დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017291 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2018, 140130000.22.034.016696) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით, ეძლევა შემდეგი დანამატი: ა) ძებნა-გადარჩენის ოპერაციებში მონაწილეობისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 3 ლარი; ბ) ზღვაში სასაზღვრო პოლიციური ოპერაციის ჩატარებისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 1 ლარი; გ) საქართველოს საზღვაო სივრცეში პატრულირებისას ზღვაში ყოფნის ყოველი ერთი საათისათვის – 3 ლარი; დ) პატრულირების შეზღუდული მზადყოფნის რეჟიმში ბაზაში დგომის ყოველი ერთი საათისათვის – 1 ლარი; ე) ზღვაში ყოფნის ყველა სხვა შემთხვევაში (წვრთნები, მანევრები და სხვ.) ყოველი ერთი საათისათვის – 1 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები