მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 020000000.22.024.016666
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/345
31/08/2020
ვებგვერდი, 31/08/2020
020000000.22.024.016666
მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/08/2020 - 30/11/2020)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/345

2020 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 10/06/2020, 020000000.05.001.019865) მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი (დანართი №2).
მუხლი 3
დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა (დანართი №3).
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა




                                                                                                  დანართი  №1

მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა

1. ვიზა (გარდა ელექტრონული ვიზისა);

2. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;

3. ლტოლვილთა მოწმობა;

4. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი;

5. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;

6. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (გარდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა);

7. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (გარდა ელექტრონული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა);

8. სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა სერტიფიკატი;

9. სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (გარდა ელექტრონული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა);

10. რეზიდენტობის ცნობა;

11. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი;

12. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (გარდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონული ფორმისა);

13. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი (გარდა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონული ფორმისა);

14. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმები (გარდა ელექტრონული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმებისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, 27-ე-274, 29-ე-31-ე, 43-ე და 49-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის სახეებისა);

15. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;

16. ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;

17. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონული ფორმისა, ქ.თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა);

18. დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული დაბადების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);

19. მამობის დადგენის მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული მამობის დადგენის მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);

20. ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული ქორწინების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);

21. განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული განქორწინების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);

22. შვილად აყვანის მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული შვილად აყვანის მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);

23. გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული გარდაცვალების მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);

24. სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა, აქტის ჩანაწერი (გარდა ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობისა/აქტის ჩანაწერისა);

25. პასპორტი;

26. პირადობის მოწმობა;

27. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობა;

28. პირადობის ნეიტრალური მოწმობა (ქართულ-აფხაზურენოვანი);

29. პირადობის ნეიტრალური მოწმობა (ქართულ-ოსურენოვანი);

30. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;

31. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობა;

32. საქართველოში დროებით მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობა;

33. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა;

34. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა, სალიცენზიო მოწმობის დანართი; 

35. სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობის დანართი;

36. ავტორიზებული აფთიაქის/ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკულისა) სანებართვო მოწმობა, ავტორიზებული აფთიაქის/ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკულისა) სანებართვო მოწმობის დანართი; 

37. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობა, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის დანართი;

38. სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობა, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარული დაწესებულების სანებართვო მოწმობის დანართი;

39. სახელმწიფო სერტიფიკატი;

40. სარეზიდენტო/რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი მოწმობა (პროფესიული განვითარების საბჭოს მოწმობა);

41. სუბსპეციალობის მოწმობა;

42. ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო მოწმობა;

43. რეგისტრაცია-აღნუსხვის მოწმობა;

44. ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

45. ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისა და მათში დაშავებულ პირთა შესახებ;

46. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი;

47. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი;

48. ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის ოქმი;

49. მძღოლის მოწმობის პლასტიკური ყდა;

50. მძღოლის მოწმობის ბლანკი;

51. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის პლასტიკური ყდა;

52. ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ბლანკი;

53. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;

54. საბანკო ლიცენზია;

55. საბანკო ფილიალის გახსნის შესახებ თანხმობა;

56. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე (საკრედიტო კავშირები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები) გასაცემი სალიცენზიო მოწმობა;

57. საფულე ჩეკი;

58. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის შესახებ დავალების აღრიცხვის წიგნი;

59. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი (გარდა სერტიფიკატის დანართისა); პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული დიპლომი; საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი;

60. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის (გარდა სერტიფიკატის დანართისა) დუბლიკატი; საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის –დიპლომის დუბლიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – პროფესიული დიპლომის დუბლიკატი; სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატი;

61. ხონის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა;

62. სამგზავრო ავიაბილეთები;

63. საბარგო ქვითრები (ავიაგადაზიდვისთვის);

64. ავტოპარკირების ქვითარი;

65. ლატარიის ბილეთები (მათ შორის, სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მატერიალურად დაბეჭდილი ბილეთები (გარდა ლატარიის სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართვის შემთხვევაში გამოყენებული ბილეთებისა);

66. სს „საქართველოს რკინიგზის“ გადასაგზავნი ზედნადები ინვენტარული ფარეხის ცარიელი ვაგონის გადაზიდვაზე (გუ-27პნ);

67. სს „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთის გადაზიდვის საგზაო უწყისი (გუ-29);

68. სს „საქართველოს რკინიგზის“ საგზაო უწყისი მარშრუტზე ან ვაგონთა ჯგუფზე (გუ-29 ბ);

69. სს „საქართველოს რკინიგზის“ კომბინირებული ქვითარი (გუ-57); 

70. სს „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო პარკის ვაგონების გარბენაზე საგზაო უწყისი (მგ №12- ვგ);

71. სს „საქართველოს რკინიგზის“ საბარგო ქვითარი (მგ №12-ბ);

72. სს „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბარგის ქვითარი (მგ №12- ტბ);

73. სს „საქართველოს რკინიგზის“ კომერციული აქტი (კა);

74. სს „საქართველოს რკინიგზის“ კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 11);

75. სს „საქართველოს რკინიგზის“ საბავშვო კომბინირებული დოკუმენტი (შიფრი 12);

76. სს „საქართველოს რკინიგზის“ შეღავათიანი სამგზავრო 50% დოკუმენტი (შიფრი 21);

77. სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთო კომბინირებული სამგზავრო დოკუმენტი (შიფრი 301);

78. სს „საქართველოს რკინიგზის“ ავტომატიზებული სისტემის სამგზავრო დოკუმენტი;

79. სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტი;

80. სს „საქართველოს რკინიგზის“ მოწმობა;

81. სს „საქართველოს რკინიგზის“ ელექტრომატარებლის მუყაოს სამგზავრო დოკუმენტი;

82. სს „საქართველოს რკინიგზის“ ელექტრომატარებლის ბლანკის სამგზავრო დოკუმენტი;

83. სს „საქართველოს რკინიგზის“ საბავშვო რკინიგზის მგზავრობის საბუთი;

84. სს „საქართველოს რკინიგზის“ ქვითარი (გუ-57 ა); 

85. სს „საქართველოს რკინიგზის“ მივლინების მოწმობა (ფორმა №12); 

86. სს „საქართველოს რკინიგზის“ საშვი (გუ-43); 

87. სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო (გუ-45); 

88. სს „საქართველოს რკინიგზის“ საერთო ფორმის აქტი (გუ-23); 

89. სს „საქართველოს რკინიგზის“ ერთჯერადი სამგზავრო ტალონი; 

90. სს „საქართველოს რკინიგზის“ დაგზავნის უწყისი; 

91. სს „საქართველოს რკინიგზის“ ზედნადები სმგს (კომპლექტი); 

92. სს „საქართველოს რკინიგზის“ დამატებითი მომსახურების დარიცხვის ბარათი; 

93. სს „საქართველოს რკინიგზის“ შესწორების ვაუჩერი; 

94. საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი;

95. შპს „ჯორჯიან ეარვეისის” სხვადასხვა მოსაკრებლის ქვითარი;

96. შპს „ჯორჯიან ეარვეისის” ზენორმატიული ბარგის ქვითარი;

97. შპს „საქართველოს ფოსტის” საქვითრო რვეული ფ. №5 (მიღებული ფულადი გზავნილების ჩასაწერად (4- და 20-ქვითრიანი));

98. აკრედიტაციის მოწმობა;

99. შპს „კინოსტუდია აისის“ ბილეთები;

100. ააიპ „ახალციხის ციხის“ კომპლექსში შესასვლელი გასაყიდი ბილეთი;

101. შპს „თბილისი ენერჯის“ აქტი – ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ;

102. შპს „ჩირაღდანი-XXI საუკუნის“ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) აქტი;

103. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის" ავტობუსის სამგზავრო მრავალჯერადი გამოყენების ბილეთი;

104. შპს ფირმა „ჭალა-საყდრის“ ავტოსამგზავრო ბილეთი;

105. ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტური (ფიზიკური პირის სახელით);

106. ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტური (ფიზიკური პირის სასარგებლოდ);

107. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიში;

108. გზათსარგებლობის საფასურის ბარათი;

109. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა;

110. საავადმყოფო ფურცელი;

111. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს „ადგილზე შემოწმების ოქმი“;

112. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს „შესაბამისობის ფირნიში“; 

113. შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანის“ ერთჯერადი სამგზავრო ბილეთი; 

114. შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანის“ უფასოდ მგზავრობის ბილეთი.

 

                                                                                                                  დანართი №2

მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას,  „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო), სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შექმნილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.

2. სამართალსუბიექტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის სააგენტოს წარუდგინონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ენის სისწორის თვალსაზრისით შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ნიმუშები (პროექტები) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ენის სისწორის თვალსაზრისით შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).

3. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე და მას სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.               

4. სამართალსუბიექტებს უფლება აქვთ სააგენტოს რეგისტრაციისათვის წარუდგინონ  ამ ბრძანებით დამტკიცებულ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში“ (დანართი №1) შემავალი მკაცრი აღრიცხვის ფორმებისაგან განსხვავებული, განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის. სააგენტოს მიერ აღნიშნული ფორმების რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი აისახება ამ ბრძანებით დამტკიცებულ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში“ (დანართი №1).

5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის ცვლილება ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, სააგენტოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

 

მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ეტაპები

1. სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას ახორციელებს სამართალსუბიექტის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ წერილობითი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. სააგენტო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს განცხადების რეგისტრაციით და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით.

2. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს;

ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ.

3. განცხადებას მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ თან უნდა ერთოდეს:

ა) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუში გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით;

ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნა მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშის (პროექტის) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამართალსუბიექტი კანონის თანახმად გათავისუფლებულია მომსახურების საფასურის გადახდისაგან).

4. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის განცხადება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის თაობაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს:

ა) სათანადო არგუმეტაციას, თუ რატომ ვერ გამოიყენებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი საკონტროლო-სალარო აპარატს;

ბ) დასაბუთებას, წარმოდგენილი ნიმუშის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისათვის მიკუთვნების თაობაზე.

5. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით წარედგინება მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველ კომისიას.

6. მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე სააგენტო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში რეგისტრაციაში ატარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმას ან კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოტივირებულ უარს ამბობს რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, მათ შორის, შეიძლება გახდეს წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამცავი ნიშნების არასაკმარისი რაოდენობა, მათი რეგისტრაციაში გატარების და, შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხაში შეტანის მიზანშეუწონლობა (მათ შორის, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებისაგან თავის არიდების შემთხვევაში).

7. სააგენტო წერილობით (შესაძლებელია ელექტრონული გზით) აცნობებს განმცხადებელს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

8. სააგენტოში წარმოდგენილ და სააგენტოს მიერ გაცემულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა.

           

მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერი

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმას ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება ხდება სპეციალურ, ელექტრონული ფორმით წარმოებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალში, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:

ა) ჩანაწერის რიგითი ნომერი;

ბ) ფორმის დასახელება;

გ) სააგენტოს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი;

დ) რეგისტრაციის თარიღი;

ე) ფორმის კატეგორია;

ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი;

ზ) სამართალსუბიექტის დასახელება;

თ) შენიშვნა.

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერში აისახება მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი, რასაც ტირეს შემდეგ მოსდევს რეგისტრაციის ოთხნიშნა რიგითი ნომერი მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისად.

 4. სააგენტოში რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს”.   

 

მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმება, ხელახალი რეგისტრაცია

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს სააგენტო მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე.

2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებია:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხიდან ამოღება;

ბ) რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების შეტანა (ხელახალი რეგისტრაცია);

გ) სხვა გარემოებების წარმოშობისას მიღებული გადაწყვეტილება მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრციის გაუქმების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სამართალსუბიექტი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სააგენტოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

4. რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების (გარკვეული რეკვიზიტების, ფორმის, ზომის, დამცავი ნიშნების რაოდენობის და სხვა) შეტანის შემთხვევაში, სააგენტო აუქმებს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის წინა რეგისტრაციას (გარდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა) და წინამდებარე წესის საფუძველზე ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ხელახალ რეგისტრაციას.

 

დანართი  3

მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა

 

რიგითი

ფორმის  დასახელება

რეგისტრაციის ნომერი

რეგისტრაციის 

თარიღი

ფორმის 

კატეგორია

ოქმის 

ნომერი

სამართალსუბიექტის  

დასახელება

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


16. 06/11/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/391 - ვებგვერდი, 07/11/2024 15. 03/07/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/258 - ვებგვერდი, 03/07/2024 14. 20/06/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/230 - ვებგვერდი, 21/06/2024 13. 24/01/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/33 - ვებგვერდი, 25/01/2024 12. 28/11/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/469 - ვებგვერდი, 04/12/2023 11. 23/08/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/334 - ვებგვერდი, 24/08/2023 10. 11/08/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/314 - ვებგვერდი, 14/08/2023 9. 25/05/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/203 - ვებგვერდი, 29/05/2023 8. 19/10/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/444 - ვებგვერდი, 21/10/2022 7. 06/07/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - № 1-1/293 - ვებგვერდი, 08/07/2022 6. 22/02/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/80 - ვებგვერდი, 24/02/2022 5. 24/12/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/576 - ვებგვერდი, 28/12/2021 4. 30/11/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/510 - ვებგვერდი, 02/12/2021 3. 08/06/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/233 - ვებგვერდი, 10/06/2021 2. 20/04/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/161 - ვებგვერდი, 22/04/2021 1. 30/11/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/511 - ვებგვერდი, 01/12/2020