დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5981 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 31/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016772 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №5981
2025 წლის 31 მარტი
ქ.თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანების პირველი პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შეფასების ფორმა (დანართი №4);“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) შეფასების შედეგების გასაჩივრების ფორმა (დანართი №8);“.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებით დამტკიცებული:
ა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საქმიანობის შეფასების წესი და პირობები“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) „შეფასების ფორმა“ (დანართი №4) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ) „თვითშეფასების ფორმა“ (დანართი №5) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
დ) „შეფასების შედეგების გასაჩივრების ფორმა“ (დანართი №8) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლევან კაკავა სამსახურის უფროსი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები