„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016241
  • Word
22
08/02/2012
ვებგვერდი, 08/02/2012
010240030.22.027.016241
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 22

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

,,სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათსამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათ სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში  (სსმ III, 2002 წ., №47, მუხ. 439) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად,“.

2.  13–17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტისაქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ენიჭება რიგითი ნომერი, რომელიც შედგება 11 ციფრისაგან, აქედან პირველი ორი აღნიშნავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დასამოწმებელი ბეჭდის კოდს, შემდეგი ოთხი ციფრი აღნიშნავს აქტის რეგისტრაციის წელს, შემდეგი ორი ციფრი სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი სამი ციფრი წლის განმავლობაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის რიგით ნომერს.

სამოქალაქო აქტის სახეობის განმსაზღვრელი ციფრებია:

ა) 01 დაბადების აქტის ჩანაწერი;

ბ) 02 მამობის დადგენის აქტის ჩანაწერი;

გ) 03 ქორწინების აქტის ჩანაწერი:

დ) 04 განქორწინების აქტის ჩანაწერი;

ე) 05 შვილად აყვანის აქტის ჩანაწერი;

ვ) 06 სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერი;

ზ) 07 გარდაცვალების აქტის ჩანაწერი.

14. დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (სამოქალაქო აქტის ჩანაწერის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის) შენახვისა და აღრიცხვის წესები  №15  დანართის შესაბამისად.

15. დამტკიცდეს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ნიმუში №16 დანართის შესაბამისად.

16. დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების (სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და რეგისტრაციის მოწმობების) მოძრაობისა და ხარჯვის აღრიცხვის ჟურნალის ნიმუში №17 დანართის შესაბამისად.

17. დამტკიცდეს გაუქმებული ბლანკებისა და ვადაგასული დოკუმეტების განადგურების ოქმის ნიმუში №18 დანართის შესაბამისად.“.

3, ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 18 პუნქტი:

„18. დამტკიცდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისას გამოსაყენებელი კოდური აღნიშვნები №19 დანართის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი