დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24312 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 18/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016759 |
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №24312 2024 წლის 18 ნოემბერი ქ. თბილისი |
„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დეპოზიტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სახაზინო სამსახურში (სახელმწიფო ხაზინაში) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე (სახაზინო კოდი – 302006000) გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტი) შეტანა, რაც დასტურდება სახელმწიფო ხაზინის ცნობით.“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 14 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები