„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017479
51
08/07/2024
ვებგვერდი, 09/07/2024
140130000.22.034.017479
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №51

2024 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2018, 140130000.22.034.016696) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებულ №5 დანართის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტებს (ექიმი-თერაპევტი) და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური ქვედანაყოფების (სამმართველოები) წამყვან სპეციალისტებს (ექიმი, ექიმი-თერაპევტი და ექიმი-სტომატოლოგი) დაუწესდეთ თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი 215 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს (გარდა სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის (სამმართველო) მოსამსახურისა) მის მიერ სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) ჩატარებული სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის ყოველი ერთი საათისათვის ეძლევა დანამატი 40 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური