დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 18/08/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410.080.000.22.023.013.420 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.013.420
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №25
2009 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანების (სსმ III, 2002 წ., №103, მუხ. 902) პირველი მუხლის 1.11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.11 ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – 22 აგვისტოდან 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები