დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 29/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.027.013.336 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.013.336
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №147
2009 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ (სსმ III, 2002წ., №47, მუხლი 439) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (სამოქალაქო აქტის ჩანაწერის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის) შენახვისა და აღრიცხვის წესების“ (დანართი №15) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ბეჭდვის (შევსების) პროცესში ბლანკის ტექნიკურად დაზიანების შემთხვევაში ფორმდება სათანადო ოქმი უფლებამოსილი თანამდებობის პი-რების მიერ. დაზიანებული ბლანკის ნომერი მიეთითება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №16) იმ ადგილას, სადაც ამ ნომრის მქონე ბლანკის შესახებ ჩანაწერი უნდა ყოფილიყო შეტანილი, ხოლო შენიშვნების გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ბლანკის დაზიანების შესახებ. დაზიანებული ბლანკი ნადგურდება დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ოქმი ინახება სააგენტოს კანცელარიაში (არქივში).“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების-თანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები