„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-644
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016372
01-644
16/07/2025
ვებგვერდი, 17/07/2025
480610000.22.030.016372
„საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-644

2025 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის №01-72 ბრძანებაში  (ვებგვერდი,  24/04/2020, სარეგისტრაციო კოდი: 480610000.22.030.016204) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის: 
ა) მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საკონსულო აღრიცხვაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი (შემდგომში – უფლებამოსილი თანამდებობის პირი) – საკონსულო თანამდებობის პირი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკური პირების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასა და მოხსნას;“;

ბ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. იმ შემთხვევაში, როდესაც გამარტივებული ფორმით ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით განხორციელდა მიმართვა არაუფლებამოსილ საკონსულო დაწესებულებაზე, განცხადება დეპარტამენტის დახმარებით, ქვემდებარეობით გადაეგზავნება უფლებამოსილ საკონსულო დაწესებულებას, რაც ასევე უნდა ეცნობოს განმცხადებელს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი