საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39802
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 30/12/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016609
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39802
30/12/2020
ვებგვერდი, 03/02/2021
000000000.00.00.016609
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახური
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/03/2021 - 20/12/2021)

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №39802

2020 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) სსიპ - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საქმიანობის შეფასების წესი და პირობები (დანართი N1);

ბ) კომპეტენციების ჩარჩო (დანართი N2);

გ) შეფასების კომპონენტების გაცნობის ფორმა (დანართი N3);

დ) შეფასების ფორმა (შუალედური/საბოლოო) (დანართი N4);

ე) თვითშეფასების ფორმა (დანართი N5);

ვ) გამოსაცდელი ვადით მიღებული თანამშრომლის შეფასების ფორმა (დანართი N6);

ზ) შეფასების კომპონენტების ცვლილების ფორმა (7);

თ) შუალედური/საბოლოო შეფასების შედეგების გასაჩივრების ფორმა (დანართი N8);

ი) სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების კომისიის დებულება (დანართი N9).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის N9159 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

სამსახურის უფროსი                                                                         ლევან კაკავა