დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41820 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 29/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016659 |
|
„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საფასურის გადამხდელი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ ტრანზიტულად გადაადგილებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) საქონლის გადაზიდვისას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალება) მფლობელი ან მძღოლი.“; ბ) მე-2 მუხლის 21 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. თუ ბარათების რეალიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართ (გადასარიცხ) თანხებზე გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები სრულად არის შესრულებული და ბარათების რეალიზატორი პირი ითხოვს ბარათების ახალი ოდენობის გადაცემას იმავე გარანტიით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბარათების რეალიზატორ პირს გადასცეს ბარათების ახალი ოდენობა.“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 30 დეკემბრიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები