გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ

გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27256
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 11/09/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016585
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27256
11/09/2020
ვებგვერდი, 17/09/2020
000000000.00.00.016585
გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახური

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №27256

2020 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

გზათსარგებლობის საფა­სურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფა­სურის ბარათების კო­ნტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის 144 მუხლის მე-2 პუნქტის, „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების“ მე-12 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „გზათსარგებლობის საფა­სურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფა­სურის ბარათების კო­ნტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი“ თანდართული რედაქციით.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გზათსარგებლობის საფა­სურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 28 დეკემბრის №2694 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                      ლევან კაკავა

 

 

 

 

გზათსარგებლობის საფა­სურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფა­სურის

ბარათების კო­ნტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი

 

მუხლი 1. წესში გამოყენებული ტერმინები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გზათსარგებლობის საფა­სურის ბარათი – „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებით შემოღებული, პოლიგრაფიული წესით დაბეჭდილი მკაცრი აღრიცხვის ფორმა (შემდგომში – ბარათი), რომელიც დაცულია შესაბამისი გენერირებული კოდით და ნომრით;

ბ) ბარათების რეალიზატორი პირი – პირი, რომელიც საცალო სარეალიზაციო პუნქტების მეშვეობით უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ გადაცემული გზათსარგებლობის საფა­სურის ბარათების რეალიზაციას;

გ) საცალო სარეალიზაციო პუნქტი:

გ.ა) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომი;

გ.ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტი;

გ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ავტოგასამართი სადგური/კომპლექსი;

გ.დ) ნებისმიერი იმ პირის მფლობელობაში არსებული სავაჭრო ობიექტი, რომელსაც გზათსარგებლობის საფასურის ბარათები მიღებული აქვს:

გ.დ.ა) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხის 302003277 სახაზინო კოდზე სრულად გადახდით, ან

გ.დ.ბ) არანაკლებ გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის თანხის შესაბამისი გარანტიის წარდგენით;

დ) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილი: საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომი „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტი ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ავტოგასამართი სადგური/კომპლექსი იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით;

ე) საფასურის გადამხდელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული (გარდა სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის მიზნით გადაადგილებულისა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) საქონლის გადაზიდვისას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალება) მფლობელი ან მძღოლი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 ივნისის ბრძანება №19592 - ვებგვერდი,  21.06.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №41820 - ვებგვერდი,  31.12.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 20 თებერვლის ბრძანება №3126 - ვებგვერდი,  22.02.2023წ.

მუხლი 2. ბარათების გადაცემა

1. ბარათების რეალიზატორ პირს ბარათები შემოსავლების სამსახურის მიერ გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით.

2. ბარათების რეალიზატორი პირი 5 სამუშაო დღით ადრე აცნობებს შემოსავლების სამსახურს ბარათების ახალი ოდენობის მიღების საჭიროების შესახებ.

21. თუ ბარათების რეალიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართ (გადასარიცხ) თანხებზე გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები სრულად არის შესრულებული და ბარათების რეალიზატორი პირი ითხოვს ბარათების ახალი ოდენობის გადაცემას იმავე გარანტიით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბარათების რეალიზატორ პირს გადასცეს ბარათების ახალი ოდენობა.

3. ბარათების რეალიზატორი პირი ახორციელებს ბარათების საცალო სარეალიზაციო პუნქტებზე გაცემას (განაწილებას).

4. დაუშვებელია ბარათების რეალიზატორი პირის მიერ მიღებული ბარათების სხვა რეალიზატორი პირისათვის გადაცემა.

5. ბარათების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) ჩაითვლება ბარათების რეალიზატორი პირის მიერ ბარათების რეალიზაციად.

6. ბარათების რეალიზაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ბარათების რეალიზატორი პირი უფლებამოსილია:

ა) ბარათები, რომლებიც სარეალიზაციოდ გადაცემულია ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენით, დააბრუნოს არაუგვიანეს გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე 10 კალენდარული დღისა, მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით და მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხის შესაბამისი ნაწილის გაუქმება;

ბ) ბარათები, რომლებიც სარეალიზაციოდ გადაცემულია ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხის 302003277 სახაზინო კოდზე სრულად გადახდის შემდეგ, დააბრუნოს მათი მიღებიდან 6 თვეში, მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით, და მოითხოვოს მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება, დაბრუნებული ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისად.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე ბარათების დაუბრუნებლობა ჩაითვლება ბარათების რეალიზაციად.

8. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დაბრუნებული ბარათები გადასცეს ბარათების რეალიზატორ სხვა პირს მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით.

9. ბარათების დაზიანების შემთხვევაში ბარათების რეალიზატორი პირი უფლებამოსილია:

ა) დაზიანებული იდენტიფიცირებადი ბარათები, რომლებიც სარეალიზაციოდ გადაცემულია ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენით, დააბრუნოს არაუგვიანეს გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე 10 კალენდარული დღისა, მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №21-ით განსაზღვრული ფორმით;

ბ) დაზიანებული იდენტიფიცირებადი ბარათები, რომლებიც სარეალიზაციოდ გადაცემულია ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხის 302003277 სახაზინო კოდზე სრულად გადახდის შემდეგ, დააბრუნოს მათი მიღებიდან 6 თვეში, მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №21-ით განსაზღვრული ფორმით, და მოითხოვოს მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება, დაბრუნებული ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისად.

10. ამ მუხლის მე-6 ან/და მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის წარდგენას.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №33262 - ვებგვერდი,  11.11.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №28308 - ვებგვერდი,  08.09.2021წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №41820 - ვებგვერდი,  31.12.2021წ.

მუხლი 3. ბარათების აღრიცხვა და კო­ნტროლი

1. ბარათების რეალიზატორი პირი უზრუნველყოფს:

ა) თითოეული საცალო სარეალიზაციო პუნქტის მიერ რეალიზებული ბარათების შესახებ ინფორმაციის (24.00 საათის მონაცემების) მიღება-აღრიცხვას, არაუგვიანეს ყოველი შემდგომი დღის 11.00 საათისა;

ბ) საცალო სარეალიზაციო პუნქტებზე გაცემული და მათ მიერ რეალიზებული ბარათების შესახებ ნაერთი ინფორმაციის იმავე დღის 12.00 საათამდე წარდგენას შემოსავლების სამსახურში, ელექტრონული ფორმით, ამ წესის №3 და №4 დანართების შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახურის მიერ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ხორციელდება ბარათების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, რომელიც მოიცავს:

ა) ბარათების რეალიზატორი პირისათვის შემოსავლების სამსახურის მიერ ბარათების გადაცემის შესახებ მონაცემებს (ბარათების რაოდენობის და ნომრების მითითებით);

ბ) ბარათების რეალიზატორი პირის მიერ საცალო სარეალიზაციო პუნქტებზე გაცემული და რეალიზებული ბარათების (რაოდენობის და ნომრების მითითებით) შესახებ ყოველდღიურ მონაცემებს;

გ) საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას გამოყენებული ბარათების შესახებ მონაცემებს (ბარათის გამოყენების თარიღი, ბარათის ნომერი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი).

3. საფასურის გადამხდელის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში ბარათის წარდგენის კონტროლს ახორციელებს საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც ბარათის ნომერი და გენერირებული შესაბამისი კოდი შეჰყავს საქართველოს მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში და ბარათს უბრუნებს წარმომდგენს, რის შემდეგაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება ტოვებს საქართველოს ტერიტორიას.

4. „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემიდან“ გამორთვის პერიოდში დაუშვებელია აღნიშნული ავტოსადგომის მიერ გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაცია.

5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დაბრუნებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №33262 - ვებგვერდი,  11.11.2020წ.

მუხლი 4. გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბანკო დაწესებულება და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელი ვალდებულია, საფასურის გადამხდელის მიერ გზათსარგებლობის საფასურის ყოველი გადახდის განხორციელებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გზათსარგებლობის საფასურის გადახდა ხორციელდება გზათსარგებლობის საფასურის ბარათის შეძენით) შეასრულოს შემდეგი პროცედურები:

ა) შესაბამის პირზე გასცეს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება/ქვითარი), რომელიც უნდა შეიცავდეს ქვემოთ მითითებულ ინფორმაციას:

ა.ა) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების/ქვითრის) უნიკალური ნომერი და რეგისტრაციის თარიღი;

ა.ბ) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განმახორციელებელი პირის სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო/პირადი/პასპორტის ნომერი;

ა.გ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;

ა.დ) გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა და დანიშნულება;

ა.ე) შესაბამისი საბანკო დაწესებულების/გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის დასახელება;

ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი ინფორმაცია;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმითა და პროგრამული მოდულის გამოყენებით, მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №33262 - ვებგვერდი,  11.11.2020წ.

მუხლი 5. გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან მიღებული თანხების გადარიცხვა

1. გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან/გზათსარგებლობის საფასურის ბარათის რეალიზაციიდან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბარათები სარეალიზაციოდ გადაცემულია ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხის 302003277 სახაზინო კოდზე სრულად გადახდის შემდეგ) სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული თანხის 302003277 სახაზინო კოდზე გადარიცხვა უნდა განხორციელდეს საფასურის გადამხდელის მიერ გზათსარგებლობის საფასურის ბარათის შეძენიდან/გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

2. ბარათების რეალიზატორი პირის ან/და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელის მიერ ბარათების გზათსარგებლობის საფასურის თანხების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შეუძლებლობის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა ეცნობოს შემოსავლების სამსახურს და წარედგინოს ინფორმაცია შექმნილი გარემოების ობიექტური მიზეზებისა და მათი აღმოფხვრის სავარაუდო თარიღის თაობაზე.

3. გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ეგზავნება შეტყობინება გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის დავალიანების თაობაზე და მიეცემა 10 სამუშაო დღის ვადა დავალიანების დასაფარად.

4. გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელს, გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის დავალიანების დაფარვამდე:

ა) აღარ გადაეცემა გზათსარგებლობის საფასურის ბარათები ან/და შეეზღუდება გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენისათვის სისტემაში დაშვება;

ბ) ეკრძალება გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაცია ან/და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემა.

5. თუ გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ იქნა დავალიანება გადახდილი, საბაჟო დეპარტამენტი გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის დავალიანების თაობაზე არსებულ დოკუმენტაციას უგზავნის დავების დეპარტამენტს, რომელიც დავალიანების ამოღების მიზნით მიმართავს სასამართლოს.

6. ბარათების რეალიზატორი პირების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მდგომარეობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან – სახაზინო სამსახურიდან ელექტრონულად მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ამოწმებს:

ა) თვეში ერთხელ;

ბ) ბარათების რეალიზატორი პირების მიერ წარდგენილი გარანტიის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას;

გ) ბარათების ახალი ოდენობის ამ წესის მე-2 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად გაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №33262 - ვებგვერდი,  11.11.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №28308 - ვებგვერდი,  08.09.2021წ.

მუხლი 6. გარანტიის სახეები, გარანტიის წარდგენა და მოქმედების ვადა

1. ბარათების სარეალიზაციოდ გადაცემისათვის შემოსავლების სამსახურში წარსადგენი გარანტიის სახეებია:

ა) საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი №5);

ბ) დაზღვევის პოლისი (დანართი №6);

გ) დეპოზიტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში (სახელმწიფო ხაზინაში) შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე (სახაზინო კოდი – 302002000) გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტი) შეტანა, რაც დასტურდება სახელმწიფო ხაზინის ცნობით.

2. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 2 თვეზე ნაკლები.

