სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 17/05/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 21/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.288
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
356
16/05/2002
სსმ, 47, 17/05/2002
010.240.030.11.106.005.288
სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (17/05/2002 - 25/06/2002)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.288

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №356

2002 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების (მკაცრი აღრიცხვის საბუთების) თანდართული ნიმუშები:

ა) დაბადების მოწმობა – შესრულებულია ცარცის 150 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140მმ (ცდომილება ± 0,7მმ), შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია სალათისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 1).

ბ) დაბადების აქტის ჩანაწერი – შესრულებულია 110 გრ/მ2 ოფსეტური ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. ჩანაწერი ორგვერდიანია, ზომები 480X200 მმ (ცდომილება ± 07მმ); შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. თითოეული გვერდი შედგება ორი იდენტური ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულია გამყოფი ხაზით (დანართი 2).

გ) ქორწინების მოწმობა – შესრულებულია ცარცის 150 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140მმ (ცდომილება ± 0,7მმ), შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ვარდისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 3).

დ) ქორწინების აქტის ჩანაწერი – შესრულებულია 110 გრ/მ2 ოფსეტური ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. ჩანაწერი ორგვერდიანია, ზომები 480X200 მმ (ცდომილება ± 07მმ); შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. თითოეული გვერდი შედგება ორი იდენტური ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულია გამყოფი ხაზით (დანართი 4).

ე) განქორწინების მოწმობა – შესრულებულია ცარცის 150 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140მმ (ცდომილება ± 0,7მმ), შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ღია ყავისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 5).

ვ) განქორწინების აქტის ჩანაწერი – შესრულებულია 110 გრ/მ2 ოფსეტური ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. ჩანაწერი ორგვერდიანია, ზომები 480X200 მმ (ცდომილება ± 07მმ); შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. თითოეული გვერდი შედგება ორი იდენტური ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულია გამყოფი ხაზით (დანართი 6).

ზ) შვილად აყვანის მოწმობა – შესრულებულია ცარცის 150 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140მმ (ცდომილება ± 0,7მმ), შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ღია ყვითელი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 7).

თ) შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი – შესრულებულია 110 გრ/მ2 ოფსეტური ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. ჩანაწერი ორგვერდიანია, ზომები 480X200 მმ (ცდომილება ± 07მმ); შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. თითოეული გვერდი შედგება ორი იდენტური ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულია გამყოფი ხაზით (დანართი 8).

ი) მამობის დადგენის მოწმობა – შესრულებულია ცარცის 150 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140მმ (ცდომილება ± 0,7მმ), შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია იასამნისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 9).

კ) მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი – შესრულებულია 110 გრ/მ2 ოფსეტური ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. ჩანაწერი ორგვერდიანია, ზომები 480X200 მმ (ცდომილება ± 07მმ); შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. თითოეული გვერდი შედგება ორი იდენტური ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულია გამყოფი ხაზით (დანართი 10).

ლ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა – შესრულებულია ცარცის 150 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140მმ (ცდომილება ± 0,7მმ), შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ცისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 11).

მ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერი – შესრულებულია 110 გრ/მ2 ოფსეტური ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. ჩანაწერი ორგვერდიანია, ზომები 480X200 მმ (ცდომილება ± 07მმ); შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. თითოეული გვერდი შედგება ორი იდენტური ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულია გამყოფი ხაზით (დანართი 12).

ნ) გარდაცვალების მოწმობა – შესრულებულია ცარცის 150 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140მმ (ცდომილება ± 0,7მმ), შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია რუხი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 13).

ო) გარდაცვალების აქტის ჩანაწერი – შესრულებულია 110 გრ/მ2 ოფსეტური ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. ჩანაწერი ორგვერდიანია, ზომები 480X200 მმ (ცდომილება ± 07მმ); შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს. თითოეული გვერდი შედგება ორი იდენტური ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულია გამყოფი ხაზით (დანართი 14).

2. დაევალოს ეკონომიკურ დეპარტამენტს (მ. ხულორდავა) და მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტს (ზ. მეიშვილი) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.

3. ამ ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშები შემოღებულ იქნეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მკაცრი აღრიცხვის ერთადერთ ოფიციალურ დოკუმენტებად 2002 წლის 1 ივლისიდან.

4. 2002 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმებების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 18 თებერვლის 20 ბრძანება.

5. 2002 წლის 1 ივლისამდე გაცემული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების შემცვლელი დოკუმენტების გადაცვლა ამ ბრძანებით დამტკიცებულ ბლანკებზე განხორციელდეს ეტაპობრივად 2003 წლის 1 ივლისიდან.

6. ამ ბრძანების ამოქმედებამდე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ გაცემული დადგენილი ნიმუშის მოწმობების ბლანკები ინარჩუნებენ ძალას და ამ ბრძანების მე-5 პუნქტის შესაბამისად გადაცვლას არ ექვემდებარებიან.

7. 2002 წლის 1 აგვისტომდე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებებმა და სპეციალიზებულმა განყოფილებებმა მოახდინონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების არსებული სრული მარაგის აღრიცხული ფორმით მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტისათვის საპასუხისმგებლო ჩაბარება.

8. ამ ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების საქართველოს საკონსულო დაწესებულებებზე გადაცემა მოხდეს ეტაპობრივად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ღინისძიებათა შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მარტის 99 ბრძანებულების 1-ლი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, სამოქალაქო მდგომარეობის აქტების აღდგენისათვის, სამოქალაქო მდგომარეობის აქტებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანისათვის, შესაბამისი მოწმობების ხელმეორედ გაცემისათვის, მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცნობების გაცემისათვის განცხადების განხილვისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის 80 პროცენტის საკონსულო დაწესებულებების მიერ მიღების შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვის მიხედვით.

9. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. კობერიძეს.

10. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

13. 21/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 39 - ვებგვერდი, 21/03/2012 12. 08/02/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 22 - ვებგვერდი, 08/02/2012 11. 29/06/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 75 - ვებგვერდი, 110629013, 30/06/2011 10. 28/07/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 147 - სსმ, 94, 29/07/2009 9. 28/07/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 148 - სსმ, 94, 29/07/2009 8. 12/06/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 108 - სსმ, 71, 12/06/2009 7. 13/05/2009 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 98 - სსმ, 59, 14/05/2009 6. 18/04/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 121 - სსმ, 59, 18/04/2008 5. 11/12/2006 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 796 - სსმ, 166, 12/12/2006 4. 30/08/2004 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1068 - სსმ, 95, 31/08/2004 3. 13/01/2004 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2 - სსმ, 3, 15/01/2004 2. 28/03/2003 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 217 - სსმ, 25, 01/04/2003 1. 25/06/2002 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 487 - სსმ, 66, 28/06/2002