საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016696
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
26/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
140130000.22.034.016696
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/01/2018 - 21/03/2018)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №4

2018 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
1. განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (გარდა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო  პოლიციისა) წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №1);

2. განისაზღვროს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო  პოლიციაში (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე  მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №2).

მუხლი 2
1.  განისაზღვროს საზღვარგარეთ      საქართველოს     დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა   და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები  თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №3).

2. განისაზღვროს სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები  თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №4).

მუხლი 3
1. თანდართული დანართის შესაბამისად განისაზღვროს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისთვის სახელფასო დანამატის დაწესებისთვის სავალდებულო კრიტერიუმები და დანამატის ოდენობა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ ბრძანების სხვა მუხლებში (დანართი №5).

2. ზამთრისა და ზაფხულის საკურორტო სეზონის განმავლობაში ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) გადაწყვეტილებით სხვადასხვა შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისთვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით ქვეყნის მასშტაბით მივლინებულ მოსამსახურებს, დამატებითი ანაზღაურების მიზნით მინისტრის გადაწყვეტილებით, მივლინების პერიოდში შესაძლებელია დაუწესდეთ სახელფასო დანამატი, არა უმეტეს 600 ლარისა.

3. საქართველოს მასშტაბით, კონფლიქტური ზონების გასწვრივ მომუშავე სამინისტროს მოსამსახურეებს მინისტრის გადაწყვეტილებით დამატებითი ანაზღაურების მიღების მიზნით შესაძლებელია დაუწესდეთ სახელფასო დანამატი არაუმეტეს 200 ლარისა.

4. მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენის, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის შემთხვევაში, მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების მიღების მიზნით მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაიცეს დანამატი არაუმეტეს მისი თანამდებობრივი სარგოს 200%-ისა. 

მუხლი 4
1. სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა, გარდა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვროს 33 (ოცდაცამეტი) ლარის ოდენობით.

2. სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვროს 32 (ოცდათორმეტი) ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის II სამმართველოს III განყოფილების III ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვროს  48  (ორმოცდარვა)  ლარის ოდენობით.

4. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მივლენილ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი სარგოს გაცემის წესი და ოდენობა განისაზღვროს მინისტრის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 5
1. დაუწესდეს სამხედრო ან სპეციალური  წოდების მქონე მოსამსახურეს (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) სამხედრო ან სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე  – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 15%;

დ) 10 წელი და მეტი – 20%.

2. დაუწესდეს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამხედრო ან სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 1-დან 2 წლამდე  – 5%;

ბ) 2-დან 5 წლამდე – 10%;

გ) 5-დან 10 წლამდე – 15%;

დ) 10-დან 15 წლამდე – 20%;

ე) 15 წელი და მეტი – 25%.

3. საჯარო მოხელესა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურე – სამოქალაქო პირს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში მინისტრის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამინისტროს სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის  პერიოდი.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.

5. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია, ცნობა ან წელთა ნამსახურობის შესახებ ამონაწერი წარუდგინოს  სამინისტროს შესაბამის საფინანსო სამსახურს.

6. სამინისტროს შესაბამისმა საფინანსო სამსახურებმა ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვა განახორციელონ შესაბამისი ცნობის (ამონაწერის) მიღების მომენტიდან ან/და წარმოდგენილი ცნობით გათვალისწინებული თარიღიდან.

მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანება.
მუხლი 7
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ  სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია




დანართი №1

სამინისტროს მოსამსახურეთა (გარდა სასაზღვრო პოლიციისა)  წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები

 

სამხედრო ან სპეციალური წოდება

წოდებრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

1

გენერალ-პოლკოვნიკი

120

2

გენერალ-ლეიტენანტი

110

3

გენერალ-მაიორი

100

4

ბრიგადის გენერალი

80

5

პოლკოვნიკი

70

6

ვიცე-პოლკოვნიკი

60

7

მაიორი

50

8

კაპიტანი

40

9

უფროსი ლეიტენანტი

30

10

ლეიტენანტი

25

11

უმცროსი ლეიტენანტი

20

12

სერჟანტ-ლეიტენანტი

15

13

მთავარი სერჟანტი

11

14

ბრიგადის სერჟანტი

10

15

ბატალიონის სერჟანტი

9

16

მასტერ სერჟანტი, ზემდეგი

7

17

უფროსი სერჟანტი

6

18

სერჟანტი

5

19

უმცროსი სერჟანტი

4

20

კაპრალი, პოლიციის რიგითი

3

დანართი №2

სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთები

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდება

წოდებრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი (ლარი)

გენერალ-ლეიტენანტი

110

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი 

100

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი 

70

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი 

60

მაიორი, III რანგის კაპიტანი 

50

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი 

40

უფროსი ლეიტენანტი 

30

ლეიტენანტი 

25

უმცროსი ლეიტენანტი 

20

მასტერ-სერჟანტი, მასტერ-მიჩმანი 

7

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი 

6

სერჟანტი, მიჩმანი 

5

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი 

4

კაპრალი, საზღვაო კაპრალი 

3

დანართი №3

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები

დასახელება

უცხოური 

ვალუტის 

დასახელება

ხარჯის დასახელება

ანაზღაურების ნორმა

სამედიცინო დაზღვევა

ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა

განთავსების ხარჯი

შენახვის ხარჯი

სულ

1

პოლიციის ატაშე ავსტრიის რესპუბლიკაში

ევრო

2550

438

180

1500

325

4993

2

პოლიციის ატაშე აზერბაიჯანის

 რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1650

438

180

1250

100

3618

3

პოლიციის ატაშე ბელორუსში

აშშ დოლარი

2050

438

180

1250

200

4118

4

პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში

ევრო

2550

438

180

1500

325

4993

5

პოლიციის ატაშე თურქეთის 

რესპუბლიკაში

ევრო

2250

438

180

1500

250

4618

6

პოლიციის ატაშე უკრაინაში

აშშ დოლარი

2050

438

180

1500

200

4368

7

პოლიციის ატაშე გერმანიის 

ფედერაციულ რესპუბლიკაში

ევრო

2550

438

180

1500

325

4993

8

პოლიციის ატაშე საფრანგეთის 

რესპუბლიკაში

ევრო

2550

438

180

1500

325

4993

9

პოლიციის ატაშე სომხეთის

 რესპუბლიკაში

აშშ დოლარი

1650

438

180

1250

100

3618

10

პოლიციის ატაშე საბერძნეთის

 რესპუბლიკაში

ევრო

2550

438

180

1500

325

4993

11

პოლიციის ატაშე პოლონეთის

 რესპუბლიკაში

ევრო

2550

438

180

1500

325

4993

12

პოლიციის ატაშე შვედეთის სამეფოში

ევრო

2800

    438

180

1750

325

5493

13

პოლიციის ატაშე იტალიის 

რესპუბლიკაში

ევრო

2550

    438

180

1500

325

 4993

შენიშვნა:

1. სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხარჯები

ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის  სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული ხელშეკრულების წარდგენა, ასევე ყოველკვარტალურად დაზღვევის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარდგენა. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება წინასწარ, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა.

2. განთავსების ხარჯები

ა) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსების ხარჯის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა ბინის ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული ხელშეკრულების, ასევე ბინის ქირის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარდგენა ყოველკვარტალურად; 

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება წინასწარ, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით  გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომა) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.

3. შენახვის ხარჯები

შენახვის ხარჯების ნორმა მოიცავს ოფისის მოწყობისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობის (საკომუნიკაციო) ექსპლუატაციის ხარჯებს.

4.  მოკლევადიანი მივლინება

მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება ადგილსამყოფელი ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ წინასწარ უნდა ეცნობოს კოორდინატორ სტრუქტურულ ერთეულს. შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცერს აუნაზღაურდება მგზავრობისა (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) და განთავსების ხარჯები. მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ხოლო განთავსების ხარჯი ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.  მგზავრობის ხარჯი

 წელიწადში ერთხელ კუთვნილი შვებულების მგზავრობის ხარჯებს (ეკონომკლასის  სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად) პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცერს სამინისტრო აუნაზღაურებს მხოლოდ საქართველოს მიმართულებით და უკან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ხოლო  პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცრის მოთხოვნის საფუძველზე, მათი ოჯახის წევრებს – ასევე წელიწადში ერთხელ, ნებისმიერ დროს.

6. დამატებითი ხარჯი

ა) დასაბუთებული მოთხოვნებისა და კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულის შუამდგომლობით  დამატებითი თანხის გამოყოფა ხორციელდება:

ა.ა) საოფისე ინვენტარის, მოწყობილობებისა და  სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, ასევე ატაშეზე ან/და მეკავშირე ოფიცერზე მიმაგრებული სატრანსპორტო საშუალებისათვის საბურავების შესაძენად;

ა.ბ) საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში დამატებით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახდელების დადასტურება ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით;

გ) თუ თანხის ოდენობა აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს, ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,   ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო თუ თანხის ოდენობა არ აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად.  

 7. როტაცია

ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცერს  უნაზღაურდება შემდეგი სახის პირველადი მოწყობის ხარჯები:

ა.ა)  ბინის დაქირავებამდე გასაწევი ხარჯები (სასტუმრო და სხვა ხარჯები, არაუმეტეს 10 დღისა) – ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ა.ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული:   

ა.ბ.ა) მაკლერის და სხვა შესაბამისი ხარჯები, რომელიც ანაზღაურდება ხელშეკრულების დამადასტურებელი ორიგინალი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ, ხოლო ანაზღაურების შემდგომ პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი ვალდებული არიან, წარადგინონ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი);  

ა.ბ.ბ) ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხა, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების წინაპირობები გათვალისწინებულია წარდგენილი ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით; 

ბ) სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ხარჯები (საოფისე ინვენტარისა და სხვა შესაბამისი ხარჯი) ანაზღაურდება სამინისტროს მიერ წინასწარ, რომლის ანგარიშგებასაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის პოლიციის ატაშე ან/და მეკავშირე ოფიცერი ახორციელებს საჭირო შესყიდული საქონლის შეძენის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენით;

გ) თუ თანხის ოდენობა აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,   ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო თუ თანხის ოდენობა არ აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად.

8. მივლინებული პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრისთვის, ასევე მათი ოჯახის თითოეული წევრისთვის მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯის ანაზღაურება

 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცერს, ასევე მათი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდება:

ა) როტაციის წესით, როგორც სამუშაო მივლინების, აგრეთვე სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები);

ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არაუმეტეს 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არაუმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200%-ისა.

9.  თანხის დაბრუნება

 ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში როტაციის წესით მივლინებული პოლიციის ატაშე და მეკავშირე ოფიცერი (გარდა სასაზღვრო პოლიციისა) ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში ვალდებულია, გამოწვევის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს ზედმეტად ჩარიცხული თანხის (ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ნორმები) დაბრუნება ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების გამოკლებით. თანხა დაბრუნებული უნდა იქნეს იმ ვალუტით, რომლითაც განხორციელდა ჩარიცხვა.   

ბ) როტაციის წესით მივლინებული პოლიციის ატაშეს/მეკავშირე ოფიცრის ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო), ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების (სამედიცინო დაზღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა) ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის დაკისრებული ჯარიმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხა, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ ანაზღაურდება: 1000 ევროზე/აშშ დოლარზე მეტი ოდენობით – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო 1000 ევროზე/აშშ დოლარზე ნაკლები ოდენობით – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად.

10. წინასწარი ანაზღაურებ

ამ დანართით განსაზღვრული გრძელვადიანი მივლინებისა და შენახვის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება წინასწარ, საქართველოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იმ საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, რომლის მონაცემებიც იქნება მიწოდებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის.

11. ოფიციალურად თარგმნისა და დამოწმების  ხარჯების ანაზღაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ამ დანართით გათვალისწინებული თარგმნისა და  ოფიციალურად დამოწმების ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  

 დანართი №4

სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური დანამატის ნორმები

დასახელება

უცხოური

ვალუტის

დასახელება

ხარჯების დასახელება

ანაზღაურების ნორმები

სამედიცინო დაზღვევა

განთავსების ხარჯი

შენახვის ხარჯი

სულ

 

სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ნორთვუდის (დიდი ბრიტანეთი) საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბში

ფუნტი

1650

438

1500

262

3850

შენიშვნა:

გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ამ დანართით განსაზღვრული დანამატი ჩაირიცხება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იმ საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, რომლის მონაცემებიც იქნება მიწოდებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის.

1. სამედიცინო დაზღვევის ხარჯები

ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სამედიცინო დაზღვევის ასანაზღაურებლად სავალდებულოა, სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერმა უზრუნველყოს სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებისა  და დაზღვევის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) ორიგინალის წარმოდგენა ყოველკვარტალურად. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა.

2. განთავსების ხარჯები

ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსების ხარჯის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა ბინის ქირავნობის დამადასტურებელი ორიგინალი და ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების წარმოდგენა და ბინის ქირის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი)  წარმოდგენა ყოველკვარტალურად.

ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით  გათვალისწინებული ოდენობისა.  სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) სასაზღვრო პოლიციის უფროსის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომა) ოდენობა და ამ თანხების გადახდის პირობები.

3. შენახვის ხარჯები

შენახვის ხარჯების ნორმა მოიცავს ოფისისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობის (საკომუნიკაციო საშუალებები) ექსპლუატაციის ხარჯებს.

4.  მოკლევადიანი მივლინება

ადგილსამყოფელი ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. სათანადო ბრძანების გამოცემის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერს აუნაზღაურდება მგზავრობისა (ეკონომკლასის  სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) და განთავსების ხარჯები. მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ხოლო განთავსების – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.  კუთვნილი შვებულება

კუთვნილი შვებულებისას მგზავრობის ხარჯებს (ეკონომკლასის  სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად) სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერსა და მისი ოჯახის წევრებს წელიწადში ერთხელ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია აუნაზღაურებს მხოლოდ საქართველოს მიმართულებით და უკან, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.

6. დამატებითი ხარჯი

ა) დასაბუთებული მოთხოვნების შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შუამდგომლობით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე:

ა.ა) ხორციელდება საოფისე ინვენტარის, ტექნიკური, საკომუნიკაციო და  სატრანსპორტო საშუალებების და საბურავების შესაძენად, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დასაზღვევად დამატებითი თანხების გამოყოფა;

ა.ბ) აგრეთვე საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში შესაძლებელია  დამატებით გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსებაც;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახდელების დადასტურება ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული გადასახდელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით.

7. როტაცია

როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უნაზღაურდება პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს:

ა)  ბინის დაქირავებამდე გასაწევ ხარჯებს (სასტუმრო და სხვა ხარჯები, არაუმეტეს 10 დღისა) – ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს:

ბ.ა) მაკლერის და სხვა შესაბამის ხარჯებს, რომელიც ანაზღაურდება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ორიგინალების წარმოდგენის შემთხვევაში;

ბ.ბ) ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხას, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების პირობები გათვალისწინებულია ბინის ქირავნობის წარმოდგენილი ხელშეკრულებით;

გ) სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ხარჯები (საოფისე ინვენტარისა და სხვა შესაბამისი ხარჯები) ანაზღაურდება სასაზღვრო პოლიციის მიერ წინასწარ,  რომლის ანგარიშგებას სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერი ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის  საჭირო საქონლის შეძენის დამადასტურებელი  დოკუმენტაციის ორიგინალის წარმოდგენით.

8. მივლინებული სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის, ასევე მისი ოჯახის თითოეული წევრის მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯების ანაზღაურება

მივლინებულ სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცერს, ასევე მისი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდება:

ა) როგორც როტაციის წესით სამუშაო მივლინების, ასევე სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები);

ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არაუმეტეს 80 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არაუმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200%-ისა.

დანართი №5

სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სხვა დანამატები

1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, რომლებიც ქვედანაყოფებთან ერთად გასული არიან მუდმივი დისლოკაციის (დაბანაკების) პუნქტის გარეთ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებში, ბანაკებში, პოლიგონებზე, სათადარიგო აეროდრომებზე, მანევრებსა და წვრთნებზე ამოცანათა დამუშავებისათვის, ახალი სპეციალური ტექნიკის შესწავლისა და ათვისებისათვის (მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით) ყოველდღიური ანაზღაურების სახით ეძლევათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ოდენობით.

2. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორს (მრჩეველი) დაუწესდეს თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი 820 ლარის ოდენობით.

3.  სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების უფროსს (ექიმი), მთავარ სპეციალისტებს (ექიმი-თერაპევტი) და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური ქვედანაყოფების (სამმართველოები) წამყვან სპეციალისტებს (ექიმი, ექიმი-თერაპევტი და ექიმი-სტომატოლოგი) დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი 215 ლარის ოდენობით.

4.  სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და მფრინავთა შემადგენლობას თანამდებობრივ სარგოზე ეძლევათ დანამატი შემდეგი ოდენობით:

თანამდებობა

დანამატი (ლარი)

მთავარი სამმართველოს უფროსი (მფრინავი)

3750

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში (მფრინავი)

3500

ესკადრილიის მეთაური (მფრინავი)

2700

ესკადრილიის მეთაურის მოადგილე (მფრინავი-ინსტრუქტორი)

2500

განყოფილების უფროსი (მფრინავი)

2300

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საინჟინრო-საავიაციო დარგში (უფროსი ბორტინჟინერი)

2000

ქვეგანყოფილების უფროსი (მფრინავი)

1800

მთავარი სპეციალისტი (მფრინავი), მთავარი სპეციალისტი (მფრინავი-ნავიგატორი)

1625

წამყვანი სპეციალისტი (მფრინავი), ცენტრის უფროსი (ბორტინჟინერი)

1500

განყოფილების უფროსი (ბორტინჟინერი)

1100

განყოფილების უფროსის მოადგილე (ხარისხის მართვის ინჟინერი, ბორტინჟინერი)

1000

მთავარი სპეციალისტი (ბორტტექნიკოსი-ინსტრუქტორი), მთავარი სპეციალისტი (საფრენი აპარატების ექსპლუატაციის ინჟინერი, ბორტტექნიკოსი), მთავარი სპეციალისტი (ხარისხის მართვის ინსპექტორი, ბორტტექნიკოსი)

900

წამყვანი სპეციალისტი (ბორტტექნიკოსი), წამყვანი სპეციალისტი (ბორტმექანიკოსი-ოპერატორი)

850

5. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს: საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების შემოწმების და შეკეთების განყოფილებისა და საფრენი აპარატების ტექნიკური ექსპლუატაციის განყოფილების თანამშრომლებს დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი შემდეგი ოდენობით:

თანამდებობა

დანამატი (ლარი)

განყოფილების უფროსი (უფროსი ინჟინერი)

365

მთავარი სპეციალისტი (ინჟინერი, უფროსი ტექნიკოსი)

490

წამყვანი სპეციალისტი (ექსპლუატაციის ტექნიკოსი, ტექნიკოსი)

455

6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით ეძლევა შემდეგი დანამატი:

ა) სამაშველო-სამძებრო ოპერაციებში მონაწილეობისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 2 ლარი;

ბ) ზღვაში სასაზღვრო პოლიციური ოპერაციის ჩატარებისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის –  1 ლარი;

გ)  საქართველოს საზღვაო სივრცეში პატრულირებისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 2 ლარი;

დ) პატრულირების შეზღუდული მზადყოფნის რეჟიმში ბაზაში დგომის ყოველი ერთი საათისათვის – 0.50 ლარი;

ე) ზღვაში ყოფნის ყველა სხვა შემთხვევაში (წვრთნები, მანევრები და სხვ.) ყოველი ერთი საათისათვის – 0.50 ლარი.

7. სასაზღვრო პოლიციის  მოსამსახურეს ყოველი ერთი საათის განმავლობაში წყალქვეშ შესრულებული სამუშაოსათვის ეძლევა დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 10 მეტრ სიღრმემდე – 50 ლარი;

ბ) 10 მეტრზე და უფრო ღრმად – 100 ლარი.


27. 26/02/2026 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 24 - ვებგვერდი, 27/02/2026 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 26/01/2026 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 3 - ვებგვერდი, 27/01/2026 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 25/08/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 77 - ვებგვერდი, 26/08/2025 24. 27/01/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 4 - ვებგვერდი, 28/01/2025 23. 17/01/2025 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1 - ვებგვერდი, 20/01/2025 22. 27/12/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 92 - ვებგვერდი, 30/12/2024 21. 08/07/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 51 - ვებგვერდი, 09/07/2024 20. 26/03/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 15 - ვებგვერდი, 27/03/2024 19. 09/02/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 5 - ვებგვერდი, 09/02/2024 18. 19/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 74 - ვებგვერდი, 21/09/2023 17. 27/04/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 25 - ვებგვერდი, 28/04/2023 16. 28/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 132 - ვებგვერდი, 29/12/2022 15. 27/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 130 - ვებგვერდი, 28/12/2022 14. 04/11/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 105 - ვებგვერდი, 04/11/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 25/02/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 23 - ვებგვერდი, 25/02/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 19/03/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 15 - ვებგვერდი, 20/03/2020 11. 12/06/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 49 - ვებგვერდი, 13/06/2019 10. 27/11/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 133 - ვებგვერდი, 27/11/2018 9. 21/11/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 130 - ვებგვერდი, 22/11/2018 8. 22/10/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 118 - ვებგვერდი, 23/10/2018 7. 28/09/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 113 - ვებგვერდი, 02/10/2018 6. 18/09/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 97 - ვებგვერდი, 18/09/2018 5. 20/08/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 93 - ვებგვერდი, 20/08/2018 4. 11/07/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 77 - ვებგვერდი, 12/07/2018 3. 11/07/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 76 - ვებგვერდი, 12/07/2018 2. 21/06/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 71 - ვებგვერდი, 22/06/2018 1. 21/03/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 41 - ვებგვერდი, 22/03/2018