„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11789
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 22/05/2024
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016745
11789
22/05/2024
ვებგვერდი, 24/05/2024
000000000.00.00.016745
„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №11789

2024 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანების მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ბარათების რეალიზატორ პირებზე 2024 წლის პირველ მაისამდე გაცემულ გზათსარგებლობის საფასურის ბარათებთან დაკავშირებით, უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტის კონტროლის ორგანიზაციის სამმართველომ.“.

2. „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 11 სექტემბრის №27256 ბრძანებით დამტკიცებული „გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის“ მე-5 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელს მომსახურების დეპარტამენტის მიერ ეგზავნება შეტყობინება გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის დავალიანების თაობაზე და მიეცემა 10 სამუშაო დღის ვადა დავალიანების დასაფარად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ იქნა დავალიანება გადახდილი, მომსახურების დეპარტამენტი გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის დავალიანების თაობაზე არსებულ დოკუმენტაციას უგზავნის დავების დეპარტამენტს, რომელიც დავალიანების ამოღების მიზნით მიმართავს სასამართლოს.“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის პირველი მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის უფროსი                                                         ლევან კაკავა