„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 1-1/33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 24/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 020000000.22.024.016844
1-1/33
24/01/2024
ვებგვერდი, 25/01/2024
020000000.22.024.016844
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/33

2024 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

 

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს № 1-1/345 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.22.024.016666) დამტკიცებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"17. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონული ფორმისა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, ქ. თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონული ფორმისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონული ფორმისა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი