„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28308
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 03/09/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016640
28308
03/09/2021
ვებგვერდი, 08/09/2021
000000000.00.00.016640
„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის  უფროსის

ბრძანება №28308

2021 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თუ მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ბარათების რეალიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართ (გადასარიცხ) თანხებზე გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები სრულად იქნება შესრულებული და ბარათების რეალიზატორი პირი მოითხოვს ბარათების ახალი ოდენობის გადაცემას, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბარათების რეალიზატორ პირს გადასცეს ბარათების ახალი ოდენობა.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბარათების რეალიზატორი პირების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მდგომარეობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან – სახაზინო სამსახურიდან ელექტრონულად მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ამოწმებს:

ა) თვეში ერთხელ;

ბ) ბარათების რეალიზატორი პირების მიერ წარდგენილი გარანტიის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას;

გ) ბარათების ახალი ოდენობის ამ წესის მე-2 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად გაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას.“;

გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარანტია სრულად უნდა უზრუნველყოფდეს ბარათების რეალიზატორი პირის ვალდებულებებს მისთვის გადაცემული ბარათების რეალიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართ (გადასარიცხ) თანხებზე. ამასთან, ბარათების რეალიზატორი პირის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისთვის გადაცემული ბარათების რეალიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართ (გადასარიცხ) თანხებზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                ლევან კაკავა