3. გარანტია სრულად უნდა უზრუნველყოფდეს ბარათების რეალიზატორი პირის ვალდებულებებს მისთვის გადაცემული ბარათების რეალიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართ (გადასარიცხ) თანხებზე. ამასთან, ბარათების რეალიზატორი პირის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისთვის გადაცემული ბარათების რეალიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართ (გადასარიცხ) თანხებზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

4. გარანტიის გამცემი (გარანტორი) უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.

5. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

6. წერილობითი ფორმით გარანტიის მიღებისას, შემოსავლების სამსახური იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებული ასლი უბრუნდება ბარათების რეალიზატორ პირს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №33262 - ვებგვერდი,  11.11.2020წ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №28308 - ვებგვერდი,  08.09.2021წ.

მუხლი 7. გარანტიის გაუქმება ან შესრულება

1. გარანტია უქმდება, თუ :

ა) ბარათების რეალიზატორი პირის მიერ 302003277 სახაზინო კოდზე სრულად იქნა გადახდილი ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხა;

ბ) წარდგენილი გარანტია შეიცვალა სხვა გარანტიით.

2. თუ გარანტიით უზრუნველყოფილი თანხები ნაწილობრივ გადახდილია, შესაბამისი პირის განცხადების საფუძველზე უქმდება წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხის შესაბამისი ნაწილი.

3. თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის (დეპოზიტის გარდა) მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები (მათ შორის, ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში), შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. გარანტიის სახით დეპოზიტის წარდგენის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა ბარათების რეალიზატორ პირს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება (მათ შორის, ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში), საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №33262 - ვებგვერდი,  11.11.2020წ.

 

დანართი №1

 

გზათსარგებლობის საფასურის ბარათების მიღება–ჩაბარების აქტი

______________

(თარიღი)

 

დასახელება

ერთეული (ცალი)

რაოდენობა

ბარათის ნომერი

-დან

-მდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

        გამცემი                                                                              მიმღები

შემოსავლების სამსახური                                                პირის დასახელება       

 

__________________________                                      ______________________

                (თანამდებობა)                                                                 (თანამდებობა)

         

__________________________                                      ______________________

                (სახელი, გვარი)                                                                (სახელი, გვარი)

         

 

 

 

 

დანართი №2

 

გზათსარგებლობის საფასურის ბარათების უკან დაბრუნების მიღება–ჩაბარების აქტი

______________

(თარიღი)

 

დასახელება

ერთეული (ცალი)

რაოდენობა

ბარათის ნომერი

-დან

-მდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      დამბრუნებელი                                                                               მიმღები

  პირის დასახელება                                                                  შემოსავლების სამსახური

 

__________________________                                        ______________________

                (თანამდებობა)                                                                      (თანამდებობა)

         

__________________________                                        ______________________

                (სახელი, გვარი)                                                                    (სახელი, გვარი)

        

დანართი №21

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №33262 - ვებგვერდი,  11.11.2020წ.

დაზიანებული გზათსარგებლობის საფასურის ბარათების უკან დაბრუნების მიღება-ჩაბარების

აქტი

______________

(თარიღი)

 

დასახელება

ერთეული (ცალი)

რაოდენობა

ბარათის ნომერი

-დან

-მდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

       დამბრუნებელი                                                                                                      მიმღები

     პირის დასახელება                                                                                     შემოსავლების სამსახური

__________________________                                                                       ______________________

                (თანამდებობა)                                                                                            (თანამდებობა)

         __________________________                                                                 ______________________

                (სახელი, გვარი)                                                                                             (სახელი, გვარი)

 

 

დანართი №3

 

ინფორმაცია საცალო სარეალიზაციო პუნქტებისათვის გზათსარგებლობის საფასურის ბარათების გადაცემის შესახებ

______________

(თარიღი)

 

სარეალიზაციო პუნქტის დასახელება

პუნქტის მისამართი

სარეალიზაციო პუნქტის ნომერი (მ.შ. სტაციონარის სარეგისტრაციო 7-ნიშნა კოდი)

ბარათების

რაოდენობა

ბარათის ნომერი

-დან

-მდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                                                   

 _________________________                                            _______________________________

 პირის დასახელება                                                                 სარეალიზაციო პუნქტის რეკვიზიტები

 

__________________________                                          _____________________________

   (თანამდებობა)                                                                                           (თანამდებობა)

__________________________                                            _____________________________

    (სახელი, გვარი)                                                                                       (სახელი, გვარი)

 

 

 

          დანართი №4

 

ყოველდღიური ინფორმაცია გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზების შესახებ

______________

(თარიღი)

 

სარეალიზაციო პუნქტის დასახელება

პუნქტის მისამართი

სარეალიზაციო პუნქტის ნომერი (მ.შ. სტაციონარის სარეგისტრაციო 7-ნიშნა კოდი)

ბარათების

რაოდენობა

ბარათის ნომერი

მიღებული

თანხა

-დან

-მდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                       

  _________________________    

        პირის დასახელება   

 

__________________________    

                (თანამდებობა)   

 

__________________________    

                (სახელი, გვარი)                         

დანართი №5

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №33262 - ვებგვერდი,  11.11.2020წ.

ვალდებულების შესრულების გარანტია

GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY

საბანკო გარანტია

BANK GUARANTEE

№ -----------                    -----“ ----------------- 20-- წ.

 

გარანტორის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი:    ---------------------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE

GUARANTOR:

 

პრინციპალის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი  ------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE  PRINCIPAL,

THE IDENTIFICATION CODE

 

ბენეფიციარი:                                    ---------------------------------------

BENEFICIARY:

გარანტიის ობიექტი:                            -------------------------------------------

OBJECT OF GUARANTEE:

 

გარანტორის ვალდებულება:   საქართველოს კანონმდებლობის

GUARANTOR`S OBLIGATION:  შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად

                               ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და

                                გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს

                                ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს

                                გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი

                                წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

გარანტიის თანხა:                           -------------------------------------------------------

GUARANTEE AMOUNT:

 

გარანტიის მოქმედების ტერიტორია: ------------------------------------------

TERRITORY OF GUARANTEE

VALIDITY:

 

გარანტიის მოქმედების პერიოდი: -------------------------------------------

PETIOD OF GUATANTEE VALIDITY:

 

ხელმოწერა

გარანტორი:                                                          Signed

GUARANTOR:                                   ------------------------------------------

                                            ბ.ა.

 

დანართი №6

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №33262 - ვებგვერდი,  11.11.2020წ.

ვალდებულების შესრულების გარანტია

GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

CERTIFICATE OF FINANCIAL RISK INSURANCE

№ -----------                          „-----” ----------------- 20-- წ.

მზღვეველის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი:           ---------------------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE

INSURER:

 

დამზღვევის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი:          ------------------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE

POLICYHOLDER:

 

დაზღვეული (მოსარგებლე):              ----------------------------------------

INSURED (BENEFICIARY):

 

დაზღვევის ობიექტი:                    ------------------------------------------------

OBJECT OF INSURANCE:

 

მზღვეველის ვალდებულება:  საქართველოს კანონმდებლობის

INSURER`S OBLIGATION:  შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად

                               ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების

                               უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს)

                               ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით

                               გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის

                               საფუძველზე.

 

სადაზღვევო თანხა:                       ---------------------------------------------------------

INSURANCE AMOUNT:

 

დაზღვევის ტერიტორია:                    ---------------------------------------------------------

TERRITORY OF INSURANCE:

 

გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობა:      ---------------------------------------

 PREMIUM:

 

დაზღვევის პერიოდი:                          ---------------------------------------------------------

PERIOD OF INSURANCE:

 

მზღვეველი/Insurer

დამზღვევი/Policyholder

დაზღვევის პირობებს გავეცანი და ვეთანხმები

I heve read and agreed to the insurance condition

------------------------------------

-----------------------------------------

ხელმოწერა/Signature                ბ.ა/Seal

ხელმოწერა/Signature                ბ.ა/Seal