დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/203 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.22.024.016802 |
|
მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს № 1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს № 1-1/345 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.22.024.016666) დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი № 1) 59-ე და მე-60 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„59. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ცალკეული მოდულებით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევის სერტიფიკატი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი (გარდა სერტიფიკატის დანართისა); პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი; საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი; ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი; ვეტერინარის სერტიფიკატი (გარდა სერტიფიკატის დანართისა); 60. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის (გარდა სერტიფიკატის დანართისა) დუბლიკატი; საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დუბლიკატი; სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატი; ვეტერინარის სერტიფიკატის (გარდა სერტიფიკატის დანართისა) დუბლიკატი;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები