დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/5 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/01/2025 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.22.024.016892 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს № 1-1/345 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.22.024.016666) დამტკიცებული:
1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) 59-ე და მე-60 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „59. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი; სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ატესტატი; სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ატესტატი; ვეტერინარის სერტიფიკატი; 60. საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დუბლიკატი; სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - სერტიფიკატის დუბლიკატი;”. 2. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ (დანართი №2): ა) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამართალსუბიექტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის სააგენტოს წარუდგინონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ენის სისწორის თვალსაზრისით შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ნიმუშები (პროექტები) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ენის სისწორის თვალსაზრისით შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები). 3. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე და მას სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“; ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასკვნა მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშის (პროექტის) შეთანხმების თაობაზე, შესაბამის ნიმუშთან (პროექტთან) ერთად;“. |
მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები