„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33262
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 09/11/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016595
33262
09/11/2020
ვებგვერდი, 11/11/2020
000000000.00.00.016595
„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №33262 

2020 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის“:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბარათების რეალიზაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ბარათების რეალიზატორი პირი უფლებამოსილია:

ა) ბარათები, რომლებიც სარეალიზაციოდ გადაცემულია ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენით, დააბრუნოს არაუგვიანეს გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე 10 კალენდარული დღისა, მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით და მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხის შესაბამისი ნაწილის გაუქმება;

ბ) ბარათები, რომლებიც სარეალიზაციოდ გადაცემულია ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხის 302003277 სახაზინო კოდზე სრულად გადახდის შემდეგ, დააბრუნოს მათი მიღებიდან 6 თვეში, მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით, და მოითხოვოს მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება, დაბრუნებული ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისად.“;

ა.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 – მე-10 პუნქტები:

„8. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად დაბრუნებული ბარათები გადასცეს ბარათების რეალიზატორ სხვა პირს მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით.

9. ბარათების დაზიანების შემთხვევაში ბარათების რეალიზატორი პირი უფლებამოსილია:

ა) დაზიანებული იდენტიფიცირებადი ბარათები, რომლებიც სარეალიზაციოდ გადაცემულია ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენით, დააბრუნოს არაუგვიანეს გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე 10 კალენდარული დღისა, მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №21-ით განსაზღვრული ფორმით;

ბ) დაზიანებული იდენტიფიცირებადი ბარათები, რომლებიც სარეალიზაციოდ გადაცემულია ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხის 302003277 სახაზინო კოდზე სრულად გადახდის შემდეგ, დააბრუნოს მათი მიღებიდან 6 თვეში, მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №21-ით განსაზღვრული ფორმით, და მოითხოვოს მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება, დაბრუნებული ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისად.

10. ამ მუხლის მე-6 ან/და მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის წარდგენას.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დაბრუნებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური.“;

გ) მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბანკო დაწესებულება და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელი ვალდებულია, საფასურის გადამხდელის მიერ გზათსარგებლობის საფასურის ყოველი გადახდის განხორციელებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გზათსარგებლობის საფასურის გადახდა ხორციელდება გზათსარგებლობის საფასურის ბარათის შეძენით) შეასრულოს შემდეგი პროცედურები:

ა) შესაბამის პირზე გასცეს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება/ქვითარი), რომელიც უნდა შეიცავდეს ქვემოთ მითითებულ ინფორმაციას:

ა.ა) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადახდო დავალების/ქვითრის) უნიკალური ნომერი და რეგისტრაციის თარიღი;

ა.ბ) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განმახორციელებელი პირის სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო/პირადი/პასპორტის ნომერი;

ა.გ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;

ა.დ) გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა და დანიშნულება;

ა.ე) შესაბამისი საბანკო დაწესებულების/გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის დასახელება;

ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი ინფორმაცია;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმითა და პროგრამული მოდულის გამოყენებით, მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.

მუხლი 5. გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან მიღებული თანხების გადარიცხვა

1. გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან/გზათსარგებლობის საფასურის ბარათის რეალიზაციიდან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბარათები სარეალიზაციოდ გადაცემულია ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხის 302003277 სახაზინო კოდზე სრულად გადახდის შემდეგ) სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული თანხის 302003277 სახაზინო კოდზე გადარიცხვა უნდა განხორციელდეს საფასურის გადამხდელის მიერ გზათსარგებლობის საფასურის ბარათის შეძენიდან/გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

2. ბარათების რეალიზატორი პირის ან/და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელის მიერ ბარათების გზათსარგებლობის საფასურის თანხების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შეუძლებლობის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა ეცნობოს შემოსავლების სამსახურს და წარედგინოს ინფორმაცია შექმნილი გარემოების ობიექტური მიზეზებისა და მათი აღმოფხვრის სავარაუდო თარიღის თაობაზე.

3. გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ეგზავნება შეტყობინება გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის დავალიანების თაობაზე და მიეცემა 10 სამუშაო დღის ვადა დავალიანების დასაფარად.

4. გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელს, გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის დავალიანების დაფარვამდე:

ა) აღარ გადაეცემა გზათსარგებლობის საფასურის ბარათები ან/და შეეზღუდება გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენისათვის სისტემაში დაშვება;

ბ) ეკრძალება გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაცია ან/და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემა.

5. თუ გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ იქნა დავალიანება გადახდილი, საბაჟო დეპარტამენტი გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის დავალიანების თაობაზე არსებულ დოკუმენტაციას უგზავნის დავების დეპარტამენტს, რომელიც დავალიანების ამოღების მიზნით მიმართავს სასამართლოს.

6. ბარათების რეალიზატორი პირების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მდგომარეობას შემოსავლების სამსახურის ამოწმებს თვეში ერთხელ.“;

დ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 მუხლები:

მუხლი 6. გარანტიის სახეები, გარანტიის წარდგენა და მოქმედების ვადა

1. ბარათების სარეალიზაციოდ გადაცემისათვის შემოსავლების სამსახურში წარსადგენი გარანტიის სახეებია:

ა) საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი №5);

ბ) დაზღვევის პოლისი (დანართი №6);

გ) დეპოზიტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში (სახელმწიფო ხაზინაში) შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე (სახაზინო კოდი – 302002000) გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტი) შეტანა, რაც დასტურდება სახელმწიფო ხაზინის ცნობით.

2. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 2 თვეზე ნაკლები.

3. გარანტია უნდა იყოს ინდივიდუალური, რომლითაც სრულად უზრუნველყოფილია ბარათების რეალიზატორი პირის ვალდებულებები ერთი მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ბარათების რეალიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართ (გადასარიცხ) თანხებზე.

4. გარანტიის გამცემი (გარანტორი) უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.

5. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

6. წერილობითი ფორმით გარანტიის მიღებისას, შემოსავლების სამსახური იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებული ასლი უბრუნდება ბარათების რეალიზატორ პირს.

მუხლი 7. გარანტიის გაუქმება ან შესრულება

1. გარანტია უქმდება, თუ :

ა) ბარათების რეალიზატორი პირის მიერ 302003277 სახაზინო კოდზე სრულად იქნა გადახდილი ბარათების რაოდენობისა და გზათსარგებლობის საფასურის ოდენობის ნამრავლის შესაბამისი თანხა;

ბ) წარდგენილი გარანტია შეიცვალა სხვა გარანტიით.

2. თუ გარანტიით უზრუნველყოფილი თანხები ნაწილობრივ გადახდილია, შესაბამისი პირის განცხადების საფუძველზე უქმდება წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხის შესაბამისი ნაწილი.

3. თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის (დეპოზიტის გარდა) მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები (მათ შორის, ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში), შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. გარანტიის სახით დეპოზიტის წარდგენის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა ბარათების რეალიზატორ პირს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება (მათ შორის, ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში), საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.“;

ე) დანართი №2-ის შემდეგ დაემატოს დანართი №21 თანდართული ფორმით;

ვ) დანართი №4-ის შემდეგ დაემატოს დანართი №5 და დანართი №6 თანდართული ფორმით.

2. ბარათების რეალიზატორ პირებზე 2020 წლის 20 ოქტომბრამდე გაცემულ გზათსარგებლობის საფასურის ბარათებზე და ასეთი ბარათების რეალიზაციიდან მიღებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვაზე გავრცელდეს „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-5 მუხლის ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია.

3. 2020 წლის 20 ოქტომბრამდე გაცემული და დაზიანებული გზათსარგებლობის საფასურის ბარათების სსიპ – შემოსავლების სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია მათი იდენტიფიცირების შემთხვევაში, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 2 თვისა. ამასთან, ასეთი ბარათების დაბრუნებისას უნდა შედგეს ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, დანართი №21-ით განსაზღვრული ფორმის მიღება-ჩაბარების აქტი.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი               ლევან კაკავა.






დანართი №21

დაზიანებული გზათსარგებლობის საფასურის ბარათების უკან დაბრუნების მიღება-ჩაბარების

აქტი

______________

(თარიღი)

 

დასახელება

ერთეული (ცალი)

რაოდენობა

ბარათის ნომერი

-დან

-მდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

       დამბრუნებელი                                                                                                      მიმღები

     პირის დასახელება                                                                                     შემოსავლების სამსახური

__________________________                                                                       ______________________

                (თანამდებობა)                                                                                            (თანამდებობა)

         __________________________                                                                 ______________________

                (სახელი, გვარი)                                                                                             (სახელი, გვარი)

 

 

დანართი №5

ვალდებულების შესრულების გარანტია

GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY

საბანკო გარანტია

BANK GUARANTEE

№ -----------                    -----“ ----------------- 20-- წ.

 

გარანტორის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი:    ---------------------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE

GUARANTOR:

 

პრინციპალის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი  ------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE  PRINCIPAL,

THE IDENTIFICATION CODE

 

ბენეფიციარი:                                    ---------------------------------------

BENEFICIARY:

გარანტიის ობიექტი:                            -------------------------------------------

OBJECT OF GUARANTEE:

 

გარანტორის ვალდებულება:   საქართველოს კანონმდებლობის

GUARANTOR`S OBLIGATION:  შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად

                               ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და

                                გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს

                                ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს

                                გარანტიით გათვალისწინებული თანხისა, მისი

                                წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

გარანტიის თანხა:                           -------------------------------------------------------

GUARANTEE AMOUNT:

 

გარანტიის მოქმედების ტერიტორია: ------------------------------------------

TERRITORY OF GUARANTEE

VALIDITY:

 

გარანტიის მოქმედების პერიოდი: -------------------------------------------

PETIOD OF GUATANTEE VALIDITY:

 

ხელმოწერა

გარანტორი:                                                          Signed

GUARANTOR:                                   ------------------------------------------

                                            ბ.ა.

დანართი №6

ვალდებულების შესრულების გარანტია

GUARANTEE OF FULFILLMENT OF CUSTOMS LIABILITY

ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი

CERTIFICATE OF FINANCIAL RISK INSURANCE

№ -----------                          „-----” ----------------- 20-- წ.

მზღვეველის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი:           ---------------------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE

INSURER:

 

დამზღვევის სრული დასახელება

და იურიდიული მისამართი:          ------------------------------------------

FULL NAME AND ADDRESS OF THE

POLICYHOLDER:

 

დაზღვეული (მოსარგებლე):              ----------------------------------------

INSURED (BENEFICIARY):

 

დაზღვევის ობიექტი:                    ------------------------------------------------

OBJECT OF INSURANCE:

 

მზღვეველის ვალდებულება:  საქართველოს კანონმდებლობის

INSURER`S OBLIGATION:  შესაბამისად, გარანტორი იღებს გამოუწვევად

                               ვალდებულებას ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების

                               უფლების გარეშე გადაუხადოს დაზღვეულს (მოსარგებლეს)

                               ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით

                               გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის

                               საფუძველზე.

 

სადაზღვევო თანხა:                       ---------------------------------------------------------

INSURANCE AMOUNT:

 

დაზღვევის ტერიტორია:                    ---------------------------------------------------------

TERRITORY OF INSURANCE:

 

გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობა:      ---------------------------------------

 PREMIUM:

 

დაზღვევის პერიოდი:                          ---------------------------------------------------------

PERIOD OF INSURANCE:

 

მზღვეველი/Insurer

დამზღვევი/Policyholder

დაზღვევის პირობებს გავეცანი და ვეთანხმები

I heve read and agreed to the insurance condition

------------------------------------

-----------------------------------------

ხელმოწერა/Signature                ბ.ა/Seal

ხელმოწერა/Signature                ბ.ა/Seal