„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1068
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 95, 31/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 21/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.11.106.006.646
  • Word
1068
30/08/2004
სსმ, 95, 31/08/2004
040.200.010.11.106.006.646
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.11.106.006.646

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №1068

2004 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანების (სსმ III, 2002 წ., №47, მუხ. 439) პირველი პუნქტის ა, გ, ე, ზ, ი, ლ, და ნ ქვეპუნქტებში სიტყვები „ცარცის 150 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით“ შეიცვალოს სიტყვებით „110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით“ და სიტყვები „შეიცავს 4-დან 7-მდე დამცავ ნიშანს“ შეიცვალოს სიტყვებით „შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს“ და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

1.„ა) დაბადების მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება ± 0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია სალათისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა ”საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 1).”

2. „გ) ქორწინების მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება ±  0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ვარდისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 3) ”

3. „ე) განქორწინების მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება ±  0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ღია ყავისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 5).”

4. „ზ) შვილად აყვანის მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება ±  0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ღია ყვითელი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 7).”

5. „ი) მამობის დადგენის მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება ±  0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია იასამნისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 9).”

6. „ლ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100% -იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება ±  0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია ცისფერი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 11).”

7. „ნ) გარდაცვალების მოწმობა – შესრულებულია 110 გრ/მ2 100%-იანი ბამბის ქარხნული წესით დატანილი წყლისნიშნიანი ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ოთხგვერდიანია, ზომები 200X140 მმ (ცდომილება 0,7მმ); შეიცავს არანაკლებ 7 დამცავ ნიშანს. მოწმობის ფერია რუხი. მოწმობის პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი (დანართი 13).”

    მუხლი 2

2004 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით დარჩენილი ცარცის 150 გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით შესრულებული მოწმობების გაცემა განხორციელდეს 2004 წლის 31 დეკემბრამდე.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ძალაშია 2004 წლის 2 აგვისტოდან.

გ. პაპუაშვილი