დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 02/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410.080.000.22.023.009.918 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.009.918
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №70
2007 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაც-ვის მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანების (სსმ III, 2002 წ., №103) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,1.6“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.6. პალიასტომის ტბაში ლიცენზირებული თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლობანი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;
ბ) კეფალი (პილენგასი) – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;
გ) ოქროსფერი კეფალი – 15 ივლისიდან 1 დეკემბრამდე;
დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე;
ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე;
ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე;
ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები