ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 511
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020231
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
511
01/12/2017
ვებგვერდი, 12/12/2017
300160070.10.003.020231
ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/12/2017 - 03/07/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №511

2017 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები.“.
მუხლი 2
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულმა ინსპექტირების ცენტრებმა უზრუნველყონ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და  მე-12 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნების დაკმაყოფილება 2018 წლის 1 ივლისამდე.

2. 2018 წლის 1 ივლისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა,  ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი და მე-12 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი

 

ტექნიკური რეგლამენტი

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები


თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის (შემდგომში – ინსპექტირების ცენტრი) შენობა-ნაგებობები, აღჭურვილობა და პერსონალი.

2. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. რეგლამენტის მიზანია:

ა) ინსპექტირების ცენტრების მიმართ ერთგვაროვანი მოთხოვნების ჩამოყალიბება;

ბ) საგზაო ტრანსპორტის ნაწილში საქართველოში მოქმედი სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება;

გ) ინსპექტირების ცენტრების მომსახურების ხარისხის და ობიექტურობის უზრუნველყოფა.

მუხლი 2. რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ამ რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონსტრუქციული სიჩქარე – ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული, სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე;

ბ) ტესტირების ხაზი – პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისათვის განკუთვნილი ხაზი, რომელიც უზრუნველყოფილია ამ რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობითა და მოწყობილობებით;

გ) ტესტირების ხაზის ტიპები – 3.500 კგ-ზე მეტი დაუტვირთავი მასის მძიმე წონიანი ავტომობილების ტესტირების ხაზი (HV) და არაუმეტეს 3.500 კგ დაუტვირთავი მასის მსუბუქი ავტომობილების ტესტირების ხაზი (LV).

დ) მონიშვნის ხაზი (მარკირება) – ხაზი, ისარი ან სხვა ნიშნები, რომლებსაც შეიცავს ტესტირების ხაზი და რომელიც ემსახურება ტესტირების ადგილის გამოყოფას;

ე) ტესტირების სივრცე – პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის განკუთვნილი სივრცე, რომელიც დაყოფილია ტესტირების ხაზში სხვადასხვა სპეციალურ სამუშაო სივრცეებად, მაგალითად სამუხრუჭო, ფარების, სათვალთვალო ორმო/ამწესთან ან მის გარეშე და სხვა სახის ტესტირების სივრცეები;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა;

ზ) აკრედიტაციის მოწმობა – აკრედიტაციის ცენტრის მიერ ინსპექტირების ცენტრისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი (შემდგომში – ინსპექტირების ცენტრი) – (შემდგომ – ინსპექტირების ცენტრი) – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრის მიერ, როგორც ინსპექტირების ორგანო და ახორციელებს ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად;

ი) ინსპექტორი – პირი, რომელიც აწარმოებს სატრანსპორტო საშუალების შემოწმებას ინსპექტირების ცენტრში;

კ) მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც წარადგენს ავტომობილს ინსპექტირების ცენტრში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად;

ლ) ხარვეზები – სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემების, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობისა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

მ) ხარისხის კონტროლი – ინსპექტირების ცენტრში არსებული სათანადო ხარისხის კონტროლის სისტემა. ხარისხი გულისხმობს მომსახურების მახასიათებლებისა და თვისებების ერთობლიობას, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების უნარს;

ნ) ხარისხის მაკონტროლებელი – ხარისხის კონტროლის ინსპექტორი, რომელიც პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლის განხორციელებაზე;

ო) ავტოსატრანპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში (შემდგომ-ინსპექტირების ანგარიში) – ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ავტოსატრანპორტო საშუალების ინსპექტირების შედეგებს და დასკვნას ავტოსატრანპორტო საშუალების ტექნიკური რეგლამენტით – „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ – დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. ინსპექტირების ანგარიშის ფორმას აქვეყნებს სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.

2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

თავი II. მოთხოვნები საქართველოში არსებული ინსპექტირების ცენტრისათვის

მუხლი 3. საერთო მოთხოვნები   

1. ინსპექტირების ცენტრი პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელია.

2. ინსპექტირების ცენტრი და მისი პერსონალი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინსპექტირების ჩატარებისათვის, უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდნენ ინსპექტირების ობიექტის დაპროექტებაში, წარმოებაში, ექსპლუატაციაში, მიწოდებაში, მონტაჟსა და რემონტში და არ უნდა იყვნენ ზემოაღნიშნულ ფუნქციათა შემსრულებელი პირების უფლებამოსილი წარმომადგენლები.

3. ინსპექტირების ცენტრი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მის მიუკერძოებლობაზე.

4. ინსპექტირების ორგანოს და ინსპექტირების ობიექტის მფლობელს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.

5. ინსპექტირების ცენტრში შესასვლელი და გამოსასვლელში მანევრირება არ აფერხებდეს საგზაო მოძრაობას, მითითებული უნდა იყოს ინსპექტირების ცენტრიდან საგზაო მოძრაობაში შეუფერხებელი და უსაფრთხო გადასვლის გზები და საშუალებები.

6. ინსპექტირებისას სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ტესტირების ხაზზე უნდა განხორციელდეს გამჭოლად, მოხვევისა და უკუსვლის გარეშე.

7. გარემო პირობები, რომლებშიც ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების ტესტირების სამუშაოები, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს, მათ შორის, ტესტირების ხაზის სავალი ნაწილი, რომელზეც გადაადგილდება ავტომობილი სამუხრუჭე სისტემისა და სავალი ნაწილის ტესტირებისას, უნდა იყოს საკმარისად ჰორიზონტალური, რათა არ მოხდეს სატრანსპორტო საშუალების თვითნებური გადაადგილება.

8. ინსპექტირების ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით.

9.   სატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და შემოწმების მეთოდების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები, სტანდარტები, ნორმები, წესები და საავტომობილო საცნობარო მონაცემები, რომლებსაც იყენებენ ინსპექტირების ცენტრები, უნდა იყოს ინსპექტირების ცენტრის პერსონალისათვის ხელმისაწვდომი.

10. ინფორმაცია ინსპექტირებისას სატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული ძირითადი ტექნიკური მოთხოვნების შესახებ უნდა იყოს განთავსებული ინსპექტირების ცენტრის თვალსაჩინო ადგილზე და ხელმისაწვდომი იმ პირებისათვის, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას წარადგენენ ინსპექტირებაზე.

11. ინფორმაცია ტესტირების სამუშაოების ტარიფების შესახებ უნდა იყოს განთავსებული ინსპექტირების ცენტრის თვალსაჩინო ადგილზე და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალების მფლობელთათვის;

12. ინსპექტირების ცენტრმა უნდა აწარმოოს ინსპექტირების მონაცემების რეგისტრაცია და შენახვა ელექტრონულ ბაზაში და სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშს მიენიჭოს უნიკალური ნომერი.

13. ინსპექტირების ცენტრმა უნდა აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილების თანახმად.

14. ინსპექტირების ცენტრისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის გადახდა წარმოებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

მუხლი 4. მოთხოვნები პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობების და აღჭურვილობის მიმართ

1. ინსპექტირების ცენტრის შენობები, ობიექტები და აღჭურვილობა უნდა შეფასდეს აკრედიტაციის და შემდგომი მონიტორინგების დროს ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისობაზე.

2. ინსპექტირების ცენტრს უნდა გააჩნდეს ინსპექტირების ჩასატარებლად საჭირო შენობები და ტერიტორია.

3. ინსპექტირების ცენტრში დაკმაყოფილებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) უზრუნველყოფილია შეუფერხებელი, უსაფრთხო წვდომა ტერიტორიაზე შესასვლელიდან შენობის შესასვლელამდე და აგრეთვე შენობის გამოსასვლელიდან ტერიტორიიდან გამოსასვლელამდე როგორც სატრანსპორტო საშუალებებისათვის, ასევე ქვეითთათვის;

ბ) მოწყობილია სათანადო პარკირების და მანევრირების სივრცეები შესაბამისი კატეგორიის ავტომობილებისათვის, რომელთა შემოწმების უფლებაც აქვს ინსპექტირების ცენტრს; ინსპექტირების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი მოძრაობა. ინსპექტირების ცენტრს უნდა გააჩნდეს:

ბ.ა) პარკინგის სივრცე ან მიმდებარე ტერიტორია გათვლილი უნდა იყოს შესაბამისი კატეგორიის 3 სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებისათვის მოსაცდელად;

ბ.ბ) გამოიყოს 2 სადგომი ადგილი ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლებისთვის;

ბ.გ) ინსპექტირებაზე უარის შემთხვევაში გათვლილი უნდა იყოს ინსპექტირების სივრციდან მარტივად გასვლის გზა.

4. ინსპექტირების ცენტრის შენობა-ნაგებობები უნდა აკმაყოფილებდნენ სულ მცირე შემდეგ პირობებს:

ა) თითოეულ ინსპექტირების ცენტრს უნდა ჰქონდეს საჯარო მოსაცდელი ოთახი ან სივრცე და დასაჯდომი ადგილები მომხმარებელთათვის, რომელიც გათვლილია მინიმუმ ტესტირების ხაზების რაოდენობის სამმაგი ოდენობის ადამიანზე;

ბ) საჯარო მოსაცდელი ოთახი ან სივრცე უნდა იყოს ნათლად იდენტიფიცირებული და ამინდის ზემოქმედებისგან დაცული, საიდანაც შეიძლება ინსპექტირების სრულ პროცესზე დაკვირვება. მოსაცდელი და დაკვირვების სივრცეები მინიშნებული უნდა იყოს შესაბამისი მაჩვენებლით და შეძლებისდაგვარად იატაკზე მარკირებით;

გ) მოსაცდელი ოთახი ან სივრცე უნდა იყოს უზრუნველყოფილი სკამებით და წყლით;

დ) მომხმარებლისთვის გამოიყოს საპირფარეშოები, რომელთაგან ერთ-ერთი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ინსპექტირების ცენტრის პერსონალისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ცალკე საპირფარეშო;

ე) მოწყობილი უნდა იყოს გარე განათება, რომელიც გაანათებს როგორც მინიმუმ შესასვლელს/გასასვლელს და ავტოსადგომს;

ვ) ინსპექტირების ცენტრი სრულად უნდა იყოს დაცული კლიმატის ზემოქმედებისაგან, თერმულად იზოლირებული, წყალგაუმტარი, მყარი არასრიალაზედაპირიანი იატაკით და უნდა ჰქონდეს შიდა განათება. ინსპექტირების ცენტრის შენობას უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განიავების საშუალება.

5. ინსპექტირების ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ IT (საინფორმაციო ტექნოლოგიურ) მოთხოვნებს:

ა) თითოეულ ინსპექტირების ცენტრს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი სატელეფონო და ინტერნეტკავშირი;

ბ) ინსპექტირების ცენტრს უნდა გააჩნდეს კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს ინსპექტირების ეფექტიანობას, სიზუსტეს და სანდოობას;

გ) ინსპექტირების ცენტრის მიერ ინსპექტირების მონაცემების შენახვა საკუთარ ელექტრონულ ბაზაში უნდა ხდებოდეს ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის ვადით;

დ) თითოეული ინსპექტირების ცენტრი უნდა იყოს ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის ინფორმაციულ სისტემაში (შემდგომში „ინფორმაციული სისტემა“);

ე) ინფორმაციული სისტემა სულ მცირე უნდა მოიცავდეს:

ე.ა) მომხმარებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მიზნით, ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დროის დაგეგმვა ვებგვერდის საშუალებებით;

ე.ბ) ინსპექტირების შედეგების ზუსტ ჩაწერას, შენახვის/გადაცემის დაცულობას და სანდოობას. სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებისას სასწორიდან, სამუხრუჭე ტესტერის, აირანალიზატორის და კვამლიანობის მზომის მიღებული მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს შესაბამისი ფორმატით და დაცული იყოს ინსპექტორის ან ინსპექტირების ცენტრის ჩარევისა და/ან კონტროლისაგან.

ე.გ) სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სტატუსის და შედეგების შესახებ ინფორმაციას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეყვანით;

ე.დ) ინსპექტირებული სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკურ მონაცემებს სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის, დროის პერიოდის და კონკრეტული ინსპექტირების ცენტრის მიხედვით;

ე.ვ) ინსპექტირების ცენტრს უნდა შეეძლოს ინფორმაციული სისტემის მეშვეობით გამოითხოვოს ინსპექტირებაზე წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემების შედარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოს“ ხელთ არსებული სატრანსპორტო საშუალებების რეესტრის მონაცემებთან, ხოლო მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს შედარების შედეგების ცენტრისათვის უკან დაბრუნება;

ვ) ინსპექტირების ცენტრების მიერ სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის ინფორმაციულ სისტემაში შეტანილ ინფორმაციაზე ინდივიდუალური წვდომა უნდა გააჩნდეს საპატრულო პოლიციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აკრედიტაციის ცენტრს და სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) ინსპექტირების ცენტრი უნდა ახდენდეს თითოეული ინსპექტირების პროცესის ვიდეოჩაწერას. თითოეული ინსპექტირების პროცესი უნდა ჩაიწეროს მინიმუმ ორი ვიდეოკამერით, სატრანსპორტო საშუალების წინიდან და უკნიდან. ჩანაწერი უნდა იძლეოდეს როგორც ინსპექტირების პროცესის, ასევე სანომრე ნიშნის მკაფიოდ გარჩევის საშუალებას. ინსპექტირების პროცესის ვიდეო ჩანაწერი ინახება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიან საინფორმაციო სისტემაში, რომლის შენახვის მინიმალური ვადაა 14 თვე. ვიდეოჩანაწერი მოთხოვნისამებრ უნდა წარედგინოს აკრედიტაციის ცენტრს და საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ სხვა ორგანოებს.

6. ინსპექტირების სივრცის მიმართ დადგენილი მოთხოვნები:

ა) ინსპექტირების სივრცე უნდა უზრუნველყოფდეს შენობაში თავისუფალ და შეუფერხებელ შესვლას და შენობიდან გამოსვლას, იმ პირობით, რომ ზომები შეესაბამება ამ კატეგორიის მიმართ არსებულ აკრედიტაციის მოთხოვნებს, კერძოდ:

ა.ა) სიგანე და სიმაღლე, რომლებიც შეესაბამება კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების კატეგორიას და რომლის ინსპექტირებაზეც არის გაცემული აკრედიტაცია. შენობის სტრუქტურის ნებისმიერი ნაწილი, ან სხვა დამხმარე მოწყობილობა, რომელიც შედის ინსპექტირების სივრცის ფარგლებში, ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ არ მოხდეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება;

ა.ბ) ტესტირების ხაზის აღჭურვილობისგან თავისუფალი ნაწილი შეიძლება იყოს შენობის გარეთ;

ა.გ) უნდა არსებობდეს შესაბამისი ხელოვნური ან ბუნებრივი განათება, რათა შესაძლებელი იყოს სირთულის გარეშე ინსპექტირების ჩატარება;

ა.დ) ინსპექტირების მოწყობილობა უნდა იყოს დაცული ყველანაირი ბუნებრივი ზეგავლენისგან;

ა.ე) ინსპექტირების შენობის ექსტერიერი და ინტერიერი უნდა იყოს ერთგვაროვან ან სპეციალურად შერჩეული ფერებში შეღებილი და ყოველთვის უნდა იყოს შენარჩუნებული მოვლილ და სუფთა მდგომარეობაში;

ა.ვ) იატაკი უნდა იყოს რკინა-ბეტონის, ბრტყელი, წყალგაუმტარი და საპოხ-საზეთი მასალების ზემოქმედების მიმართ მედეგი;

ბ) ინსპექტირების სივრცეები, სხვა მომსახურების სივრცეებისგან კედლებით ან ბარიერებით უნდა იყოს გამოყოფილი, რათა არ მოხდეს ინსპექტირების ხელის შეშლა ან შეფერხება.

7. ნიშნები და აბრები:

ა) ინსპექტირების ცენტრს უნდა გააჩნდეს აბრა ინსპექტირების ცენტრის დასახელებით (შესაძლებელია ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის სფეროს შესახებ ინფორმაციითაც), რომელიც ნათლად უნდა ჩანდეს შესასვლელის მხრიდან, მყარად უნდა დამაგრდეს თვალსაჩინო ადგილზე ასევე მყარად განთავსებულ სამაგრზე;

ბ) ინსპექტირების ცენტრის სახელწოდება უნდა იყოს მითითებული თვალსაჩინოდ და გასაგებად;

გ) ინსპექტირების ცენტრის შენობის გარეთ და შიგნით განთავსებული ნიშნები უნდა იყოს ადვილად დასანახი და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

გ.ა) გარეთ განთავსებული ნიშნებით უნდა იყოს მითითებული:

- ინსპექტირების ცენტრის მთავარი შესასვლელი;

- ცენტრის სამუშაო საათები;

- ცენტრის ოფისის და საინსპექციო სივრცეების შესასვლელები;

გ.ბ) შიგნით განთავსებული ნიშნებით უნდა იყოს მითითებული:

- ცენტრის სხვადასხვა სექციები: შესასვლელ-გამოსასვლელი, პარკინგი, მიმღები, სალარო, ინსპექტირების ხაზები, ადმინისტრაცია და სხვა.

- მოწევის აკრძალვა ინსპექტირების სივრცეში;

- ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა;

- საინსპექციო სივრცეში შესვლის აკრძალვა;

დ) ინსპექტირების ცენტრებმა, სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მსურველების საყურადღებოდ, ცენტრში არსებულ საინფორმაციო დაფაზე, რომელიც დაცული იქნება გამჭვირვალე დამცავი საფარით, აგრეთვე უნდა გამოაქვეყნონ შემდეგი ინფორმაცია:

დ.ა) ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მოწმობა;

დ.ბ) მომსახურების ღირებულება კატეგორიების მიხედვით და გასაჩივრების პროცედურების აღწერა.

8. ტექნიკური ინსპექტირების პროცედურებისათვის სატრანსპორტო საშუალებები გადანაწილებულია ინსპექტირების ოთხ ჯგუფში. შესაბამისად იქნება ოთხი ტიპის ტესტირების ხაზი. თითოეული ინსპექტირების ცენტრი უნდა იყოს დაპროექტებული და აღჭურვილი ისე, რომ განხორციელდეს ყველა საჭირო ტესტი კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის მიმართ.

9. სატრანსპორტო საშუალებების ძირითადი კატეგორიებია:

ა) M კატეგორია: მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი;

ბ) N კატეგორია: ტვირთის გადასაზიდი ავტომობილი;

გ) L კატეგორია: 2 და 3-თვლიანი სატრანსპორტო საშუალებები და კვადროციკლები;

დ) O კატეგორია: მისაბმელები და ნახევარმისაბმელები;

 

ცხრილი 1

L კატეგორია – მოპედები, მოტოციკლები, ტრიციკლები და კვადროციკლები

კატეგორია

სატრანსპორტო საშუალების აღწერა

მოპედები

L1e

ორთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავის:

  • ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს
  • ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს.

L2e

 

სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავის:

  • ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ნაპერწკლური ანთების ძრავის შემთხვევაში
  • მაქსიმალური გამომავალი სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს სხვა შიგაწვის ძრავის შემთხვევაში
  • მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს ელექტროძრავის შემთხვევაში.

მოტოციკლები

L3e

ორთვლიანი ძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ეტლის გარეშე, შიგაწვის ძრავით, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-ს ან მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45კმ/სთ-ს

L4e

ორთვლიანი ძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ეტლით, შიგაწვის ძრავით, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-ს ან/და მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45კმ/სთ-ს

ტრიციკლი                 

L5e

 

სიმეტრიულად განლაგებული სამი თვლის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავის (თუ მას აქვს შიგაწვის ძრავა) ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს;

კვადროციკლი: ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შემდეგი მონაცემებით

L6e

კვადროციკლები, რომელთა დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ჩაითვლება, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და რომლის

  • შიგაწვის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს
  • სხვა შიგაწვის ძრავის შემთხვევაში მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს
  • ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად;

L7e

 

კვადროციკლები გარდა L6e კატეგორიისა, რომელთა დაუტვირთავი მასა არ აღემატება 400 კგ-ს (550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად), ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ჩაითვლება და რომლის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ აღემატება 15კვტ-ს.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად;

 

M კატეგორია – მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, არანაკლებ ოთხი თვლის მქონე ავტომობილი

კატეგორია

სატრანსპორტო საშუალების აღწერა

M1

3 500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება;

M2

5 000 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის და 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

M3     

5 000 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის და 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

 

N კატეგორია – არანაკლებ ოთხი თვლის მქონე ტვირთის გადასაზიდი ავტომობილი

კატეგორია

სატრანსპორტო საშუალების აღწერა

N1      

3500 კგ-ზე ნაკლები ნებადართული მაქსიმალური მასის და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი, ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოსატრანსპორტო საშუალებები

N2      

3500 კგ-ზე მეტი და 12 000 კგ-ზე ნაკლები ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი, ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

N3

 

12 000 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი, ძრავიანი

 

O კატეგორია – მისაბმელები და ნახევარმისაბმელები

კატეგორია

სატრანსპორტო საშუალების აღწერა

O1

750 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები

O2

750 კგ-დან 3500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები

O3

3500 კგ-დან 10 000 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები           

O4

10 000 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები

 

 10. ტესტირების ხაზების ტიპები:

ა) ტესტირების ხაზი 2-თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისთვის. მოტოციკლების ხაზი MC შემდეგი კატეგორიებისათვის:

  • L1, L2, L3, L4

ბ) ტესტირების ხაზი 3,5-ტონამდე ავტომობილების ინსპექტირებისთვის LV შემდეგი კატეგორიებისათვის:

  • M1, M2
  • N1
  • O1,O2,
  • L5, L6, L7-სამთვლიანი ავტომობილები და კვადროციკლები

გ) ტესტირების ხაზი 3,5 ტონაზე მეტი ავტომობილების ინსპექტირებისთვის – HV შემდეგი კატეგორიის ავტომობილებისათვის:

  • M2, M3
  • N2, N3
  • O3, O4

დ) უნივერსალური ტესტირების ხაზი ყველა ავტომობილების კატეგორიის ინსპექტირებისთვის – (გარდა L კატეგორიისა);

ე) ინსპექტირების ცენტრს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე ტესტირების ხაზი.

11. ტესტირების ხაზების განთავსების გეგმა / განლაგება:

ა) ზოგადი რეკომენდაციები ყველა ტიპის ხაზის განლაგებისათვის:

ა.ა) დანადგარ-მოწყობილობები გარე კიდეებით მინიმუმ 0,6 მ-ით უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისაგან, თუ დამატებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მოწყობილობ(ებ)ის ქარხანა-დამამზადებლის მიერ;

ა.ბ) მინიმუმ 0,6 მ უნდა იყოს თავისუფალი სივრცე სათვალთვალო ორმოს გარშემო. სადგომ სივრცეზე მონიშნული უნდა იყოს ნულოვანი ხაზი (ან ხაზები) იმისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალების მაშუქი სწორად განთავსდეს ფარების ტესტერის მიმართ.

ა.გ) 1მ მინიმალური თავისუფალი სივრცე შესასვლელიდან სათვალთვალო ორმოს/ამწეს დასაწყისამდე და 1,5მ სივრცით სათვალთვალო ორმოს/ამწეს ბოლოდან გასასვლელამდე;

12. მოტოციკლების ხაზი, ორთვლიანი ავტომობილები – MC:

ა) ტესტირების ხაზი უნდა იყოს შემდეგი მონაცემებით:

ა.ა) ინსპექტირების სივრცე: 4მ სიგანე x 5მ სიგრძე x 2.5მ სიმაღლე, რომელიც უნდა მოიცავდეს სამუხრუჭო ტესტირების და/ან ფარების ტესტირების სივრცეს;

ა.ბ) სატრანსპორტო საშუალების შესასვლელი/გასასვლელი: მინიმუმ 2.3მ სიგანე და 2.0მ სიმაღლე;

ა.გ) შესაბამისი დომკრატები ან დგარები იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ცენტრალური საყრდენის არმქონე მოტოციკლის თითოეული თვლის დამოუკიდებლად აწევა;

ა.დ) „მოტოციკლის გეომეტრიის გაზომვის აპარატი“, რომელიც ზომავს სატრანსპორტო საშუალების (მოტოციკლები, სკუტერები, მოპედები) წინა და უკანა საბურავების ვერტიკალური ღერძების ცდომილებას (მმ-ში) მოძრავ მდგომარეობაში, უნდა იყოს განთავსებული ერთ დონეზე გასწორებულ ზედაპირზე.

ბ) არასავალდებულო:

ბ.ა) თვლის დამჭერი სტენდი, რომელსაც შეუძლია აწიოს სატრანსპორტო საშუალება კომფორტულ სამუშაო სიმაღლეზე;

ბ.ბ) სამუხრუჭო სტენდზე მოტოციკლის დამჭერები.

გ) MC სამუხრუჭო ტესტირების სივრცე

გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერი (გსტ) უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ მდებარეობდეს მინიმუმ 4.6მ სიგრძის და 1.2მ სიგანის თავისუფალ სამუშაო სივრცეზე, ცენტრალური განლაგებით, გსტ-ს ცენტრალური ხაზიდან წინ და უკან არანაკლებ 2.1მ-ის მანძილზე, ერთ დონეზე გასწორებულ ზედაპირზე (ცდომილება მაქსიმუმ 12მმ). ხოლო მონიტორი უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ ინსპექტირების დროს ადვილი იყოს მონაცემების დანახვა.

დ) მინიმალური ზომები. შეჯამება

 

ხაზი

სამუხრუჭე სივრცე

შესასვლელი

გამოსასვლელი

სიგრძე

5,0მ

4,6მ

 

 

სიგანე

4,0მ

1,2მ

2,3მ

2,3მ

სიმაღლე

2,5მ

 

2,0მ

2,0მ

 

13. ტესტირების ხაზი 3,5-ტონამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებისთვის – LV:

ა) ქვემოთ მოცემული განლაგების მიზანი არის უზრუნველყოს 2 სატრანსპორტო საშუალების ერთდროული ინსპექტირება;

ბ) ტესტირების ხაზის მონაცემებია:

ბ.ა) სატრანსპორტო საშუალების შესასვლელის და გამოსასვლელის მინიმალური ზომები: სიგანე 3 მ, სიმაღლე 3 მ;

ბ.ბ) ტესტირების ხაზის მინიმალური სიგანე 4.5 მ;

ბ.გ) ტესტირების ხაზის ჭერის სიმაღლე (სათვალთვალო ორმოს შემთხვევაში) მინიმუმ 3,5 მ;

ბ.დ) ტესტირების ხაზის ჭერის სიმაღლე ამწეს გამოყენების შემთხვევაში მინიმუმ 5 მ;

ბ.ე) იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირების ცენტრს გააჩნია ასევე HV ტესტირების ხაზის სათვალთვალო ორმო, მაშინ ეს ზომები შეიძლება იყოს ნაკლები. თუ ინსპექტირების ცენტრს არ გააჩნია ალტერნატიული სათვალთვალო ორმო, მაშინ მას შეეზღუდება იმ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირების უფლება, რომელებიც გაბარიტების გამო არ შეიძლება დაშვებულ იქნეს ამ კონკრეტულ LV ხაზზე;

ბ.ვ) ტესტირების ხაზის აღჭურვილობისაგან თავისუფალი ნაწილი შეიძლება იყოს შენობის გარეთ იმ პირობით, რომ მინიმალური მანძილი შესასვლელიდან ხაზზე განთავსებულ აღჭურვილობამდე იქნება 1 მეტრი.

გ) ქვემოდან დათვალიერების ამწე პლატფორმა უნდა იყოს შემდეგი მონაცემებით:

გ.ა) პლატფორმის სიგრძე მინიმუმ 3.9 მ. ამწე პლატფორმის ნაწილები არ უნდა იყოს 25 მმ-ზე მეტად ამოწეული ხაზის ზედაპირიდან;

გ.ბ) პლატფორმის სიგრძე არ შეიცავს პანდუსების სიგრძეს;

გ.გ) მაკრატლის ტიპის ამწეს გამოყენების შემთხვევაში, მაკრატლები უნდა იყოს პლატფორმის ქვეშ განლაგებული ისე, რომ

გ.დ) იძლეოდეს სატრანსპორტო საშუალების თავისუფლად დათვალიერების საშუალებას;

გ.ე) პლატფორმის ზედაპირის იატაკის დონიდან აწევის სიმაღლე მინიმუმ 1,4 მ; მინიმუმ 0.7 მ სიგანე პლატფორმების შიდა კიდეებს შორის და მინიმუმ 2.1 მ სიგანე გარე კიდეებს შორის;

გ.ვ) მინიმალური უსაფრთხო ტვირთამწეობა 3,5 ტონა, რომელიც ნათლად უნდა იყოს მარკირებული ამწეზე;

გ.ზ) ამწეზე დამონტაჟებული, ნათლად მარკირებული დომკრატი, რეკომენდებული მინიმალური 2.6 ტონის ტვირთმწეობით, რომელსაც შეუძლია წინა ან უკანა ღერძის ორივე საბურავის ერთდროული აწევა;

გ.თ) ამწეზე მისაღებია დუბლირებული დომკრატის მოწყობილების გამოყენებაც;

გ.ი) შესაძლებელია თვლების საბჯენი სოლების მოხმარება, რომლებიც მოქმედებენ ამწეს გამოყენების დროს.

დ) ქვემოდან დათვალიერების სათვალთვალო ორმოს სარეკომენდაციო მახასიათებლებია:

დ.ა) უწყვეტი სამუშაო სიგრძე მინიმუმ 6 მ;

დ.ბ) არანაკლებ 0,70 მ და არა უმეტეს 1 მ სამუშაო სიგანე სათვალთვალო ორმოს კედლებს შორის;

დ.გ) სიღრმე მინიმუმ 1,6 მ მაქსიმუმ 1.75 მ მთელს სამუშაო სიგრძეზე. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საფეხურები;

დ.დ) აუცილებელია პერსონალისთვის მოსახერხებელი წვდომა, რომელიც არ მოქმედებს სამუშაო სივრცის ზომებზე. ჩასასვლელების / ამოსასვლელების და საფეხურების ზომები უნდა აკმაყოფილებდეს ნორმებს, მათ შორის მინიმალურ თავისუფალ მანძილს 0,6 მ-ს მის გარშემო არსებულ მოწყობილობებთან, კედელთან, კარებთან;

დ.ე) ნესტის ზემოქმედებისგან იზოლირებული;

დ.ვ) სათვალთვალო ორმოზე უნდა იყოს აწევისთვის აუცილებელი აღჭურვილობა – დომკრატი;

დ.ზ) შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკისარზე დაყრდნობილი, იატაკზე გამართულად დამონტაჟებული მოძრავი თეფშები, რომლებიც თვლების ერთი ზღვრული პოზიციიდან მეორე ზღვრულ პოზიციამდე თავისუფლად მოტრიალების საშუალებას იძლევა;

დ.თ) სათვალთვალო ორმოზე დამონტაჟებული თვლის ფოლხვის დეტექტორი რეკომენდებულია იყოს განლაგებული ისე, რომ სათვალთვალო ორმოში მუშაობის დროს ინსპექტორს ჰქონდეს საკმარისი ადგილი, ჩაატაროს საჭირო შემოწმება;

დ.ი) დამცავი კონსტრუქციები არ უნდა აღემატებოდეს 25მმ-ს სათვალთვალო ორმოს ზედაპირიდან;

ე) ფარების ტესტირების სივრცე

ე. ა) ფარების ტესტირების მოწყობილობა უნდა იყოს შემდეგი მონაცემებით:

  • 2,5 მ სიგრძის, იატაკში ჩამონტაჟებული და ერთ დონეზე გასწორებული რელსი ან გადაადგილების ხაზი ბორბლებიანი ფარების ტესტერისთვის;
  • ფარების ტესტირების სტენდი დაყენებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებისთვის მონიშნულ სადგომზე, რომლის ზედაპირიც გასწორებულია ერთ დონეზე, არაუმეტეს 6 მმ ცდომილებით ნებისმიერ 3მ სიგრძეზე და 4.5მ სიგრძის და 2,5მ სიგანის გამოყოფილ ფართობზე, რომელიც იზომება საწყისი ხაზიდან, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ამწეს პლატფორმას, სათვალთვალო ორმოს ან სამუხრუჭო სივრცეს;

ე.ბ) რელსები უნდა იყოს გასწორებული დონესთან 2მმ-ის ცდომილებით და სადგომ სივრცეზე მოთავსებული სატრანსპორტო საშუალების ფარების პარალელურად. რელსები უნდა იყოს სწორი და ფარების ტესტერს არ უნდა ჰქონდეს რამენაირი შეფერხება ნებისმიერ წერტილში რელსების ან გადაადგილების ხაზის გასწვრივ მოძრაობისას;

ე.გ) დაუშვებელია ფარების ტესტერის უკან 0,6 მ მანძილზე რაიმეს იატაკზე დამონტაჟება;

ე.დ) სადგომ სივრცეზე მონიშნული უნდა იყოს ნულოვანი ხაზი (ან ხაზები) იმისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალების მაშუქი სწორად განთავსდეს ფარების ტესტერის მიმართ.

ვ) სამუხრუჭო ტესტირების სივრცე

ვ.ა) გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერი (გსტ) უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ:

  • მდებარეობდეს მინიმუმ 14მ სიგრძის და 3.5მ სიგანის თავისუფალ სამუშაო მონიშნულ სივრცეში ცენტრალური განლაგებით. გსტ-ს ცენტრალური ხაზიდან წინ და უკან არანაკლებ 2.1მ-ის მანძილზე სივრცე უნდა იყოს ერთ დონეზე, გასწორებულ ზედაპირზე არაუმეტეს 12მმ ცდომილებით. დარჩენილი სივრცე არ უნდა აღემატებოდეს 10% დახრას (1მ-ში 100მმ). იმ შემთხვევაში, თუ გსტ დამონტაჟებულია ამწეს ან სათვალთვალო ორმოს შემდეგ, უნდა არსებობდეს მინიმუმ 4.2მ მანძილი ამწეს პლატფორმის პირველ წერტილსა და გსტ-ს ცენტრალურ ხაზს შორის. იატაკზე დამონტაჟებული ამწეს პანდუსები არ შედის მოცემულ სივრცეში.
  • გსტ-ის ნებისმიერი ნაწილი უნდა იყოს არანაკლებ 0,6მ დაშორებული სათვალთვალო ორმოდან ან ამწეს პლატფორმიდან;
  • გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქციები;
  • მონიტორი უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ ინსპექტირების დროს ადვილი იყოს მონაცემების დანახვა;

ვ.ბ) არსებობს თვლების შეყრის კუთხის გამზომის სამუხრუჭო სტენდთან ერთად დამონტაჟების 2 მეთოდი: სატრანსპორტო საშუალების ორივე ღერძის თვლების შეყრის კუთხის გაზომვით სამუხრუჭო და ამორტიზატორის ტესტერებამდე, ამ შემთხვევაში უნდა განთავსდეს მინიმუმ 3.5მ დაშორებით სათვალთვალო ორმოს დასაწყისამდე და მხოლოდ წინა ღერძის შეყრის კუთხის გაზომვის შემთხვევაში – 0.80მ დაშორებით სამუხრუჭო და/ან ამორტიზატორების ტესტირების სტენდიდან ან სათვალთვალო ორმოდან, თუ დამატებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მოწყობილობ(ებ)ის ქარხანა დამამზადებლის მიერ;

ზ) მინიმალური ზომები. შეჯამება

ცხრილი 2

 

ხაზი1

შესასვლელი/ გამოსასვლელი2

ფარების ტესტირების სივრცე

სამუხრუჭო ტესტირების სივრცე3

სათვალთვალო ორმო

ამწე4

სიგრძე

15.0 მ

 

4.5მ

14.0მ

6.0მ

3.9მ

სიგანე

4,5მ

3.0მ

2.5მ

3.5მ

0.76-1.0მ

 

სიმაღლე (სათვალთვალო ორმოთი)

3.5მ

3.0მ

 

 

 

 

სიმაღლე (ამწით)

5.0მ

3.0მ

 

 

 

 

სიღრმე

 

 

 

 

1.6-1.75მ

 

  1. აღნიშნული ზომები შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს შენობის ზომებს (სამუშაო სივრცე, ადმინისტრაციული შენობის გარეშე)
  2. ეს ზომები ემთხვევა ინსპექტირების სივრცის შესასვლელს;
  3. სამუხრუჭო ტესტერის სივრცის ნაწილი შეიძლება იყოს შენობის გარეთ, იმ შემთხვევაში, თუ გსტ დამონტაჟებულია მინიმუმ 1.5 მ-ზე შესასვლელიდან;
  4. პანდუსის გარეშე;

 14. ტესტირების ხაზი 3,5 ტონაზე მეტი მძიმე წონიანი სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებისთვის – HV:

ა) ტესტირების ხაზი

ა.ა) სატრანსპორტო საშუალების შესასვლელის და გამოსასვლელის მინიმალური ზომები: სიგანე 4,0 მ (რეკომენდებულია 4,2), სიმაღლე 4,1 მ (რეკომენდებულია 4,2);

ა.ბ) ტესტირების ხაზის მინიმალური სიგანე 5,3 მ (რეკომენდებულია 6 მ);

ა.გ) ტესტირების ხაზის ჭერის სიმაღლე მინიმუმ 4,2 მ;

ა.დ) ტესტირების ხაზის სიგრძე მინიმუმ 20,მ (იმ შემთხვევაში თუ ინსპექტირების ცენტრი არ ახორციელებს O3 და O4 კატეგორიების ტესტირებას) და 30მ (იმ შემთხვევაში თუ ინსპექტირების ცენტრი ახორციელებს O3 და O4 კატეგორიების ტესტირებას). სხვადასხვა პარამეტრის ტესტირების სივრცეების შორის გადაფარვა დასაშვებია.

ბ) ქვემოდან დათვალიერება

ბ.ა) სათვალთვალო ორმოს უწყვეტი სამუშაო სიგრძე HV კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების შემთხვევაში მინიმუმ 12 მ, გარდა O3 და O4 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების შემთხვევაში, როდესაც სათვალთვალო ორმოს მინიმალური უწყვეტი სამუშაო სიგრძე უნდა იყოს 16მ;

ბ.ბ) არანაკლებ 0.8მ და არაუმეტეს 1,05 მ სამუშაო სიგანე სათვალთვალო ორმოს კედლებს შორის;

ბ.გ) სიღრმე მინიმუმ 1,35მ მაქსიმუმ 1.6მ მთელს სამუშაო სიგრძეზე. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საფეხურები;

ბ.დ) შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების ყველა წონის მომსახურების შესაძლებლობა;

ბ.ე) ნესტის ზემოქმედებისგან იზოლირებული;

ბ.ვ) სასურველია გამაძლიერებლით მართვადი სათვალთვალო ორმოში მოძრავ პლატფორმაზე დამონტაჟებული დომკრატი, რომლის გადაადგილება შესაძლებელია სათვალთვალო ორმოს გასწვრივ უსაფრთხო ტვირთამწეობით (15,0 ტონა), დომკრატს უნდა შეეძლოს ნებისმიერი ერთი ღერძის ორივე საბურავის ერთდროული აწევა, რეკომენდებული ტესტირების პროცედურების თანახმად, წინასწარ განსაზღვრული ასაწევი წერტილების გამოყენებით. მას აგრეთვე უნდა შეეძლოს დამოუკიდებელი დაკიდების სისტემის სატრანსპორტო საშუალების ერთი ღერძის აწევა;

ბ.ზ) აუცილებელია პერსონალისთვის მოსახერხებელი წვდომა, რომელიც არ მოქმედებს სამუშაო სივრცის ზომებზე. უნდა იყოს მინიმუმ ერთი ჩასასვლელი/ამოსასვლელი სათვალთვალო ორმოში;

ბ.თ) სათვალთვალო ორმოზე განთავსებული დამცავი კონსტრუქციები არ უნდა იყოს 50მმ-ზე მეტად ამოწეული სათვალთვალო ორმოს ზედაპირიდან;

ბ.ი) თვლის ფოლხვის დეტექტორის ფირფიტები უნდა იყოს დამონტაჟებული სათვალთვალო ორმოს თითოეულ მხარეს (რეკომენდებულია სათვალთვალო ორმოს ბოლოდან 1,5მ-ის მანძილის დაშორებით დამონტაჟება) დომკრატის გამოყენების ადგილას იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს თვლის ფოლხვის დეტექტორის მოქმედების დროს ინსპექტორის მიერ დეტალების გაცვეთილობაზე „ხელით მექანიკური“ შემოწმება;

გ) ფარების ტესტირების სივრცე;

გ.ა) ფარების ტესტირების მოწყობილობა შემდეგი მონაცემებით:

- 2,5 მ სიგრძის, იატაკში დამონტაჟებული და ერთ დონეზე გასწორებული რელსი ან გადაადგილების ხაზი ბორბლებიანი ფარების ტესტერისთვის;

- ფარების ტესტირების სტენდი დაყენებულია სატრანსპორტო საშუალებისთვის მონიშნულ სადგომზე, რომლის ზედაპირიც გასწორებულია ერთ დონეზე, არაუმეტეს 6მმ ცდომილებით 3მ-ის სიგრძეზე და 14მ სიგრძის და 3მ სიგანის გამოყოფილ ფართობზე, რომელიც იზომება საწყისი ხაზიდან, რომელზეც შეიძლება იყოს ამწეს პლატფორმა, სათვალთვალო ორმო ან გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერი;

გ.ბ) რელსები უნდა იყოს გასწორებული დონესთან 2მმ-ის ცდომილებით და სადგომ სივრცეზე მოთავსებული სატრანსპორტო საშუალების ფარების პარალელურად. რელსები უნდა იყოს სწორი და ფარების ტესტერს არ უნდა ჰქონდეს რამენაირი შეფერხება ნებისმიერ წერტილში რელსების ან გადაადგილების ხაზის გასწვრივ მოძრაობისას;

გ.გ) ფარების ტესტერი უნდა იყოს გასწორებული და პოზიციონირებული სადგომი სივრცის მიმართ შესამოწმებელი ფარების ჰორიზონტალური და ვერტიკალური განლაგების გათვალისწინებით;

გ.დ) დაუშვებელია ფარების ტესტერის უკან 1მ ის მანძილზე რაიმეს იატაკზე დამონტაჟება;

გ.ე) სადგომ სივრცეზე მონიშნული უნდა იყოს ნულოვანი ხაზი (ან ხაზები) ისე, რომ ფარების ტესტერი, მწარმოებლის მოცემული ლიმიტების ფარგლებში განთავსდეს სატრანსპორტო საშუალების მაშუქის მიმართ;

გ.ვ) სხვა სახის ტესტირების მოწყობილობა სადგომ სივრცეში უნდა იყოს განლაგებული ისე, რომ ხელი არ შეუშალოს ფარების ტესტირების პროცედურას;

გ.ზ) დამატებით რეკომენდებულია, იატაკში ჩამონტაჟებული რელსები დამატებით იყოს დაცული დაზიანებისაგან სატრანსპორტო საშუალების მიერ გადავლის ადგილებში;

დ) სამუხრუჭო ტესტირების სივრცე;

დ.ა) გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერი (გსტ) უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ მდებარეობდეს მინიმუმ 12მ (22მ O3 და O4 კატეგორიების ტესტირებას) სიგრძის და 4მ სიგანის თავისუფალ ერთ დონეზე გასწორებულ სამუშაო სივრცეზე, ცენტრალური განლაგებით;

დ.ბ) 11მ სიგრძის სადგომი სივრცე შეიძლება იყოს შენობის გარეთ იმ პირობით, რომ დასაშვები მასალის ზედაპირის დონე გასწორდება მოთხოვნების შესაბამისად და დამონტაჟდება გსტ, შესასვლელიდან/გასასვლელიდან არანაკლებ 1.5მ დაშორებით;

დ.გ) ტესტირების დროს სატრანსპორტო საშუალება უნდა მდებარეობდეს ერთ დონეზე გასწორებულ ზედაპირზე (არაუმეტეს 5% ცდომილებით);

დ.დ) მონიტორი უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ ინსპექტირების დროს ადვილი იყოს მონაცემების დანახვა;

დ.ე) როდესაც გსტ არ არის განთავსებული სათვალთვალო ორმოზე, მისი ნებისმიერი ნაწილი არანაკლებ 0,6 მ-ით უნდა იყოს დაშორებული სათვალთვალო ორმოდან ან ამწეს პლატფორმიდან ან ღრეჩოდან;

დ.ვ) სათვალთვალო ორმოში ჯვარედინად დამონტაჟებული გსტ-ს შემთხვევაში უნდა იყოს მოწყობილობა, რომელიც აჩერებს გსტ-ს მუშაობას ადამიანის სათვალთვალო ორმოში გსტ-ს გასწვრივ ყოფნისას. მოწყობილობა ისე უნდა იყოს განთავსებული, რომ ხელი არ შეუშალოს და არ ჩაერიოს სამუხრუჭო ტესტირების პროცესში;

დ.ზ) სავალდებულოა თითოეულ გსტ-თან იყოს შესაბამისი ტიპის 4 ცალი თვლების საბჯენი სოლი;

დ.თ) ხელმისაწვდომი უნდა იყოს საშუალებები, რომლებიც სამუხრუჭო ტესტერის მონაცემებიდან გამომდინარე ადგენს დამუხრუჭების ეფექტურობასა და დისბალანსს. ასევე სხვა პარამეტრს ასეთი დაწესებული მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში;

დ.ი) შესაბამისი ქმედებები უნდა იყოს ჩატარებული გსტ-ს პერიოდული დაკალიბრებისთვის;

დ.კ) იმ შემთხვევაში, თუ ორივე ღერძის თვლების შეყრის კუთხის გაზომვა ხდება მუხრუჭების ტესტირებამდე, თვლების შეყრის კუთხის გამზომი უნდა განთავსდეს გსტ-ს ცენტრიდან მინიმუმ 2.8მ-ის მანძილზე, ხოლო თუ მხოლოდ წინა ღერძის თვლების შეყრის კუთხის გაზომვა ხდება, გამზომი უნდა იყოს განთავსებული ქარხანა-დამამზადებლის სახელმძღვანელოს შესაბამისად;

ე) მინიმალური ზომები. შეჯამება

ცხრილი 3

 

ხაზი1

შესასვლელი/ გამოსასვლელი2

ფარების ტესტირების სივრცე

სამუხრუჭო ტესტირების სივრცე3

სათვალთვალო ორმო4

სიგრძე

20/30მ

 

14მ

22მ

12-16მ

 

სიგანე

6მ

4მ

3მ

4მ

1-1.05მ

 

სიმაღლე

4.2მ

4.1მ

 

 

 

 

სიღრმე

 

 

 

 

1,35-1,6მ

 

  1. აღნიშნული ზომები შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს შენობის ზომებს (სამუშაო სივრცე, ადმინისტრაციული შენობის გარეშე);
  2. ეს ზომები ემთხვევა ინსპექტირების სივრცის შესასვლელს;
  3. სამუხრუჭო ტესტერის სივრცის ნაწილი შეიძლება იყოს შენობის გარეთ, იმ შემთხვევაში თუ გსტ დამონტაჟებულია მინიმუმ 1.5მ-ზე შესასვლელიდან;
  4. უნივერსალური ხაზის შემთხვევაში სათვალთვალო ორმოს სიღრმე უნდა იყოს 1,6მ.

15. ვენტილაცია:

ინსპექტირების ცენტრებს საინსპექციო სივრცისთვის, უნდა გააჩნდეს სავენტილაციო სისტემა, ან გამონაბოლქვის გამწოვი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის სისტემაზე მისაერთებლად, რათა თავიდან აიცილონ სატრანსპორტო საშუალებების მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების შენობის შიგნით დაგროვება.

16. ინსპექტირების ხაზების განლაგება:

ინსპექტირების ხაზები განლაგების სარეკომენდაციო ნიმუშებს აქვეყნებს აკრედიტაციის ცენტრი თავის ვებ-გვერდზე, შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

მუხლი 5. მინიმალური მოთხოვნილი აღჭურვილობა

  1. ძირითადი აღჭურვილობა:

ა) ავტომობილების ქვემოდან სათანადოდ დათვალიერებისა და შემოწმების საშუალება, ინსპექტირების სათვალთვალო ორმო ან ამწე;

ბ) ფარების ტესტერი;

გ) სამუხრუჭო ტესტერი;

დ) გამონაბოლქვის შესამოწმებელი მოწყობილობა:

ე) აირანალიზატორი;

ვ) დიზელის გამონაბოლქვის გამჭვირვალობის მზომი;

ზ) თვლების შეყრის კუთხის მზომი (მხოლოდ LV კატეგორიისათვის);

თ) თვლის ფოლხვის დეტექტორი.

  1. სხვადასხვა აღჭურვილობა:

ა) საბურავის პროტექტორის სიღრმის საზომი;

ბ) სასწორი, რომელიც შეიძლება იყოს ინტეგრირებული ძირითად მოწყობილობასთან, მაგალითად სამუხრუჭო ტესტერთან;

გ) ჰიდრავლიკური/პნევმატური დომკრატი თითოეულ ხაზზე;

დ) ზეთის ტემპერატურის გაზომვის მოწყობილობა დიზელიანი სატრანსპორტო საშუალებისათვის (შესაძლებელია ინტეგრირებული იყოს დიზელის გამონაბოლქვის გამჭირვალობის მზომთან);

ე) შესამოწმებელი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი თვლების საბჯენი სოლები;

ვ) დაბალ ძაბვაზე მომუშავე ინსპექტირების სანათი;

ზ) ძალაყინი;

თ) სიგრძის მზომი.

  1. დამხმარე მოწყობილობა (არასავალდებულო):

ა) სწორად პოზიციონირებული სარკეები;

ბ) დენის გენერატორი;

გ) ჰაერის კომპრესორი;

  1. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, უზრუნველყოს ინსპექტირების ხაზზე არსებული ყველა დანადგარ-მოწყობილობის გამოყენება მხოლოდ მათი გამართულობის შემთხვევაში.

მუხლი 6. აღჭურვილობის დაკალიბრება

1. ინსპექტირების ცენტრმა უნდა უზრუნველყოს, რომ აღჭურვილობას ჰქონდეს მოქმედი დაკალიბრება და/ან სერტიფიკატი, რომელიც უნდა ინახებოდეს ინსპექტირების ცენტრში. ინსპექტირების ცენტრმა უნდა უზრუნველყოს, რომ აღჭურვილობა არის დაკალიბრებული შესაბამისი პერიოდულობით და ყველა შესაბამისი დოკუმენტი შენახულია.

2. თითოეულ დანადგარს უნდა მოჰყვებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული მომხმარებლისთვის / ინსპექტირების ცენტრისთვის გათვალისწინებული სახელმძღვანელო, რომელიც უნდა შეიცავდეს დაკალიბრების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციას.

3. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია პერიოდულად, შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების ჩატარების რეგისტრი;
  • აღჭურვილობის თითოეული ელემენტის გაუმართაობის აღრიცხვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობების თითოეული ელემენტის დაკალიბრების ჩვენებების ჩანაწერები;

მუხლი 7. დაკალიბრების პროგრამა. აღჭურვილობის ინსპექტირების ჩანაწერები

  1. დაკალიბრების პროგრამა და პროცედურები უნდა განსაზღვრავდნენ დაკალიბრების პროცესებს, საჭიროების შემთხვევაში გარემო პირობებს, სიხშირესა და დაკალიბრების სხვა მიზეზებს, მიღების კრიტერიუმებსა და საჭირო მოქმედებებს იმ შემთხვევაში, თუ შედეგები არადამაკმაყოფილებელი ან/და არასაკმარისია.
  2. იმ აღჭურვილობის შესახებ ჩანაწერები, რომლებიც მოითხოვს დაკალიბრებას, უნდა იყოს დოკუმენტირებული (ბეჭდური ან ციფრული სახით). უნდა იყოს ჩანაწერი აღჭურვილობის ისეთი მონაცემების შესახებ, როგორებიცაა: ტიპი, გამოშვება, მოდელი, სერიული ნომერი და ინფორმაცია მათი ინსპექტირება/ტექნიკური მომსახურება. აღნიშნული ჩანაწერები უნდა შეინახოს ინსპექტირების ცენტრმა როგორც მინიმუმ აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადით.
  3. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად შეასრულოს დაკალიბრების პროცესი, გააკონტროლოს მოწყობილობის დაკალიბრების ვადის გასვლის თარიღები.
  4. დაკალიბრების პროცესის სიხშირე და დაკალიბრების ჩამტარებელი მხარები ინსპექტირების ცენტრის მიერ უნდა იყოს განსაზღვრული დაკალიბრების გეგმაში.
  5. გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს დაკალიბრების დროს დატვირთვის შესახებ ჩანაწერს, მაჩვენებლების მონაცემებს და პროცენტულ ცდომილებას.

გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერები მოწმდება შემდეგ მაჩვენებლებზე:

მოტოციკლების

შემოწმებული დატვირთვა

0

50 კგძ

100 კგძ

200 კგძ

300 კგძ

 

 

 

 

 

 

მსუბუქი ავტომობილების

შემოწმებული დატვირთვა

00

100 კგძ

200 კგძ

400 კგძ

600 – 800 კგძ

 

 

 

 

 

 

მძიმე წონიანი ავტომობილების

შემოწმებული დატვირთვა

0

200 კგძ

400 კგძ

600 – 800 კგძ

1200 – 1500 კგძ

შენიშვნა: დატვირთვის მაჩვენებლები შეიძლება შეიცვალოს დამამზადებლის ინსტრუქციის თანახმად

 

შემოწმების შედეგად სამუხრუჭო ძალის ჩვენების სიზუსტე უნდა იყოს შემდეგ ფარგლებში:

  • ნამდვილი მნიშვნელობის ± 3 კგძ, ნულიდან 100 კგძ -მდე, ჩათვლით;
  • ნამდვილი მნიშვნელობის ± 3%, ყველა ჩვენებაზე, 100 კგძ-ზე მეტის შემთხვევაში;

სასწორის დაკალიბრების სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს დატვირთვების ჩანაწერებს, ჩვენებების შედეგებს და ცდომილების პროცენტულობას. სიზუსტე ±3%,

ა)200-დან 3000 კგ-მდე წონის განსაზღვრისას. მიყენებული წონა მიკვლევადი უნდა იყოს სანიმუშო გამზომ საშუალებებთან;

ბ) დაკალიბრების სტატუსი ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები შესაბამისი ინსპექტირების აღჭურვილობაზე, სადაც ეს შესაძლებელია. სასურველია შესაფერისი მარკერების ან ეტიკეტების საშუალებით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ბოლო ან მომდევნო დაკალიბრების შესრულების დრო.

მუხლი 8. შემოწმების და დაკალიბრების სიხშირე

ა) გამონაბოლქვი გაზის ანალიზატორები:

ა.ა) ყოველდღიური შემოწმება ინსპექტორის მიერ. ხორციელდება მილზე და ზონდზე გაჟონვის შემოწმება;

ა.ბ) ექვს თვეში ერთხელ – ეს ქმედებები უნდა განხორციელდეს დაკალიბრების პროცედურის შესაბამისად, მე-9 მუხლში მითითებული მხარეების მიერ. გამონაბოლქვის გაზის ანალიზატორი დაკალიბრებულ უნდა იქნეს სტანდარტული გაზის მეშვეობით, როდესაც ატმოსფერული ტემპერატურა აღემატება 5° ცელსიუსს.

ბ) დიზელის გამონაბოლქვის გამჭვირვალობის მზომი:

ბ.ა) ყოველკვირეული შემოწმება ინსპექტორის მიერ;

ბ.ბ) ექვს თვეში ერთხელ დაკალიბრება მე-9 მუხლში მითითებული მხარეების მიერ;

გ) გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერი, თვლების შეყრის კუთხის მზომი და ფარების ტესტერები შეიძლება დაკალიბრებული იქნეს ნებისმიერ დროს მათი ბოლო დაკალიბრების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში. აღჭურვილობა დაკალიბრებულად ითვლება მეექვსე თვის ბოლომდე.

მუხლი 9. დაკალიბრების პროცესი

1. მოწყობილობები უნდა დაკალიბრდეს მხოლოდ აკრედიტებული პირის, კანონით უფლებამოსილი პირის, მწარმოებლის/მწარმოებლის წარმომადგენლის მიერ. შესაძლებელია ინსპექტირების ცენტრის მიერ შიდა დაკალიბრების ჩატარება თუკი მას შეუძლია შესაბამისი კომპეტენციის დემონსტრირება აკრედიტაციის დროს.

2. დაკალიბრების შედეგები ასახული უნდა იყოს დაკალიბრების სერტიფიკატში.

მუხლი 10. აღჭურვილობის შენახვა

  1. ინსპექტირების სრული აღჭურვილობა უნდა ინახებოდეს მოწყობილობის მწარმოებლის მიერ დადგენილ პირობებში.
  2. ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს ან მინიმუმ შემოთავაზებულ იქნეს მწარმოებლის/მწარმოებლის წარმომადგენლის ან მათ მიერ მომზადებული პირის მიერ და უნდა გაიცეს მომსახურების ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა შესრულებული აღდგენითი სამუშაო.
  3. ინსპექტირების ცენტრებისთვის რეკომენდებულია იმუშაონ აღჭურვილობის იმ მწარმოებლებთან, რომლებსაც ჰყავთ ან ეყოლებათ ადგილობრივი წარმომადგენელი, რათა დროის უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ აღჭურვილობის მომსახურება და დაკალიბრება.

მუხლი 11. აღჭურვილობის აღწერა. მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები

1. დაბალი ძაბვის ნათურა:

სატრანსპორტო საშუალების ქვემოდან დათვალიერებისათვის განკუთვნილი ნათურა უნდა იყოს დაბალი ძაბვის ტიპის (არაუმეტეს 36V), ნათურა უნდა იყოს გარედან დაცული. კაბელი არ უნდა ეხებოდეს იატაკს.

2. დომკრატი ტვირთამწეობით 2,6 და 15 ტონა:

დომკრატს უნდა შეეძლოს სატრანსპორტო საშუალების წინა ან უკანა ღერძის ორივე თვლის ერთდროული აწევა სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის რეკომენდებული ასაწევი წერტილების მეშვეობით. ამწე მოწყობილობის უსაფრთხო სამუშაო დატვირთვა უნდა იყოს მინიმუმ 2,6 ტონა LV კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის და 15 ტონა HV კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

3. ფარების ტესტერი:

ა) საჭიროა რეგულირებადი ოპტიკური მილის ეკრანის ტიპის მოწყობილობა და შესაბამისი სისწორის დამდგენი საშუალება;

ბ) უნდა ჰქონდეს სიმაღლის მინიმუმ 0,5მ-დან 1,22მ-მდე დიაპაზონში რეგულირების შესაძლებლობა;

გ) მარკირებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ცენტრალური ხაზებით ან სხვა ტიპის შეფასების საშუალებით;

დ) უნდა ზომავდეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დაწესებულ პარამეტრებს.

4. სასწორი:

ა) სათანადოდ დაკალიბრებული სასწორი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც შეიძლება კომბინირებული იყოს სამუხრუჭო ტესტერთან;

ბ) სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებისას სასწორიდან მიღებული მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს შესაბამისი ფორმატით და დაცული იყოს ინსპექტორის ან ინსპექტირების ცენტრის ჩარევისა და/ან კონტროლისაგან. მონაცემები უნდა დაიბეჭდოს ინსპექტირების ანგარიშთან ერთად და გადაეცეს მომხმარებელს. მონაცემები ასევე შენახული უნდა იყოს ლოკალურ ელექტრონულ ბაზაში ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის ვადით.

5. აირანალიზატორი:

ა) ოთხტაქტიანი ბენზინისძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოწმდება აირანალიზატორით, რომელსაც გამონაბოლქვ აირებში შეუძლია გაზომოს CO, HC და ლამბდა კოეფიციენტის მონაცემები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად;

ბ) აირანალიზატორით გაზომვის მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს ელექტონულ ფორმატში და დაცული იყოს ინსპექტორის ან ინსპექტირების ცენტრის ჩარევისა და/ან კონტროლისაგან. მონაცემები უნდა დაიბეჭდოს ინსპექტირების ანგარიშთან ერთად და გადაეცეს მომხმარებელს. მონაცემები უნდა შეიცავდეს მინიმუმ: შემოწმების შედეგად მიღებულ პარამეტრებს, ტესტის თარიღს, დროსა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;

გ) აირანალიზატორს ასევე უნდა შეეძლოს, გაზომოს ძრავის ბრუნთა რიცხვი და ტემპერატურა. აირანალიზატორით შემოწმების შედეგად მიღებულ პარამეტრებთან ერთად უნდა დაიბეჭდოს ძრავის ბრუნთა რიცხვის მონაცემები, ტესტის თარიღი, დრო და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;

დ) მონაცემები ასევე შენახული უნდა იყოს ინსპექტირების ცენტრის ლოკალურ ელექტრონულ ბაზაში ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის ვადით.

6. დიზელის გამონაბოლქვის კვამლიანობის მზომი:

ა) დიზელის გამონაბოლქვის კვამლიანობის მზომს უნდა შეეძლოს გამონაბოლქვ აირებში კვამლიანობის გაზომვა იმ მეთოდებისა და სტანდარტების მიხედვით, რომლებიც მოცემულია შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტში;

ბ) დიზელის გამონაბოლქვის კვამლიანობის მზომის მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს ელექტრონულ ფორმატში და დაცული იყოს ინსპექტორის ან ინსპექტირების ცენტრის ჩარევისა და/ან კონტროლისაგან. მონაცემები უნდა დაიბეჭდოს ინსპექტირების ანგარიშთან ერთად და გადაეცეს მომხმარებელს. მონაცემები უნდა შეიცავდეს მინიმუმ: შემოწმების შედეგად მიღებულ პარამეტრებს, ტესტის თარიღს, დრო და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერს;

გ) კვამლიანობის მზომის ასევე უნდა შეეძლოს, გაზომოს ძრავის ბრუნთა რიცხვი და ტემპერატურა. თითოეული აქსელერაციის დროს, კვამლიანობის მონაცემებთან ერთად უნდა დაიბეჭდოს ბრუნთა რიცხვის მონაცემები, ტესტის თარიღი, დრო და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;

დ) მონაცემები ასევე შენახული უნდა იყოს ინსპექტირების ცენტრის ლოკალურ ელექტრონულ ბაზაში ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის ვადით.

7. თვლების შეყრის კუთხის გამზომი:

ა) თვლების შეყრის კუთხის გამზომი ადგენს წინა და უკანა ღერძის გეომეტრიას მსუბუქი ავტომობილებისთვის, 2,6 ტონამდე ღერძზე დატვირთვით;

ბ) თვლების შეყრის კუთხის გამზომის მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს ელექტონულ ფორმატში და დაცული იყოს ინსპექტორის ან ინსპექტირების ცენტრის ჩარევისა და/ან კონტროლისაგან.

8. სამუხრუჭო ტესტერი:

ა) ინსპექტირების ცენტრის თითოეულ ხაზს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი გორგოლაჭებიანი სამუხრუჭო ტესტერი (გსტ), გაზომვის სიზუსტის ცდომილებით ±3%, რომელიც დამონტაჟებული უნდა იყოს იატაკზე, ისე რომ ინსპექტირების დროს სატრანსპორტო საშუალება განთავსდეს საჭირო დონეზე;

ბ) დამატებით, თითოეულ ცენტრს უნდა ქონდეს მოწყობილობა, იმისთვის რომ შეამოწმოს დამუხრუჭების ძალის გამზომი აპარატის დაკალიბრება;

გ) სამუხრუჭო ტესტერზე სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებისას მონაცემების მიღება და ცენტრალურ სერვერში შესაბამის ფორმატით გადაცემა უნდა იყოს ავტომატური და დაცული ინსპექტორის ან ინსპექტირების ცენტრის ჩარევისა და/ან კონტროლისაგან. მონაცემები უნდა დაიბეჭდოს ინსპექტირების ანგარიშთან ერთად და გადაეცეს მომხმარებელს. მონაცემები უნდა შეიცავდეს მინიმუმ: შემოწმების შედეგად მიღებულ პარამეტრებს, ტესტის თარიღს, დროსა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერს;

დ) სამუხრუჭო ტესტერი უნდა იყოს უსაფრთხო პრაქტიკული გამოყენებისათვის და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად მყარი კონსტრუქციის. ტესტერი იატაკში ჩამაგრდება ქარხანა-დამამზადებლის რეკომენდაციების შესაბამისად;

ე) თითოეულ გსტ-ს თან უნდა ერთოდეს ექსპლოატაციის სრული სახელმძღვანელო, რომელიც უნდა მოიცავდეს დაკალიბრების მეთოდს.

9. თვლის ფოლხვის დეტექტორი:

ა) 3,5 ტონამდე სრული მასის და 2,6 ტონის ღერძზე დატვირთვის სატრანსპორტო საშუალების (LV) ან 15 ტონამდე ღერძზე დატვირთვის სატრანსპორტო საშუალების (HV) საჭის მექანიზმის/დაკიდების ფოლხვის დასადგენად თვლის ფოლხვის დეტექტორის ფირფიტები უნდა იყოს დამონტაჟებული სათვალთვალო ორმოს ან ამწეს ორივე მხარეს;

ბ) სათვალთვალო ორმოდან ფირფიტები ისე უნდა იმართებოდეს, რომ შეიძლებოდეს ორივე თვლის ახლო დათვალიერება.

10. საბურავის პროტექტორის სიღრმის მზომი:

საბურავის პროტექტორის სიღრმის მზომი ყოველთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თითოეული ტესტირების ხაზისთვის.

11. ძალაყინი:

ძალაყინი გამოიყენება როგორც დაკიდების გადაბმების, დამაგრებების და საჭის მექანიზმის შესამოწმებელი ბერკეტი.

12. თვლების საბჯენი სოლები:

თვლების საბჯენი სოლები (4 ცალი) გამოყენებული უნდა იყოს იმისათვის, რომ შეაფერხოს სატრანსპორტო საშუალების თვითნებური გაგორება.

მუხლი 12. მოთხოვნები პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ

  1. ძირითადი მოთხოვნები:

ა) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირება შეიძლება განახორციელონ პირებმა, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) ინსპექტირების ცენტრი თავად განსაზღვრას მასთან მომუშავე პირების ფუნქციებს, პასუხისმგებლობას და მათ რაოდენობას, ინსპექტირების ცენტრის ზომიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა ყველა ინსპექტირების ცენტრში უნდა იყოს ტექნიკური პერსონალი, სულ მცირე ტექნიკური მენეჯერი და ინსპექტორის ფუნქციების განმახორციელებელი პირი და მათთან გაფორმებული უნდა იყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ პერსონალის ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას;

გ) ინსპექტირების ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა და ფუნქციონირება მასთან მომუშავე ინსპექტორების მუშაობის ხარისხის შესამოწმებლად.

  1. ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი ტექნიკური პერსონალი და მათი ფუნქციები:

ა) ინსპექტირების პროცესს ინსპექტირების ცენტრი ახორციელებს ტექნიკური პერსონალის საშუალებით;

ბ) ტექნიკური პერსონალის შემადგენლობაში შედიან:

ბ.ა) ინსპექტორი – პირი, რომლის კვალიფიკაციაც დადასტურებულია ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, და რომელსაც ინსპექტირების ცენტრის მიერ მინიჭებული აქვს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების უფლება;

ბ.ბ) ტექნიკური მენეჯერი – პირი, რომლის კვალიფიკაციაც დადასტურებულია ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, და რომელიც პასუხისმგებელია ინსპექტირების პროცესზე უშუალო კონტროლის განხორციელებაზე და ინსპექტირების პროცესის მართვაზე;

გ) მოთხოვნები ინსპექტორის მიმართ:

გ.ა) ინსპექტორი პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ჩატარებაზე და შედეგების გაფორმებაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) მოთხოვნები ტექნიკური მენეჯერის მიმართ:

ტექნიკური მენეჯერი პასუხისმგებელია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცესების ამ რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვაზე: ინსპექტირების პროცედურები, მომსახურება, ინსპექტირების პროცესში გამოსაყენებელი აღჭურვილობისა და მოწყობილობების დაკალიბრება და ტექნიკური მომსახურება, ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება და დისციპლინის უზრუნველყოფა. მას ასევე შეიძლება დაეკისროს აპელაციის/საჩივრების პროცესის მართვა აკრედიტაციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

ე) ყოველ ინსპექტირების ცენტრზე მიმაგრებული უნდა იყოს ერთი კონკრეტული ტექნიკური მენეჯერი.

ვ) ტექნიკურ მენეჯერს შეუძლია შეასრულოს ამ რეგლამენტით ტექნიკური პერსონალისადმი მიკუთვნებული სხვა როლიც.

ზ) ტექნიკური მენეჯერი პასუხიმგებელია მიუკერძოებლობის დაცვაზე აკრედიტაციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

  1. კვალიფიკაციის დადასტურება ტექნიკური პერსონალისათვის:

ა) ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე შეიძლება განხილული იქნეს პირის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემული პირობებიდან რომელიმეს (წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები):

ა.ა) აქვს ინჟინერიის ან/და ტრანსპორტის მომსახურების სფეროში პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;

ა.ბ) რომელიც მუშაობდა ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლის განმავლობაში;

ა.გ) მუშაობდა ავტომომსახურებაში მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

ბ) კვალიფიკაციის დადასტურების მაძიებელი პირის წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების ვალდებულება აქვს ინსპექტირების ცენტრს.

გ) პირს, რომელიც აკმაყოფილებს წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კვალიფიკაცია შეიძლება დაუდასტურდეს:

გ.ა) ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის ან მონიტორინგის დროს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ მისი კვალიფიკაციის შემოწმების შედეგად;

გ.ბ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს პირის კვალიფიკაციას და შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

დ) ახალი ტექნიკური მენეჯერის ან ინსპექტორის დამატებისას, რომელსაც არ გაუვლია სერტიფიკაცია, ინსპექტირების ცენტრს შეუძლია მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს არაგეგმური მონიტორინგის ჩასატარებლად, რა დროსაც შესაძლოა დადასტურდეს ახალდამატებული ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაცია.

ე) კვალიფიკაციის დადასტურების გარდა, პირს უნდა ჰქონდეს გავლილი დამქირავებელი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის შიდა ტრენინგი, რის შემდეგაც მას შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს ინსპექტირება.

ვ) დამატებითი მოთხოვნები ტექნიკური პერსონალისათვის. კვალიფიკაციის დადასტურებისათვის ტექნიკურ მენეჯერს:

ზ) უნდა ჰქონდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით მოთხოვნილი კვალიფიკაცია და გამოცდილება სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების პროცედურებში. მან ასევე შეიძლება შეითავსოს ინსპექტორის ფუნქცია;

თ) ინსპექტორს უნდა გააჩნდეს იმ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარები, რომლის ინსპექტირებაც მან უნდა განახორციელოს;

ი) ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია მუდმივად მიაწოდოს აკრედიტაციის ცენტრს შემდეგი ინფორმაცია:

ი.ა) ნებისმიერი ცვლილება/ცვლილების მოთხოვნა ინსპექტორების სიაში;

ი.ბ) თითოეული ინსპექტორის სწავლებისა და სერტიფიკაციის სტატუსის ცვლილება;

ი.გ) ნებისმიერი ცვლილება ინსპექტორის დასაქმების ვადებში.

  1. ხარისხის კონტროლი:

ა) ხარისხის კონტროლს ჩვეულებრივ ორგანიზებას უკეთებს ტექნიკური მენეჯერი;

ბ) ხარისხის კონტროლის მიზნით ერთი ინსპექტორის მიერ შემოწმებულ ავტომობილს განმეორებით ამოწმებს მეორე ინსპექტორი და შედეგები დარდება ერთმანეთს;

გ) ხარისხის კონტროლი უნდა მოიცავდეს ინსპექტირების ყველა ასპექტს, მათ შორის:

გ.ა) ინსპექტირების რუტინა და პროცედურები;

გ.ბ) ტესტირების სტანდარტები;

გ.გ) ტესტირების აღჭურვილობის გამოყენება;

გ.დ) ინსპექტირების შედეგებს გაფორმება;

დ) ხარისხის კონტროლის შედეგები უნდა გაფორმდეს, გაანალიზდეს და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის ინსპექტორების კვალიფიკაციის ხელახლა დადასტურების, მათი მიუკერძოებლობის გადამოწმების ან შეცვლის ჩათვლით. ხარისხის კონტროლი გამოყენებული იქნეს ისეთნაირად, რომ ინსპექტირებას ახორციელებდნენ მხოლოდ კვალიფიცირებული პირები.

  1. ტექნიკური პერსონალის სწავლება:

ა) ტექნიკურ პერსონალს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების, უსაფრთხოების წესებისა და სხვა რეგულაციების ცოდნა რომელიც ეხება მის საქმიანობას.

ბ) კვალიფიკაციადადასტურებული ინსპექტორი ვალდებულია მუდმივად ეცნობოდეს აქტუალურ პრაქტიკას და სტანდარტებს, რისთვისაც საჭიროა:

ბ.ა) შეისწავლონ ყველა აქტუალური შენიშვნები, ტესტირების სახელმძღვანელოები/ინსტრუქციები, შესაბამისი ტესტირებისა და ინსპექტირების სახელმძღვანელოები და მათში შეტანილი ცვლილებები;

ბ.ბ) დაესწრონ და წარმატებით გაიარონ განმეორებითი ტრენინგები.

ბ.გ) შეისწავლონ ინსპექტირების ცენტრში არსებული ახალი ან მოდიფიცირებული დანადგარების გამოყენება;

ბ.დ) შეისწავლონ ან დაესწრონ ტრენინგს, რომელიც ეხება ინსპექტირებასდაქვემდებარებადი ავტომობილების სიახლეებსა და მათ სწორ გამოყენებას, რომლის შემოწმება ახლო მომავალში შეიძლება გახდეს საჭირო;

ბ.ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვალდებულება შეიძლება შეიცვალოს სადემონსტრაციო ინსპექტირების ჩატარების ვალდებულებით.

გ) ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია შეიმუშაოს ტრენინგის პროგრამა, რომელიც მოიცავს ინსპექტორების საწყის და განმეორებით სწავლებას, რათა დარწმუნდეს საქმიანობის ეფექტურ მსვლელობაში, დანადგარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამართულად მუშაობაში, ინსპექტირების შედეგების ხარისხსა და სერვისის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილებაში.

დ) ტრენინგები შეიძლება ჩატარდეს ინსპექტირების ორგანოს სატრენინგო ცენტრის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკაციის ორგანოსთან არსებული სატრენინგო ცენტრის მიერ.

ე) შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლების მქონე პირთათვის საწყისი ტრენინგის გავლა სავალდებულო არააა.

ვ) აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინსპექტირების ცენტრისგან დამატებითი ტრენინგის ჩატარება იმ ინსპექტორებისათვის, რომელიც შეცდომებს უშვებს მუშაობაში ან მოითხოვოს ასეთი ინსპექტორის გათავისუფლება ინსპექტირების პროცესისგან.

  1. მოთხოვნები სატრენინგო კურსის მიმართ და სატრენინგო კურსის კომპონენტები:

ა) ტრენინგის კურსი უნდა ხსნიდეს ინსპექტირების პროცესს და აზუსტებდეს სტანდარტებს, რომლებიც მოცემულია ინსპექტირების არსებულ მოთხოვნებში. ტრენინგი ასევე მოიცავს სადემონსტრაციო ინსპექტირებას.

ბ) სასწავლო ტრენინგი ძირითადად შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ბ.ა) ავტომობილების ტექნოლოგია;

ბ.ბ) სამუხრუჭო სისტემა;

ბ.გ) საჭის მექანიზმი;

ბ.დ) ელექტრობა და ელექტროსისტემები;

ბ.ე) მაშუქების მონტაჟი, აღჭურვილობა და ელექტრონული კომპონენტები;

ბ.ვ) ღერძები, თვლები და საბურავები;

ბ.ზ) შასი და ძარა;

ბ.თ) დამატებითი მოთხოვნები სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მიმართ;

ბ.ი) ინსპექტირების მეთოდი;

ბ.კ) შეუსაბამობების შეფასება ტექნიკური ინსპექტირებისას;

ბ.ლ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მოქმედი რეგულაციები;

ბ.მ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია-საკანონმდებლო მოთხოვნები;

ბ.ნ) ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა (ტარდება ორგანიზაციის მიერ);

ბ.ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა: აპლიკაციები, რომელიც ეხება ინსპექტირებას და ადმინისტრირებას;

გ) სატრენინგო ცენტრმა უნდა უზრუნველყოს დეტალური სატრენინგო კურსის შემუშავება ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტის მიხედვით.

  1. ტრენინგის სახეობები:

ა) საწყისი ტრენინგი მიზნით წარმოადგენს 120-საათიან სატრენინგო კურსს (15 სამუშაო დღე), რომელშიც გაერთიანებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემასთან დაკავშირებული ტრენინგი და ინსპექტირების ჩატარების პრაქტიკულ ინსტრუქცია. კურსის დასრულებისას ინსპექტორებს მოეთხოვებათ მათი გაგების დემონსტრირება;

ბ) განმეორებითი ტრენინგი მიზნით წარმოადგენს 40-საათიან სასწავლ კურსს, 5 სამუშაო დღის ხანგრძლივობით. როგორც წესი, ინსპექტორს წინასწარ შეატყობინებენ ბოლო საკვალიფიკაციო კურსის თარიღიდან (საწყისი, განმეორებით ან პირდაპირი გადამზადება) 1 წლის შემდეგ. ინსპექტორი, რომელიც ტრენინგის დამთავრების თარიღისათვის არ დაესწრო სასწავლო კურსს, მოიხსნება ინსპექტირებიდან, სანამ არ გაივლის განმეორებით ტრენინგს;

გ) პირდაპირი გადამზადება ხდება აკრედიტაციის ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად. ასეთი კურსის შინაარსი მოქნილია დამსწრეების კონკრეტული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

დ) საწყისი და განმეორებითი ტრენინგის შინაარსი და ხანგრძლივობა:

 

საწყისი ტრენინგი

განმეორებითი

კოდი

სახელწოდება

ცხრილი

შეფასება

ჩანაწერი

ცხრილი

შეფასება

ჩანაწერი

TR01

მოტივაცია და ვალდებულება. HR პოლიტიკა – ეთიკის კოდექსი

8 საათი

 

4 საათი

 

TR02

ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

8 საათი

TR03

საავტომობილო ტექნოლოგია; მექანიკა და ელექტროობა.

8 საათი

4 საათი

TR04

სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მეთოდი – სახელმძღვანელო – ნაწილი I

8 საათი

TR05

სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მეთოდი – სახელმძღვანელო – ნაწილი II

8 საათი

TR06

სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მეთოდი – ტექნიკური შემოწმების დროს ხარვეზის შეფასება

8 საათი

4 საათი

TR07

სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება – აღჭურვილობა და მოწყობილობები

8 საათი

TR08

ინსპექტირების ტიპები (MB, LV და HV) – რეგლამენტი

 

8 საათი

2 საათი

TR09

მიღება, დათვალიერების სივრცე, ინსპექტირების სივრცე და მოსაცდელი სივრცე. მონაცემთა შეყვანა. ხარისხის კონტროლი

8 საათი

2 საათი

 

TR10

ინსპექტირების ჩატარება; (გსტ სივრცე და გამონაბოლქვის ტესტი). ხარისხის კონტროლი

8 საათი

TR11

ინსპექტირების რუტინა; ტექნიკური მომსახურების სადგური (ინსპექტირების სივრცე – ქვემოდან დათვალიერება). ხარისხის კონტროლი

8 საათი

8 საათი

 

TR12

ინსპექტირების რუტინა; ანგარიში – ავტომატური მონაცემები და ვიზუალური მონაცემები. გაიარა / ვერ გაიარა. ხარისხის კონტროლი

8 საათი

TR13

მომსახურება და დაკალიბრება – მოწყობილობები და საშუალებები. ხარისხის კონტროლი

8 საათი

8 საათი

TR14

ხარისხი, სტანდარტები; კლიენტების მომსახურება; კითხვა-პასუხები, დაჯავშნის სისტემა. საჩივრები და აპელაციები

8 საათი

4 საათი

TR15

IT მომხმარებლები. ხარისხის სისტემა

8 საათი

4 საათი

 

8. საწყისი და განმეორებითი ტრენინგის შინაარსი და აღწერა

 

შინაარსი

აღწერა

TR1

მოტივაცია და ვალდებულება.

HR პოლიტიკა – ეთიკის კოდექსი

შესავალი. მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა

პერიოდული ტექნიკური

ინსპექტირების ცენტრი,

როგორც ინსპექტირების ორგანო

და იურიდიული პირი

პატიოსნების პრინციპები

როლები დ პასუხიმგებლობები

ვრცელდება ყველა თანამშრომელზე და ინსპექტირების ცენტრების დირექტორებზე. კოდექსის ყველა ასპექტი ასევე უნდა იყოს დაცული კონტრაქტორების, კონსულტანტების, თავისუფალი ექსპერტების, ერთობლივი საწარმოს პარტნიორების, აგენტებსა და ქვეკონტრაქტორების მიერ. შეიცავს შემდეგ კომპონენტებს.                                            

პატიოსნების დაცვის წესები

სერვისების სისრულე

ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა

კომპანიის აქტივებისა და რესურსების გამოყენება

კორუფციის თავიდან აცილება

ჯანსაღი კონკურენცია

თანამშრომელთა ურთიერთობა

გარემო, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

კონფიდენციალურობა

კანონებთან შესაბამისობა

TR2

ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

ჯანმრთელობა უსაფრთხოება

ყველა თანამშრომელს აქვს უსაფრთხო და ჯანსაღი

სამუშაო გარემოს მოთხოვნის უფლება.

გარემოს დაცვითი სტანდარტები და ნორმები დაცულია

ხარისხის ორგანიზაციული სისტემებით, პროცედურებითა და პროცესებით, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის მომსახურებისა და სტანდარტების უზრუნველსაყოფად.

რისკის თავიდან აცილება

ეს წესები დაფუძნებულია ინსპექტირების ცენტრის მიერ იდენტიფიცირებულ რისკებზე.

TR3

სატრანსპორტო საშუალების ტექნოლოგია; მექანიკა და ელექტროობა

როგორ ვიყენებთ ჩვენს ავტომობილებს, როგორ ვმართავთ მათ და ჩვენი გზების მდგომარეობა. ნორმალური მართვა განისაზღვრება, როგორც სტაბილური მართვა არაექსტრემალური ამინდის გარემოში. ტერმინში „მძიმე მოძრაობა“ იგულისხმება:

შეჩერება და გადაადგილება;

მოკლე გადაადგილება;

მომეტებული დატვირთვა; სატვირთო, სამგზავრო ან

მისაბმელი ტრაილერი;

რთული ან მაღალმთიანი გზები;

მტვრიანი ან მარილიანი გარემო;

სატრანსპორტო საშუალების მართვა მის გახურებამდე; და / ან უკიდურესად ცხელ ან ცივ ამინდში ტარება.

ავტომობილების მოვლა-შენახვა

ძრავის მუშაობა

ზეთები, ფილტრები და სითხეები

სამუხრუჭო სისტემის მომსახურება

თვლები და საბურავები

„შეამოწმე ძრავი“ ნათურა

ჰაერის კონდიცირება

ექსტერიერი

სატრანსპორტო საშუალების კომპონენტები

ღვედები და მილსადენები

სამუხრუჭო სისტემა

გამონაბოლქვის სისტემა

ძრავის გაგრილების სისტემა

წვის სისტემა

მაშუქები და ჩამრეცხები

აკუმულატორები

მართვის სისტემა და სავალი ნაწილი

სატრანსპორტო საშუალების მოვლა და გარემო

შესავალი

საწვავის ეკონომია და გარემოსდაცვითი ცნობიერება

ნარჩენების გადამუშავება

აღდგენილი ძრავები

ალტერნატიული ენერგიები

TR4

სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მეთოდი – სახელმძღვანელო – ნაწილი I

წესების კრებული – პროცედურის სახელმძღვანელო

ნათურები, რეფლექტორი და ელექტროტექნიკა

წინა და უკანა ნათურები

სარეგისტრაციო ნომრების განათება

სამუხრუჭო ნათურები

უკანა ფარები

ინდიკატორი ლამპები და საფრთხის გამაფრთხილებელი

ნათურები

ფარები

ელექტროგაყვანილობა და აკუმულატორი

საჭე და დაკიდება

თვლების კუთხის შეყრის კონტროლი საჭის კონტროლი – საჭის სისტემა

დაკიდება – წინა და უკანა დაკიდება

ამორტიზატორი

მუხრუჭები

ხელის მუხრუჭის კონტროლი

მუშა მუხრუჭის კონტროლი

მექანიკური მუხრუჭის კომპონენტები

სამუხრუჭო სისტემები და დამატებითი სამუხრუჭო

მოწყობილობები

სამუხრუჭო სისტემის ტესტირება

TR5

სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მეთოდი – სახელმძღვანელო – ნაწილი II

წესების კრებული – პროცედურების სახელმძღვანელო

საბურავები და თვლები

საბურავები და თვლები

სათადარიგო თვალი

ღვედები და დამატებითი შემაკავებელი სისტემა

ღვედების მიმართ მოთხოვნები

დამატებითი ხელსაწყოები

ძარაა და აგებულება

 

ძარის კონსტრუქცია / სათუნუქე სამუშაოები სავარძლები და კარები

რეგისტრაციის ნომერი: VIN ან შასის ნომერი

მართვის კონტროლი

გამონაბოლქვი და საწვავი

გამონაბოლქვის სისტემა

საწვავის სისტემა

გამონაბოლქვი, შიგაწვის ძრავები

ხილვადობა

უკანა ხედვა

მინის მწმენდები და ჩამრეცხები

ქარსარიდი მინა

მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის სპეციალური უზრუნველყოფა

ადგილობრივი რეგულაციების სპეციფიკაციები

ტრიციკლები/კვადროციკლები /მოტოციკლები/მოპედები

განათება და სიგნალიზაციის აპარატურა

ფარები

ფარების ფოკუსი

საჭის კონტროლი და სისტემა

წინა დაკიდება

თვლის სისწორე

სამუხრუჭო სისტემა და ეფექტურობა

საბურავები და თვლები

ძარა და სტრუქტურა

სარეგისტრაციო ნომერი და VIN კოდი

საწვავი და გამონაბოლქვის სისტემა

TR6

სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება – ტექნიკური შემოწმების დროს ხარვეზის შეფასება

ინსპექტირების პროცესის ჩატარება

ინსპექტირების შედეგები – ინსპექტირების ანგარიში.

ინსპექტირების შედეგები: უარის თქმის შეტყობინება – საშიში ხარვეზები. ინსპექტირების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები. საჩივრები.

პასუხისმგებლობა ინსპექტირების ანგარიშის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე

TR7

სატრანსპორტო საშულების ინსპექტირება – აპარატურა და მოწყობილობები

 

 

შენობები

 

ნიშნები და გაფრთხილებები

საინფორმაციო დაფა

მდებარეობა

შენობის მიმართ მოთხოვნა. ზოგადი ზომები

TR8

ინსპექტირების ტიპები (MB, LV და HV) – რეგლამენტი

თითოეული ტიპის ინსპექტირების სავალდებულო აღჭურვილობა

ხაზების ტიპები

ტექნიკური მომსახურება

დაკალიბრება: აღწერა და სიხშირე. სერტიფიკატები.

გადასატანი ხაზი

TR9

მიღება, დათვალიერების სივრცე, ინსპექტირების სივრცე და მოსაცდელი სივრცე. მონაცემთა შეყვანა. ხარისხის კონტროლი

მოთხოვნები

ხარისხის კონტროლი

TR10

ინსპექტირების ჩატარება (გსტ სივრცე და გამონაბოლქვის ტესტი). ხარისხის კონტროლი

პრაქტიკული სავარჯიშო

TR11

ინსპექტირების ჩატარება (ძირითადი მაშუქების ტესტი და ქვემოდან დათვალიერება). ხარისხის კონტროლი

პრაქტიკული სავარჯიშო

ხარისხის კონტროლი

TR12

ინსპექტირების ჩატარება (ანგარიში ავტომატური მონაცემები და ვიზუალური მონაცემები. გაიარა / ვერ გაიარა). ხარისხის კონტროლი

ინფორმაციული სისტემა- უსაფრთხოება: აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა;

მონაცემთა ბაზა, სერვერი;

ინფორმაციული სისტემის მომხმარებელი. მონაცემთა შეყვანა;

მონაცემთა გამოყენება და მონაცემთა დაცვა.

ხარისხის კონტროლი

TR13

ტექნიკური მომსახურება და დაკალიბრება – აღჭურვილობა და მოწყობილობები. ხარისხის კონტროლი

პრაქტიკული სავარჯიშო

 

ხარისხის კონტროლი

TR14

ხარისხი, სტანდარტები; მომხმარებლის მომსახურება; კითხვა-პასუხები, დაჯავშნის სისტემა.

საჩივრები და აპელაცია

პრაქტიკული სავარჯიშო:

 

-აღსრულება

-სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის პროცესი, რეგულაციები

-შეტყობინება მფლობელებისთვის

-მომხმარებლის მომსახურება

-ინსპექტირების საფასური

-დაჯავშნის სისტემა

-ინსპექტირების დოკუმენტები საჩივრების და აპელაციის განხილვისათვის

TR15

ინფორმაციული ტექნოლოგიების მომხმარებლები.

ხარისხის სისტემა

ინსპექტირების ორგანოები

კონფიდენციალურობა

ორგანიზაცია და მენეჯმენტი

რესურსები

პროცესები და ჩანაწერები.

მუდმივი გაუმჯობესება

 

11. სადემონსტრაციო ინსპექტირება:

ა) სადემონსტრაციო ინსპექტირება ნიშნავს ინსპექტორის/კანდიდატის მიერ სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში და ტარდება ინსპექტორის/კანდიდატის კვალიფიკაციის შესაფასებლად;

ბ) სადემონსტრაციო ინსპექტირების ჩატარება მოითხოვება როგორც ტრენინგის და სერტიფიკაციის ფარგლებში, ასევე აკრედიტაციის/მონიტორინგის დროს;

გ) სადემონსტრაციო ინსპექტირების ჩატარების მიზნით, სატრანსპორტო საშუალებები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

გ.ა) მოტოციკლები (MC);

გ.ბ) მსუბუქი ავტომობილები (LV);

გ.გ) მძიმეწონიანი ავტომობილები (HV).

12. კომპეტენციის სერტიფიკატი:

ა) შესაბამისად აკრედიტებულმა სერტიფიკაციის ორგანოებმა უნდა გასცენ სერტიფიკატი თითოეულ ინსპექტორზე, რომლებმაც გაიარეს სასერტიფიკაციო გამოცდა. ზემოთ ხსენებული სერტიფიკატი ძალაშია და მოქმედებს სამი წლის განმავლობაში გაცემის თარიღიდან, წელიწადში ერთჯერ განმეორებითი ტრენინგის და სადემონსტრაციო ინსპექტირების წარმატებით გავლის პირობით. სერტიფიკაციის ორგანომ უნდა აწარმოოს და შეინახოს ჩანაწერები ყველა განხორციელებულ სერტიფიკაციის პროცესზე;

ბ) სერტიფიკაციის ორგანოებმა 15 დღის ვადაში უნდა შეატყობინონ აკრედიტაციის ცენტრს იმ ინსპექტორების სახელები, რომლებმაც გაიარეს სერტიფიკაცია ან შეუჩერდათ სერტიფიკატის მოქმედება, აგრეთვე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს, რომელსაც ეს ინსპექტორები წარმოადგენენ;

გ) სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ინსპექტორისათვის გაცემული სერტიფიკატი ან ეკვივალენტური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

გ.ა) ინსპექტორის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

გ.ბ) ავტომობილების კატეგორიები, რომლებზეც ინსპექტორი უფლებამოსილია განახორციელოს ტექნიკური ინსპექტირება;

გ.გ) სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება;

გ.დ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.