დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 94, 29/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.027.013.337 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.013.337
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №148
2009 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებას (სსმ III, 2002 წ. №47, მუხ. 439) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის №108 ბრძანებით დამტკიცებულ დაბადების მოწმობის ბლანკებთან ერთად ძალაშია „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათთვის სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №121 ბრძანებით დამტკიცებული დაბადების მოწმობის ბლანკები, მათი მარაგების სრულ გახარჯვამდე.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები