დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლოს 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/01/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 15/01/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.106.006.294 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.006.294
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №2
2004 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანების (სსმ III, 2002 წ., №47, მუხ. 439) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 2002 წლის 1 ივლისამდე გაცემული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების შემცვლელი დოკუმენტების გადაცვლა ამ ბრძანებით დამტკიცებულ ბლანკებზე განხორციელდეს ეტაპობრივად 2005 წლის 1 იანვრიდან”.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები