„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39352
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 20/12/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016658
39352
20/12/2021
ვებგვერდი, 28/12/2021
000000000.00.00.016658
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №39352

2021 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საქმიანობის შეფასების წესისა და პირობების (დანართი №1):

) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეფასების პროცესი იწყება ყოველი წლის იანვრიდან და სრულდება იმავე წლის დეკემბერში. სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია საბოლოო შეფასების პროცესის დასრულების ვადა განისაზღვროს მომდევნო წლის 15 იანვრამდე.“;

) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკის გათვალისწინებით, საბოლოო შეფასებისას  შესაძლებელია თანამშრომლის თვითშეფასებისთვის, ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის შეფასებისთვის და შეფასების საბოლოო შედეგზე შეთანხმებისთვის განისაზღვროს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ვადისგან განსხვავებული ვადა, ამავე წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                                                                           ლევან კაკავა