყური) – 1 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე.
1.4. ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ წყალსატევებში:
ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი –15 აგვისტოდან 15 აპრილამდე:
ბ) თბილისის წყალსაცავი – 1 სექტემბრიდან 15 აპრილამდე;
გ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ დადგენილი კვოტებით, ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა) – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე.
1.5. შავ ზღვაში ლიცენზირებული თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლაბანი) – 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
ბ) სუფსა-გონიოს რაიონში შემოსვლის შემთხვევაში კეფალის ჭერა დაშვებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
გ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია ქისა ბადეებით – 1 ნოემბრიდან 30 აპრილამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 27 ივლისის №92 ბრძანება „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნინო ჩხობაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები