დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017212 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/01/2018, 140130000.22.034.016696) დამტკიცებული დანართი №3-ის შენიშვნის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის, სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის ან მათ მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში იმავე ქვეყანაში მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის დროებით გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების შენახვა-უსაფრთხოების ხარჯების (პარკირება, დაზღვევა და სხვა შესაბამისი ხარჯები) ანაზღაურება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს/საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირის მომართვის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 25 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები