დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 783 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 29/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410.040.000.22.023.009.144 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.040.000.22.023.009.144
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №783
2006 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 4 ოქტომბრის №97 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წ., №103, მუხ. 902) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანების 1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.1 ამ ბრძანების 1.11 პუნქტით განსაზღვრული ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა (სახეობების) და რეგიონების მიხედვით დადგენილი ვადების შესაბამისად ნადირობა ნებადართულია 5 სექტემბრიდან 1 მარტამდე.“;
ბ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.11 პუნქტი:
„1.11 ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ცხოველებზე შემდეგ ვადებში:
ა) მწყერზე, მტრედზე, ჩიბუხაზე, გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – 5 სექტემბრიდან – 15 თებერვლამდე;
ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;
გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე;
დ) ხოხობზე და კაკაბზე – 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე (მხოლოდ სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიაზე);
ე) დმანისში, წალკაში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ სახეობებზე ნადირობა დაიშვება – 5 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;
ვ) მაღალმთიან რაიონებში – ახალქალაქი, ახალციხე, წალკა, ნინოწმინდა წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, ბოლოსადგისა იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) ნადირობა ნებადართულია – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე.“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროებით შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 1 ნოემბრის №434 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ჩანტლაძე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები