„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის N39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1487
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 03/02/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016612
1487
03/02/2021
ვებგვერდი, 10/02/2021
000000000.00.00.016612
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის N39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №1487 

2021 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის N39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის N39802 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საქმიანობის შეფასების წესისა და პირობების“ (დანართი №1) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. შეფასების განხორციელება 2021 წელს

„2021 წელს განსახორციელებელი შეფასების მიზნებისათვის შეფასების განხორციელება დაიწყება 2021 წლის 1 იანვრიდან სამსახურის დავების დეპარტამენტის, აუდიტის დეპარტამენტის და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის. 2021 წლის 1 თებერვლიდან სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ხოლო სამსახურის ყველა სხვა სტრუქტურული ერთეულისათვის – 2021 წლის 1 აპრილიდან.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი ლევან კაკავა