„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016767
76
11/07/2018
ვებგვერდი, 12/07/2018
140130000.22.034.016767
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №76

2018 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016696) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ №5 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და მფრინავთა შემადგენლობას თანამდებობრივ სარგოზე ეძლევათ დანამატი შემდეგი ოდენობით:

თანამდებობა

დანამატი (ლარი)

მთავარი სამმართველოს უფროსი (მფრინავი)

3750

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში (მფრინავი)

3500

ესკადრილიის მეთაური (მფრინავი)

2700

ესკადრილიის მეთაურის მოადგილე (მფრინავი-ინსტრუქტორი)

2500

განყოფილების უფროსი (მფრინავი)

2300

მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საინჟინრო-საავიაციო დარგში (უფროსი ბორტინჟინერი)

2000

ქვეგანყოფილების უფროსი (მფრინავი)

1800

მთავარი სპეციალისტი (მფრინავი), მთავარი სპეციალისტი (მფრინავი-ნავიგატორი)

1625

წამყვანი სპეციალისტი (მფრინავი), ცენტრის უფროსი (ბორტინჟინერი)

1500

განყოფილების უფროსი (ბორტინჟინერი)

1100

განყოფილების უფროსის მოადგილე (ხარისხის მართვის ინჟინერი, ბორტინჟინერი)

1000

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ბორტტექნიკოსი-ინსტრუქტორი), მთავარი სპეციალისტი (საფრენი აპარატების ექსპლუატაციის ინჟინერი, ბორტტექნიკოსი), მთავარი სპეციალისტი (ხარისხის მართვის ინსპექტორი, ბორტტექნიკოსი)

900

  წამყვანი სპეციალისტი (ბორტტექნიკოსი), წამყვანი სპეციალისტი (ბორტმექანიკოსი-ოპერატორი)

850

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია