დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 20/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410.080.000.22.023.010.757 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.010.757
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1148
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №103 მუხ. 902) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტის „1.1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) პირველი პუნქტის „1.11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.11. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ცხოველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – 28 აგვისტოდან – 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, თეთრშუბლა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები