დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 449 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 01/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410.080.000.22.023.010.293 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.010.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №449
2007 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანების (სსმ III, 2002 წ., №103, მუხ. 902) 1.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.5 შავ ზღვაში ლიცენზირებული თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში:
ა) კეფალი (ლობანი) – 1 მარტიდან 1 მაისამდე, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე;
ბ) კეფალი-პილენგასი – 1 მარტიდან 1 მაისამდე, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე;
გ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 15 ნოემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით;
დ) ქარსალა (შპროტი) – 1 მარტიდან 1 მაისამდე, 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე;
ე) მერლანკა (ვირთევზა) – მთელი წლის განმავლობაში (გარდა 1 მაისიდან 1 ივლისამდე);
ვ) კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) – მთელი წლის განმავლობაში (გარდა 1 მაისიდან 1 ივლისამდე);
ზ) ხონთქარა (ბარაბული) – 1 მარტიდან 1 მაისამდე, 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე;
თ) სტავრიდა – 15 ნოემბრიდან 1 მაისამდე;
ი) ღორჯოები – მთელი წლის განმავლობაში (გარდა 1 მაისიდან 1 ივლისამდე);
კ) პელამიდა (ბალამუტი) – 1 მარტიდან 1 მაისამდე, 1 ივლისიდან 15 ნოემბრამდე;
ლ) სარღანი – 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
მ) შავი ზღვის ქაშაყი – 15 ნოემბრიდან 1 მაისამდე;
ნ) სმარისი – მთელი წლის განმავლობაში (გარდა 1 მაისიდან 1 ივლისამდე);
ო) რაპინი (ზღვის მოლუსკი) – 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე (აკვალანგებით);
პ) მიდია (ზღვის მოლუსკი) – 1 ივლისიდან 1 ნოემბრამდე (აკვალანგებით).“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები