საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ

საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016204
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-72
23/04/2020
ვებგვერდი, 24/04/2020
480610000.22.030.016204
საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/04/2020 - 16/07/2025)

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-72

2020 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

 

საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ

,,საკონსულო საქმიანობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის 21-ე  მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის  (ბინადრობის)  მოწმობისა  და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) საკონსულო   აღრიცხვაზე   დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის თანდართული წესი (დანართი №1);

ბ) საკონსულო აღრიცხვის ბარათი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) (დანართი №2);

გ) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადების ფორმა (დანართი №3);

დ) მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო  ჟურნალი (დანართი №4);

ე) მატერიალური ფორმის სარეგისტრაციო  ჟურნალის შევსების წესი (დანართი №5);

ვ) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ ელექტრონული განცხადების ფორმა (დანართი №6);

ზ) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადების შევსების წესი (დანართი №7);

თ) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადების ფორმა (დანართი №8);

ი) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადების შევსების წესი (დანართი №9).

 

2. ძალადაკარგულად   გამოცხადდეს   „საკონსულო   აღრიცხვაზე   დაყენებისა   და   საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის №241 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი