დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/510 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.22.024.016713 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.22.024.016666) დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონული ფორმისა, ქ. თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონული ფორმისა).“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 30 დეკემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები